როცა მეხსიერება გღალატობთ
პრობლემის შესახებ მეგობრებს შევჩივლე და ერთმა ისეთი რამ მირჩია, რამდენიმე კვირაში პრობლემა აღარ მქონდა:
- აიღეთ დაახლოებით 100 გრამი ქერი, დაასხით 300 მლ წყალი და კარგად მოხარშეთ, გაწურეთ და ნახარშს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი. ნაყენი უნდა გაყოთ ორ ნაწილად და დალიოთ დილით და საღამოს. ამის პარალელურად ახალგაღვივებულ ხორბალს უნდა მოაჭრათ მწვანე ღეროები და დღეში რამდენჯერმე მიირთვათ. ეს ორი კვირა უნდა გაიმეოროთ.
მეხსიერების სწრაფაღდგენაში ეს საშუალებაც დაგეხმარებათ:
- აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის სტაფილო და გახეხეთ წვრილ სახეხზე, დაახლოებით 100-150 გრამი რომ გამოვიდეს, დაასხით ჭარბად მზესუმზირას ზეთი. მიღებული მასა გაყავით 2 ნაწილად, ერთი – უნდა მიიღოთ დილით უზმოზე, მეორე – სამხარზე, ეცადეთ, სტაფილო ცარიელ კუჭზე ჭამოთ. მკურნალობა გრძელდება 2-3 კვირა.
მარიამ ხ. მცხეთა
ასევე წაიკითხეთ:
როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება
იმისათვის, რომ არ მისცეთ მეხსიერებას შესუსტების საშუალება, უზრუნველყოთ აღქმული ინფორმაციის სწრაფად დამახსოვრება და საზოგადოდ, მოახდინოთ დამახსოვრების პროცესის ოპტიმიზაცია, უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
1) აუცილებლად დაიცავით ძილის რეჟიმი! გამოკვლევებითა და დაკვირვებებით დადგენილია, რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გამოუძინებლები არიან, ადრეულ ასაკში ეწყებათ ინფორმაციის დამახსოვრებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
2) მოახდინეთ კვების რაციონის ოპტიმიზაცია. საკვები რაციონი მაქსიმალურად გაამდიდრეთ ისეთი პროდუქტებთ, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს გონებრივ ფუნქციებზე. ამ თვალსაზრისით სასარგებლო პროდუქტებია: ცხიმიანი თევზი, მზესუმზირა, ნიგოზი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ხორბლის ღივები, დაუმუშავებელი მარცვლეული, მაყვალი, ბროკოლი, შავი მოცხარი, ნიორი და პომიდორი.
3) რეგულარულად მიირთვით მცენარეული ნაყენები, ე.წ სამკურნალო ჩაის სახით (სალბის, კულმუხოს, ასფურცელას და სამყურას).
4) ყოველდღიურად დაუთმეთ დრო სპორტსა და სუფთა ჰაერზე სეირნობას.
გახსოვდეთ, ის, ვინც ამ წესებს იცავს, ყოველთვის კარგი მეხსიერებით გამოირჩევა. რაც უფრო ადრეულ ასაკში მიაქცევთ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას და დაიწყებთ ჯანსაღი წესით ცხოვრებას, მით უფრო დიდი დროით შეინარჩუნებთ ინფორმაციის დამახსოვრებისა და რეალიზაციის სრულყოფილ ფუნქციას! სტატია სრულად წაიკითხეთ აქ