ნიორთან ქოშინი ვერ მეგობრობს

თავიდან ყველაფერს ასაკს ვაბრალებდი, კარდიოლოგიური კვლევებიც ჩავიტარე, გული და ფილტვები წესრიგში იყო. ავფორიაქდი, ყველასთან ჩემს პრობლემაზე ვსაუბრობდი, ვიდრე ხალხური მედიცინის ერთ წიგნში ამ რეცეპტს არ გადავაწყდი:
- მის მოსამზადებლად უნდა დანაყოთ 350 გრამი ნიორი და მოათავსოთ ფართოყელიან ქილაში, 24 საშუალო ზომის ლიმონისგან გამოწუროთ წვენი და დანაყილ ნიორს დაასხათ. ქილას თავზე დოლბანდის ნაჭერი შემოახვიეთ და 24 საათის განმავლობაში ბნელ ადგილას დადგით. წამალი უნდა სვათ დღეში ერთხელ ძილის წინ. დალევამდე 1 ჩაის კოვზ ნარევს უნდა დაასხათ 100 მლ წყალი, კარგად აურიოთ და ისე მიიღოთ. პირველი ეფექტი მკურნალობის დაწყებიდან 15-17 დღის შემდეგ ვლინდება. საოცრად წესრიგდება ძილი, ქოშინი მცირდება და ყოველგვარი დაღლილობის შეგრძნებაც ქრება.
ნინელი ქ. გორი