მოტეხილობებს ასკილი და გულყვითელა მკურნალობს

სწორედ ამიტომ ის მოტეხილობებისას განსაკუთრებით საჭირო რამაა.
- 25 გრამ ასკილის დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი. შემოდგით ნელ ცეცხლზე 10 წუთი, გადმოდგით, გააჩერეთ 6-10 წუთი, გაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, როგორც მოტეხილობებისას, ისე სხვადასხვა სახის ჭრილობის დროს.
- აიღეთ გულყვითელას 1,5 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ყვავილები, ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნახევარი-1 საათი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით, დღეში 4-ჯერ, მოტეხილობების დროს.
ნაყენი ამცირებს ტკივილს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, რომელიც მოტეხილობებისას განსაკუთრებით აღგზნებულია, და აჩქარებს ქსოვილებში აღდგენით პროცესებს.
რეზო მ. გორი