სასარგებლო სასმელი - "შავი ბალზამი" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

  • შავი ბალზამი

უკვე რამდენიმე წელია, ვიმზადებ ძალიან სასარგებლო სასმელს, რომელსაც "შავი ბალზამი" ეწ-ოდება. აქვს სასიამოვნო გემო და არაჩვეულებრივი თვისებები: კლავს წყურვილს, უხდება ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემებს. მე ამ სასმელს "პენსიონერების დოპინგს" ვუწოდებ. "შავი ბალზამის" შემადგენლობაში შედის:

  • კრაზანა - 3 ჩაის კოვზი
  • ვირისტერფა - 3 ჩაის კოვზი
  • თავშავა - 2,5 ჩაის კოვზი
  • გვირილა - 2 ჩაის კოვზი
  • პიტნა - 2 წილი
  • სიმინდის ულვაში - 1,5 ჩაის კოვზი
  • კატაბალახა - 1 ჩაის კოვზი
  • ასკილის ნაყოფი - 1,5 ჩაის კოვზი
  • კუნელი - 1 ჩაის კოვზი
  • ჩაი - 9-10 ჩაის კოვზი.
  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი ნარევი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დააყენეთ. მიირთვით ჩაისავით.

მე უკვე რამდენიმე წელია ამ ჩაის ვსვამ. მართლაც გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს - დავმშვიდდი, საჭმლის მონელება მომიწესრიგდა, აღარ მაწუხებს უსიამოვნო შეგრძნებები არც კუჭში, არც ნაწლავებში. თუ ნარევისთვის საჭირო ინგრედიენტების მოგროვება არ შეგიძლიათ, ისინი აფთიაქებში მოიკითხეთ.

  • შინაური "ნოვოპასიტი"

მრავალი დაავადება რომ ნერვებიდან იღებს სათავეს, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ როგორ უნდა დავიწყნაროთ გაღიზიანებული ნერვები, ბევრმა არ იცის. რა საჭიროა ძვირად ღირებული მედიკამენტების ყიდვა, როცა სავსებით შესაძლებელია, წამალი შინ მოვამზადოთ?

ჩემს მეუღლეს საშინელი ნევროზი ჰქონდა. ასაკთან ერთად ხასიათი უფრო და უფრო უფუჭდებოდა. ნებისმიერ წვრილმანს შეეძლო მისი წყობილებიდან გამოყვანა - სულ იმის მეშინოდა, წნევას არ დაერტყა ან გული არ გასკდომოდა. არავითარი შეგონება, რომ ნერვების აყოლით თავს სამარის კარამდე მიიყვანდა, მასზე არ ჭრიდა. მისი მუდმივი ისტერიკების გადამკიდეს თავადაც გამიფუჭდა ხასიათი. ერთ დღეს ჩემი გასაჭირი შორეულ ნათესავს შევჩივლე, რომელიც ექთანია და მკურნალობის ხალხურ მეთოდებსაც შესანიშნავად იცნობს. მისი რჩევით გადავწყვიტე, მეუღლისთვის შავბალახას წვენი მიმეცა. ახალგამოწურული წვენი ხსნის ნერვულ დაძაბულობას, აძლიერებს გულს და აღადგენს ძალებს.

  • ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ახალმოკრეფილი მცენარე და გამოწურეთ. მიიღეთ 30-40 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 2-3-ჯერ.

თუ წვენის შენახვა გსურთ, ახალგამოწურულს დაამატეთ სამედიცინო სპირტი (თანაფარდობით 2:3) და მაცივარში შედგით. 40-50 წვეთი გააზავეთ ცოტაოდენ წყალში და ისე მიიღეთ. ყოველ ზაფხულს მკურნალობის კურსს მეუღლესთან ერთად თავადაც ვიტარებ. ნერვები ორივეს რკინისა გაგვიხდა. ასე რომ, ყველას, ვისაც ნერვები ღალატობს, ვურჩევ, ამ რეცეპტით ისარგებლოს. არანაკლებ ეფექტურია ხმელი შავბალახას ნახარშიც.

  • წიწაკის სამკურნალო ეფექტი

გაგანდობთ ჩემს "საფირმო" რეცეპტს. ეს არის მწარე წითელი წიწაკის ნაყენი, რომელსაც ვიყენებ სხვადასხვა შემთხვევაში:

  • მადის გასაძლიერებლად;
  • მსუბუქი მოწამვლის დროს, თუ საკვებმა მაწყინა;
  • თმის ცვენისას (თმაში შესაზელად);
  • სახსრების დასაზელად (ტეხისას).

ნაყენი ძალიან ადვილი მოსამზადებელია:

  • წვრილად დაჭერით 50 გ მწარე წიწაკა და დაასხით 0,5 ლიტრი 70%-იანი სამედიცინო სპირტი ან არაყი. დააყენეთ 10 დღით, დროდადრო ურიეთ, შემდეგ გაწურეთ. 10-20 წვეთ ნაყენს დაასხით ცოტაოდენი წყალი და მიიღეთ ჭამის წინ, დღეში 2-3-ჯერ.

გაითვალისწინეთ: კუჭის წყლულის დროს ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება!

  • შესაზელად ნაყენი ასე მზადდება: წმინდად დაფქულ წიწაკას შეურიეთ მცენარეული ზეთი (2 მლ ზეთი 1 გ წიწაკაზე). ეს ნარევი დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში. გამოიყენეთ სახსრების ანთების, ნევრალგიის, რადიკულიტის დროს.

ამ ზეთის მიღება შეიძლება შინაგანადაც, როცა საჭმლის მონელება დუნეა. დოზა ასეთია: 10-20 წვეთი ჭამის წინ, დღეში 2-3-ჯერ. რაც შეეხება ტკბილი (ბულგარული) წიწაკის წვენს, მას ჩემი მეუღლე სახეზე პიგმენტური ლაქების გასაქრობად იყენებს: წურავს წვენს, ურევს მას იმავე ოდენობის სტაფილოს წვენს და მიღებული ნარევით იწმენდს სახეს. შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. საერთოდ, მე დიდი ხანია დავასკვენი, რომ ყველაფერი, რაც საკუთარი ხელით მოგვყავს და ვამზადებით, საოცრად მარგებელია.

  • ასფურცელას საიდუმლო

ნახევარი წლის წინ თავის ტკივილი და ყურების შუილი დამჩემდა. მივედი ექიმთან. გადამიღეს კარდიოგრამა და გულის იშემიური დაავადებაც აღმომიჩინეს. საბოლოოდ დამისვეს ათეროსკლეროზის დიაგნოზი და მითხრეს, სისხლძარღვებს სასწრაფოდ უნდა მიხედოო. ვიდრე ექიმის დანიშნულ წამლებს შევიძენდი, გადავწყვიტე, ხალხური საშუალებები მეცადა. ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო უამრავი რეცეპტი აღმოვაჩინე, მაგრამ განსაკუთრებით მომეწონა წითელი ასფურცელას ქერქის ნახარში:

  • ერთი სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ ასფურცელას ქერქს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე, წამოადუღეთ და 5 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადმოდგით, გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

კურსის ხანგრძლივობაა ერთი თვე.

  • არ დაივიწყოთ არაჩვეულებრივი ბოსტნეული - ნიორი. მიირთვით ყოველდღე, თუნდაც თითო კბილი.


  • იშიაზის მკურნალობის ხალხური მეთოდები

რამდენიმე თვის წინ თავსხმაში მოვყევი და ერთიანად გავილუმპე. იმ საღამოს არაფერი, მაგრამ დილით წელში ვეღარ გავიმართე - საშინლად მტკიოდა დუნდულა კუნთების მიდამო, ბარძაყის უკანა ზედაპირი და წვივი. ნევროპათოლოგმა დამისვა იშიაზის დიაგნოზი, გამომიწერა წამლები და სითბო. ამ ყველაფერმა შედეგი მართლაც გამოიღო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ გავცივდი და... ტკივილიც შემომიბრუნდა. დედაჩემმა გადმოიღო რვეული, სადაც ბებიაჩემი საოჯახო საქმიანობაში გამოსადეგ ათასგვარ რჩევასა და შინაურ რეცეპტს იწერდა და აი, რა აღმოაჩინა:

  • იშიაზის დროს კარგია ნედლი ალოე. გაჭერით, განაჭერი მხარით დაიდეთ მტკივან ადგილზე და დაიმაგრეთ. შესაძლოა, წვა იგრძნოთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ, არაფერი დაგიშავდებათ. სამაგიეროდ, იშიაზისგან განიკურნებით. გაღიზიანებული კანის მოსაშუშებლად მტკივან ადგილას დროდადრო მიიდეთ ახალი ხაჭო.
  • ერთ სუფრის კოვზ უკვდავას ყვავილს დაასხით 2 ჭიქა წყალი და მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში, დააყენეთ ერთი საათით და მიიღეთ 1/2 ჭიქა, თბილ-თბილი, დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ, 15-20 დღის განმავლობაში.

  • ჩაის მაცოცხლებელი ძალა

რვა შვილი, თხუთმეტი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი გავზარდე. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ჩემს მრავალრიცხოვან ოჯახს ავადმყოფობა მუდამ გვერდს უვლიდა. ალბათ ამის საიდუმლო მცენარეებისგან მომზადებულ ჩაიში იმალება. ამ ჩაის სმის ტრადიცია ჩვენს ოჯახში ბებიამ დაამკვიდრა. იგი სამკურნალო მცენარეების შეგროვებით იყო გატაცებული. სარდაფში მუდამ ეკიდა ხმელი კონები, მათგან ჩაის გვიმზადებდა და გვასმევდა. როცა ბებიამ მცენარეებისადმი ჩემი ინტერესი დაინახა, ბევრი სამკურნალო ნაყენის მომზადება მასწავლა. მინდა, რამდენიმე მათგანის რეცეპტი თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავაცნო.

  • ორგანიზმის მომაძლიერებელი

აურიეთ თანაბარი რაოდენობით (მაგალითად, თითო ჩაის კოვზი) ყანის ჩიტისთვალა, ტარხუნა, მარწყვის ფოთოლი, მაყვლის ფოთოლი და ჟოლოს ფოთოლი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ 10-15 წუთით.

  • გამაახალგაზრდავებელი

აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი კოწახური და 4 ჩაის კოვზი ასკილის ნაყოფი. 1-2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.

  • გამწმენდი

აურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი მარწყვის ფოთოლი, თითო ჩაის კოვზი ჟოლოს ფოთოლი, ფურისულა, კვრინჩხის ფოთოლი, მაყვლის ფოთოლი. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დაახურეთ და გააჩერეთ 5-10 წუთით. ეს ჩაი უნდა სვათ ყოველდღე რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუ მოახერხებთ, დღეში 2-3-ჯერაც კი.

  • იმუნიტეტის ასამაღლებელი

აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის (მაგალითად, თითო ჩაის კოვზი) ცაცხვის ყვავილი, ასკილის ნაყოფი, ბარამბოს ფოთოლი და პიტნა. 1-2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ. მიიღეთ 2-3 კვირის განმავლობაში დილა-საღამოს, ნახევარ-ნახევარი ჭიქა.

  • გაიმაგრეთ სისხლძარღვები

52 წლის ქალი გახლავართ. რამდენიმე წლის წინ თავი შეუძლოდ ვიგრძენი - ხშირად მტკიოდა თავი, ვგრძნობდი სისუსტეს, ზაფხულობით ხელ-ფეხზე საშინლად მემჩნეოდა სისხლძარღვები. ერთ დღესაც მეგობარს დახმარება ვთხოვე. ის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, გატაცებულია ფიტოთერაპიით, ბევრი რამ გაეგება ადამიანის ორგანიზმისა და იცის, როგორ გაუმკლავდეს ავადმყოფობას. მეგობარმა კარგად მომისმინა და მითხრა, რომ ჩემს სისხლძარღვებს გამაგრება სჭირდებოდა, რადგან ელასტიკურობა ჰქონდა დაკარგული და თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებდა. ამის შემდეგ მასწავლა უმარტივესი წამლის რეცეპტი, რომელიც ძალიან მომიხდა - თავის ტკივილი და სისუსტე აღარ მაწუხებს და სისხლძარღვებიც ამ ზაფხულს ადრინდელივით აღარ მაქვს დაბერილი. ეს წამალი ნიორი გახლავთ, რომელიც თურმე სისხლძარღვების გასამაგრებელი საუკეთესო საშუალებაა. თქვენც გასწავლით მის მომზადებას, იქნებ სხვასაც მოჰგვაროს შვება:

  • გაარჩიეთ ერთი თავი ნიორი, დააქუცმაცეთ და დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. დადგით სიბნელეში ოთახის ტემპერატურაზე 24 საათით, შემდეგ დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამიდან საათის-საათნახევრის შემდეგ, დღეში ერთხელ მაინც (უმჯობესია 2-ჯერ). მკურნალობის მინიმალური კურსი ერთი თვეა.

გარდატეხის ასაკში სახე ფერიმჭამელებით მქონდა დაფარული. ჩემს ტანჯვას საზღვარი არ ჰქონდა, სანამ დედაჩემს ვიღაცამ მცენარეული ნაყენის მომზადება არ ასწავლა - ამ ნაყენმა სახე სულმთლად გამისუფთავა. ამას წინათ ქუჩაში ახალგაზრდა გოგონა დავინახე. მშვენიერი გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ სახე გამონაყარს აევსო. ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა... ეს პრობლემა თითქმის ყველა მოზარდს აწუხებს. მინდა, დავეხმარო მათ და ვთავაზობ ფერიმჭამელების საწინააღმდეგო საშუალების რეცეპტს:


მარტივი და ხელმისაწვდომი

  • აიღეთ თითო სუფრის კოვზი დაქუცმაცებული არყის ხის ფოთოლი, ჭინჭარი და სალბი. კარგად აურიეთ ერთმანეთში, 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დახურულ ჭურჭელში 15 წუთით გააჩერეთ და სვით დილა-საღამოს თითო სუფრის კოვზი.

პარალელურად გამოიყენეთ ასეთი საშუალება:

  • აიღეთ ალოეს გამონაწური და დაამატეთ ორჯერ ნაკლები წყალი. ამ ნაზავში დაასველეთ დოლბანდის ტამპონი, მსუბუქად გაწურეთ და 15 წუთით დაიდეთ გამონაყარიან უბანზე. საფენები გაიკეთეთ დღეგამოშვებით.

  • მშვიდი ძილი

უკვე 68 წლის გახლავართ, მაგრამ მძიმე დაავადება დღემდე არ მქონია. შესაძლოა, იმიტომ, რომ ცხოვრების ჯანსაღ წესს მივდევ: არ ვეწევი, არ ვეტანები ალკოჰოლს, ყოველ დილით ვვარჯიშობ, კვირაში ერთხელ მაინც დავდივარ აუზზე საცურაოდ, საღამოობით კი ნახევარი საათით მაინც ვსეირნობ სუფთა ჰაერზე მეუღლესთან ერთად, თანაც ვცდილობ, ბევრი არ ვჭამო, ვინახავ მარხვას, ამიტომ ხორცეული და მცენარეული პროდუქტების მოხმარების ბალანსი დაცული მაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ასაკი თავისას შვრება და ერთხელაც უძილობამ შემაწუხა. არ მინდოდა, საძილე წამლებს მივჩვეოდი და ხალხურ მედიცინაში დავიწყე ჩემი პრობლემის მოსაგვარებელი საშუალების ძებნა. ბევრი ძებნა არ დამჭირვებია, მალე მივაგენი ჩემთვის იდეალურ საშუალებას, თანაც უადვილესი მოსამზადებელია და იაფიც არის. მინდა, ჟურნალის დახმარებით სხვებსაც გავაცნო:

  • აურიეთ ერთმანეთში 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 ჩაის ჭიქა თაფლი. მიიღეთ ძილის წინ 2 ჩაის კოვზი.

  • არ დაივიწყოთ პროპოლისი

მინდა, იმუნიტეტის ასამაღლებელი ორი საშუალების რეცეპტი შემოგთავაზოთ. იმუნიტეტზე იმიტომ შევაჩერე ყურადღება, რომ ზაფხულობით ხშირდება ინფექციები, რომლებსაც, თუ ძლიერი იმუნიტეტით შევხვდით, იოლად გაუმკლავდებით.

1. მდოგვის მარცვლისოდენა პროპოლისი დღეში ერთხელ, 2 საათის განმავლობაში, ღეჭეთ საღეჭი რეზინის მსგავსად. ეცადეთ, არ გადაგეყლაპოთ.

2. 1 ჩაის კოვზი პროპოლისის წყალხსნარი (მზა სახით შეიძინეთ აფთიაქში ან თავადვე გააზავეთ წყალში თანაფარდობით 1:10) აურიეთ ერთ ჭიქა თბილ წყალში და სვით დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი.

ზაფხულის ჯანმრთელად გატარებას გისურვებთ!

  • კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღისთვის

დიდი ხანია, გატაცებული ვარ ხალხური მედიცინით. ბევრი სამკურნალო საშუალება ვიცი და მათი უმეტესობა საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე მაქვს გამოცდილი. მინდა, შემოგთავაზოთ საშუალება, რომელიც კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. კბილებსა და ღრძილებს მოვლა სჭირდება. თუ მათ წესისამებრ მოვუვლით, შესაძლოა ხანდაზმულ ასაკშიც კი საკუთარი კბილებით ვიამაყოთ. მე და ჩემი ოჯახის წევრები ყოველ დილა-საღამოს ვიხეხავთ კბილებს (საგულდაგულოდ); პერიოდულად (კვირაში ერთხელ) დილაობით ზეთს ვიგუბებ ხოლმე პირში რამდენიმე წუთით; გარდა ამისა, კიდევ ორ საშუალებას ვხმარობ:

  • ვურევ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზ კოთხუჯის ნაყენს და 1 ჩაის კოვზ პროპოლისის ნაყენს (აფთიაქში იყიდება). ვიგუბებ პირში და დიდხანს ვიჩერებ. შეგიძლიათ, დახაროთ თავი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, რათა უკეთ გამოირეცხოთ ღრძილები ყოველი მხრიდან.
  • ბამბაზე ვყრი გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით ვიწმენდ კბილებს. შეგიძლიათ, საჩვენებელი თითი დაისველოთ, მარილში ჩაყოთ და ღრძილები დაიზილოთ. პარალელურად კბილებიც გაიწმინდეთ.

ორივე საშუალება ძალიან ეფექტურია, მაგრამ უნდა გამოიყენოთ რეგულარულად, კვირაში 2-3-ჯერ. შეგიძლიათ, მონაცვლეობითაც ჩაიტაროთ - ხან ერთი პროცედურა, ხან მეორე.