სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

დამწვრობას კრაზანა და ჭინჭარი უხდება.ზამთარში დამწვრობა ისე ხშირდება, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, შინ ყოველი შემთხვევისთვის ჩვენივე ხელით მომზადებული მალამო გვქონდეს, რათა დაშავებულს დროულად გავუწიოთ დახმარება..

  • მალამოს მოსამზადებლად ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და ადუღეთ. დამწვარი ადგილი ჯერ კირიანი წყლით მობანეთ (1 სადილის კოვზი დამწვარი კირი 1 ლიტრ წყალზე), შემდეგ კი მალამოთი გაჟღენთილი საფენი დააფინეთ.

ეს მალამო მძიმე დამწვრობასაც კი 3-4 დაფენის შემდეგ აშუშებს.

დამწვარი კანის სწრაფი აღდგენა კრაზანას ყვავილებისგან მომზადებულ მალამოს შეუძლია:

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მზესუმზირას ზეთი, დააყენეთ 14 დღე, დროდადრო ურიეთ. კარგად უნდა აურიოთ ჭრილობაზე დადების წინაც. ეს მალამო კარგად აშუშებს კანის წყლულოვან დაავადებებსა და ჭრილობებს.

თმის ცვენას ჭინჭარი და ქაცვი აჩერებს

შარშან უნივერსიტეტში ჩავაბარე. შესაძლოა, გონებრივი შრომისა და დაძაბულობის გამო, რომელიც აბიტურიენტობის პერიოდის განუყოფელი ნაწილია - თმამ ცვენა დამიწყო, თანაც ისე, რომ დანაკლისი რამდენიმე თვეში შესამჩნევი გახდა. დამეთანხმებით, 20 წლის ასაკში გამელოტების პერსპექტივა არავის ხიბლავს, ამიტომ თმის ცვენა ჩემს უმთავრეს პრობლემად იქცა. რამდენიმე ფარმაკოლოგიური საშუალების შემდეგ მრავალნაცად ხალხურ მეთოდებს მივადექი. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ თმამ ცვენა შეწყვიტა და მეც შვებით ამოვისუნთქე. გთავაზობთ ამ რეცეპტებს:

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუთით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიღებული ნახარში კვირაში ერთხელ თმაში შეიზილეთ.

ეს ნაყენი ჭარბ ცხიმიანობასაც უხდება - დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ცხიმიანობა საგრძნობლად იკლებს.

  • 2 სადილის კოვზ ქაცვის ფოთოლსა და ნაყოფს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 2-4 საათით დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ დილა-საღამოს 150 გრამი ჭამამდე. პარალელურად ძილის წინ თმაშიც უნდა შეიზილოთ.


გამოდევნეთ ორგანიზმიდან წიდა

როცა შევიტყვე, ყოველწლიურად რამდენი უვარგისი ნარჩენი გროვდება ჩვენს ნაწლავებში, რომლებიც თანდათან გარდაიქმნება და ჩვენს ორგანიზმს წამლავს, მათი გამოდევნა გადავწყვიტე. დიდი კვლევა-ძიება არ დამჭირვებია, საჭირო საშუალებას ხალხური რეცეპტების ერთ-ერთ კრებულში მივაგენი:

  • აიღეთ 1 კგ საშუალო ზომის სტაფილო და 1 კგ უკურკო ქიშმიში. სტაფილო დაჭერით მომსხო (2 სმ-მდე სიგანის) რგოლებად და ქიშმიშთან ერთად ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით 2,5 ლ ნადგამი წყალი და ცეცხლზე შემოდგით. როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და კვლავ 1,5 საათი ხარშეთ. დაახლოებით 7 ჭიქა ნახარში უნდა გამოგივიდეთ. გადაწურავთ და მაცივარში შეინახავთ.

ნახარში ასეთი წესით უნდა მიიღოთ: ნახევარი ჭიქა ღამის 12 საათის შემდეგ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით. ნაყენი 14 დღე გეყოფათ. სტაფილო და ქიშმიში კი სამად გაყავით და სამი დღის განმავლობაში მიირთვით. ეს ნაყენი წმენდს ნაწლავებს, თირკმელებსა და ღვიძლს.

ორგანიზმის გაწმენდის მეორე მეთოდი კი ასეთია:

  • 1 ცალი ლიმონი გარეცხეთ და კანიანად გახეხეთ, დაუმატეთ ასევე გახეხილი 1 საშუალო ზომის ნივრის თავი, ჩადეთ ეს ყველაფერი ლიტრიან ქილაში, დაასხით 2 ჭიქა გაცივებული ანადუღარი წყალი და 45 საათით დადგით სიბნელეში. უნდა მიიღოთ თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე.

თუ ამ ორკვირიან თერაპიას წელიწადში 3-ჯერ ჩაიტარებთ, გაგეწმინდებათ ნაწლავები, 4-5-ჯერ ჩატარებისას კი მავნე წიდისგან მთელი ორგანიზმი გათავისუფლდება.

დაღლილობას სპორტსმენების ჩაი დაგავიწყებთ

რამდენიმე წელია, თავს ფიზიკური შრომით ვირჩენ. თავდაპირველად ასე თუ ისე ვიტანდი გაძლიერებულ ფიზიკურ დატვირთვას, ბოლო ხანს კი დაღლილობას ახალგაღვიძებულიც ვეღარ ვუმკლავდებოდი. სამსახურის დაკარგვისა და ულუკმაპუროდ დარჩენის შიშმა მაიძულა, ისეთი საშუალება მეძებნა, რომელიც მძიმე ჯაფის შემდეგ ენერგიის სწრაფად აღდგენაში დამეხმარებოდა. მეგობარმა სპორტსმენების ჩაის რეცეპტი მომიტანა, რომელიც ორგანიზმს დაღლილობის ატანაში ეხმარება:

  • 1 სადილის კოვზ ასფურცელას გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 2 საათი გააჩერეთ. უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ამ ჩაის სმა განუსაზღვრელი ხნით შეიძლება.

თუ დაღლილობამ მეხსიერებას დარია ხელი

დიდხანს ვუვლიდი ლოგინად ჩავარდნილ ოჯახის წევრს, არც დღე მქონდა მოსვენება და არც ღამე. უძილობამ და მუდმივმა ნერვიულობამ ჩემს ნერვულ სისტემაზე იმოქმედა და მეხსიერება ისე დამიქვეითდა, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ამბის გახსენებაც კი მიჭირდა. ეს ამბავი ახლობლებს შევჩივლე და მეგობრებმა ასეთი რეცეპტები მასწავლეს:

  • უნდა აიღოთ დაახლოებით 100 გრამი ქერი, დაასხათ 300 მლ წყალი და კარგად მოხარშოთ, გადაწუროთ და ნახარშს დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი. ნაყენი უნდა გაყოთ ორად და დილა-საღამოს დალიოთ. პარალელურად ახალგაღვივებულ ხორბალს უნდა მოაჭრათ მწვანე ღეროები და დღეში რამდენჯერმე მიირთვათ. ასე უნდა განაგრძოთ ორი კვირა.
  • აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის სტაფილო და წვრილად გახეხეთ. 100-150 გრამი უნდა გამოვიდეს. უხვად დაასხით მზესუმზირას ზეთი და მიღებული მასა ორად გაყავით, ერთი დილით უნდა მიირთვათ, უზმოზე, მეორე - სამხრად, ცარიელ კუჭზე.

მკურნალობა 2-3 კვირა გრძელდება. ამ რეცეპტის გამოყენება საშიშია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.


ანგინას ლეღვის ჩირის ნაყენი უხდება

აცივებისას ჩემი უდიდესი პრობლემა ყელის ტკივილია. ნუშურები არ ამომიჭრია და ალბათ ამიტომაც მაქვს სუსტი ყელი. ყელის ატკივებასთან ერთად ხმაც მიმდის... ამ პრობლემის მოსაგვარებლად მეგობარმა საკუთარი ხელით მომიმზადა ლეღვის ჩირი და რეცეპტიც მასწავლა:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ლეღვის დაქუცმაცებული ჩირი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და 10 წუთი ადუღეთ. გააცივეთ, გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ.

დარწმუნებული ვარ, თქვენც მოგიხდებათ.

გასტრიტს კარტოფილის წვენი უხდება

საოცრად ძლიერი ორგანიზმი მაქვს, ავად პრაქტიკულად არ ვხდები. ჩემთვის უცხოა გაციება, არ ვიცი, სად მაქვს გული და ასე შემდეგ, მაგრამ კუჭს, სამწუხაროდ, ვერაფერი მოვუხერხე. ძალიან რომ შემაწუხა, მივედი სამედიცინო დაწესებულებაში, ჩავიტარე გამოკვლევა და დამიდგინეს გასტრიტი მომატებული მჟავიანობით. ჩამომიწერეს დიეტა, დანიშნულება და გამომიშვეს. რა თქმა უნდა, ექიმის ყველა რჩევა შევასრულე, წამლებიც მივიღე, მაგრამ ეს ქრონიკული გასტრიტი თურმე არ იკურნება და პერიოდულად მწვავდება. ყოველი გამწვავებისას ექიმის გამოწერილი წამლები რომ მესვა, წარმოიდგინეთ, ან ჩემს ორგანიზმს რა დღე დაადგებოდა, ან ბიუჯეტს... გადავწყვიტე, პრობლემის მოგვარების გზა ხალხურ მედიცინაში მეძებნა და ვიპოვე კიდეც:

  • დილით, უზმოზე, მიიღეთ 3/4 ჭიქა ახალგამოწურული კარტოფილის წვენი. ამის შემდეგ ნახევარი საათით წამოწექით, ხოლო 1 საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ კიდეც. მკურნალობის კურსი 10 დღეა, შემდეგ 10 დღით უნდა შეისვენოთ. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ ზედიზედ მკურნალობის 2-3 კურსი ჩაიტაროთ.

გაციებასა და სურდოს ასე მოერევით...

დღეს ფარმაცევტული ბაზარი გრიპის საწინააღმდეგო საშუალებებით არის სავსე. დარწმუნებული ვარ, ეს პრეპარატები ეფექტურიც იქნება, მაგრამ ჩემთვის საზოგადოდ ბუნებრივი საშუალებები უფრო მისაღებია და მინდა, ისინი თქვენს მკითხველსაც გავაცნო.

  • გრიპის პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა ასეთი პროცედურა: ხახვი გახეხეთ და 10-15 წუთის განმავლობაში ისუნთქეთ მისი ფაფის არომატი.
  • გაციების დროს კი ეს საშუალება გამოიყენეთ: აიღეთ რამდენიმე კბილი ნიორი, დანაყეთ და 1 ჩაის ჭიქა რძეში გახსენით, შემდეგ ეს ნარევი აადუღეთ და გააცივეთ. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 4-6-ჯერ. იგი საგრძნობ შვებას მოგგვრით.

გულძმარვას ანისურას ნაყენით უმკურნალეთ

კუჭ-ნაწლავი ახალგაზრდობიდანვე მაწუხებს. ამის მიზეზი ალბათ ჩემი ცხოვრების წესი და კვების რეჟიმია: მიყვარს მშრალი, შემწვარი, მჟავე და ცხარე საკვები და აი შედეგიც... განსაკუთრებით შემაწუხებელია გულძმარვა. ცოტა ხნის წინ თანამშრომელმა ანისურას თესლის ნაყენი მირჩია. მართალია, მის მომზადებას საკმაო ხანი სჭირდება, მაგრამ არ დავიზარე, მოვამზადე და არც მინანია. აი ეს რეცეპტი:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ანისურას თესლი, დაფქვით და დაასხით 1 ლიტრი არაყი. ჭურჭელი 1 თვით დადგით გრილ და ბნელ ადგილას. დაუმატეთ დარიჩინი ან ლიმონის ქერქი (გემოვნებით), 200-400 გრამი შაქრის ფხვნილი, ურიეთ, ვიდრე შაქარი მთლიანად არ გაიხსნება და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ლიქიორის ჭიქა ყოველი ჭამის შემდეგ.


ბრონქიტის სამკურნალო ხალხური საშუალება

ამ რამდენიმე კვირის წინ გავცივდი. სიცხე არ მქონია, ავადმყოფობამ იოლად ჩაიარა, მაგრამ დამრჩა საშინელი, შემაწუხებელი ხველა. რა საშუალება არ ვცადე, მაგრამ დიდად ვერც ერთმა ვერ მარგო. ბოლოს მეგობრის ბებიამ მასწავლა უმარტივესი წამალი, რომლითაც იგი თავის შვილებსა და შვილიშვილებს წარმატებით მკურნალობდა:

  • აიღეთ ნახევარი კილოგრამი ხახვი, 400 გრამი შაქარი, 50 გრამი თაფლი და დაუმატეთ 1 ლიტრი წყალი. ეს ნარევი დადგით ნელ ცეცხლზე და 3 საათი ადუღეთ. გადმოდგით, გადაწურეთ და ბოთლში გადაასხით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-6-ჯერ.

თავბრუხვევისა და ვეგეტონევროზის დროს

რამდენიმე წლის წინ საშვილოსნო და საკვერცხეები ამომკვეთეს. ამის შემდეგ დამეწყო თავბრუხვევა, თავის ტკივილი, წამოხურება, უძილობა. მეგობარმა, რომელიც, სხვათა შორის, ექიმია, წითელი კუნელის ნაყენი მირჩია:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი წითელი კუნელი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათით დადგით სითბოში. შემდეგ კარგად გადაწურეთ და მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

გვირილა მეტეორიზმისგან გაგათავისუფლებთ

ნაწლავებში აირების დაგროვება საკმაოდ მტკივნეული პრობლემაა - გარდა იმისა, რომ საშინელ დისკომფორტს იწვევს, შესაძლოა, უხერხულ დღეშიც ჩაგაგდოს. მეგობარმა მირჩია, ნაწლავების შებერილობის დროს გვირილის ნაყენი მესვა. ძალიან მომიხდა და მინდა, თქვენც გასწავლოთ:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი გვირილის გამხმარი ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და 5 წუთი ადუღეთ, გადმოდგით, 4 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 10-20 წუთით ადრე.

ოსტეოქონდროზის დროს გამოგადგებათ

დღეს იშვიათია ადამიანი, ოსტეოქონდროზი რომ არ აწუხებდეს. მკურნალობას კი, სამწუხაროდ, საკმაო ხანი სჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ძვირადღირებულ წამლებსა და პროცედურებზე. მე ამ პრობლემის მოსაგვარებლად მცენარეულ საშუალებას ვიყენებ, რომელიც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევასაც აწესრიგებს:

  • აიღეთ 1 კბილი ნიორი და 1 ცალი ლიმონი, გახეხეთ (ლიმონი - კანიანად), დაასხით 1 ლიტრი თბილი ანადუღარი წყალი, 2 დღით დააყენეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ კი გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

შარდში ცილა თუ აღმოგაჩნდათ

ბავშვობიდან მაწუხებს შარდის ბუშტის პრობლემები, რამდენიმეჯერ გადავიტანე ცისტიტი, ამიტომ ყურადღებით ვარ და შარდის ანალიზს ხშირად ვიკეთებ. ერთი ასეთი გასინჯვის დროს შარდში ცილა აღმომაჩნდა. ანალიზის პასუხით შეწუხებულს ერთმა ხანდაზმულმა რუსმა ქალბატონმა მირჩია, მცენარეული საშუალება მომესინჯა. მანვე მასწავლა რეცეპტიც, რომელსაც ძალიან ვემადლიერები:

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი ოხრახუშის თესლი, დანაყეთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. 2 საათით დააყენეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. 1 ჩაის ჭიქა ნაყენი 3-4 ჯერზე გაანაწილეთ და მთელი დღის განმავლობაში სვით.