სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.

  • დახეთქილი კანის შველა არც ისე ძნელია

"რამდენიმე წელია, მშენებლობაზე ვმუშაობ, ხელები დღენიადაგ ქვიშასა და ცემენტში მაქვს. სხვებივით ხელთათმანებით მუშაობა მიჭირს, ამიტომ კანი მუდამ დახეთქილი მაქვს. ათასნაირი მალამო ვცადე, მაგრამ არაფერმა მიშველა. ბოლოს მეგობარმა რამდენიმე მცენარეული საშუალება მასწავლა და შვებით ამოვისუნთქე.

  1. 30 გრამ ჭინჭარს დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთს. მიიღეთ ცხელ-ცხელი, დღეში 2-3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში.
  2. 100 გრამ კომშის თესლს დაასხით 200 გრამი წყალი, დადგით და დააცადეთ, ვიდრე ლორწოვანი მასა არ წარმოიქმნება. სწორედ ეს მასა უნდა წაისვათ დახეთქილ კანზე. შეგიძლიათ, დალიოთ კიდეც.
  3. აიღეთ 500 გრამი მუხის ქერქი, დაასხით 4-5 ლიტრი წყალი, ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ. ამ ნახარშით გაიკეთეთ ხელის აბაზანები. შეგიძლიათ, დახეთქილ ხელებზე მასში დასველებული ნაჭერიც დაიდოთ.
  4. დაზიანებულ კანზე პირდაპირ შეგიძლიათ დაიდოთ მწვანე ხახვი.
  5. 2 სადილის კოვზ კალენდულას დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში, გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 2-3 კვირის განმავლობაში.

ვიცი, რომ დღეს ბევრი ოჯახს სწორედ მშენებლობაზე მუშაობით არჩენს, დახეთქილი კანიც ბევრს აწუხებს. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი რეცეპტები მათაც გამოადგებათ."

ლადო, ქარელი

  • თხელი თმის გასქელება შესაძლებელია

"ოჯახში ყველას თხელი თმა გვაქვს. თეთრი შურით მშურდა მათი, ვისაც სქელი და ფაფუკი თმა ამშვენებდა. როცა ჩემს მშობლებს საცოლე გავაცანი, ყველაზე მეტად მისი სქელი, გიშერივით შავი თმით მოიხიბლნენ. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გვითხრა, პატარაობაში ისეთი თხელი თმა მქონდა, უკეთესის ამოსვლის მიზნით თავი სამჯერ გადამპარსესო. ერთხელაც, როცა სოფელში ისევ თავგადაპარსული ჩასულა, ბებია გაბრაზებულა: რას აწვალებთ ამ ბავშვს, რით ვერ გაიგეთ, რომ თმას გადაპარსვა არ შველის, დღესვე წავალ ჩვენი სოფლის ექიმბაშთან, იქნებ იმან მაინც მასწავლოს რამეო. მართლაც, წასულა და საღამოს რეცეპტებით ხელდამშვენებული დაბრუნებულა. მეც სწორედ ამ საშუალებებს ვთავაზობ თქვენი ჟურნალის მკითხველებს:

  1. აიღეთ თანაბარი რაოდენობის სპირტი და ძროხის ახალმოწველილი რძე, აურიეთ ერთმანეთში და კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 15-20 წუთს და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ივარცხნეთ შუბლიდან კეფისკენ.
  2. აიღეთ დაახლოებით 200 გრამი ძროხის ძვლის ტვინი, დაასხით ცოტაოდენი წყალი, ისე, რომ დაიფაროს, და აადუღეთ. შემდეგ ზედმეტი წყალი გადაწურეთ. დაგრჩებათ თხიერი მასა. ეს მასა გადაასხით ჭიქაში და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი სპირტი. კარგად აურიეთ. თანაბრად წაისვით თავის კანზე, შემოიხვიეთ პირსახოცი და 30-40 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. დაბანის შემდეგ პირსახოცი ძალიან ცხელ წყალში დაასველეთ და კვლავ თავზე შემოიხვიეთ. როცა გაცივდება, კვლავ დაასველეთ და შემოიხვიეთ. ასე გაიმეორეთ 5-6-ჯერ. დაძინების წინ მოიხვიეთ ხილაბანდი და ისე დაწექით."

ავთო, ლანჩხუთი

  • სარძევე კბილების ამოჭრა მტკივნეული რომ არ იყოს

"ბევრისგან გამიგონია და თავადაც გამომიცდია, როგორ წუხს პატარა, როდესაც სარძევე კბილების ამოჭრა ეწყება: მაღალი სიცხე, უმადობა, გაღიზიანებადობა... საბედნიეროდ, დღეს აფთიაქებში ათასგვარი მალამო თუ ჟელე იყიდება, რომლებიც ამ პროცესის თანამდევ დისკომფორტსა და ტკივილს ამსუბუქებს, მაგრამ ისინი არც ისე იაფი ღირს და ხელი ყველას არ მიუწვდება. ამიტომაც გადავწყვიტე, მესწავლებინა თქვენთვის ის მარტივი და უებარი რეცეპტები, რომლებიც თქვენს პატარას არანაკლებ კარგად დაუამებს ტკივილს და ამ კრიტიკულ პერიოდს გაცილებით იოლად გადაატანინებს.

  1. კბილების ამოჭრამდე რამდენიმე ხნით ადრე ბავშვს ყოველდღიურად უნდა ჩაუტაროთ ღრძილების მასაჟი. გახსენით 1 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა 1 ჭიქა ანადუღარ თბილ წყალში, შემოიხვიეთ საჩვენებელ თითზე რბილი ქსოვილი, დაისველეთ თითი სოდიან წყალში და პატარას ღრძილები დღეში სამჯერ დაუზილეთ.
  2. იის ფესვისგან გამოთალეთ პატარა რგოლები, რომლებსაც ბავშვი ღრძილების ქავილის დროს გალოღნის. თუ სხვა არაფერი გაქვთ, შეგიძლიათ, შავი პურის მაგარი ქერქი მისცეთ.

მოხუცები გვირჩევენ, პატარას ყელზე ნამდვილი ქარვა დავკიდოთ - ტრადიციული შეხედულებისამებრ, ეს ბავშვს ტკივილს უქარვებს და მდგომარეობას უმსუბუქებს."

ნეიკო, თბილისი

  • როგორ გავიწმინდოთ მსხვილი ნაწლავი

"ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მეტად მსხვილი ნაწლავი ბინძურდება, ამიტომ დროდადრო საჭიროა მისი გაწმენდა განავლოვანი მასებისგან. ბევრი ამისთვის ოყნას იყენებს, რაც შეცდომაა, რადგან გამწმე-ნდი ოყნის გამოყენებას თავისი წესი აქვს: არ შეიძლება ოყნის გაკეთება სისხლმდინარი ბუასილის, სიმსივნის, მწვავე კოლიტის, კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენის დროს. ყველაფერს სჯობს, მსხილი ნაწლავი ბალახების ნახარშით გაიწმინდოთ. მას კარგად ასუფთავებს და კვებავს გვირილას, პიტნის, ფარსმანდუკისა და სალბის ნახარში.

  1. აიღეთ 1-2 სუფრის კოვზი მშრალი ბალახი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 1-2 წუთი. 15-20 წუთის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ.
  2. ასევე კარგია მსხვილი ნაწლავის გაწმენდა ლიმონისწვენიანი ოყნით - ლიმონმჟავა ხელს უშლის ნაწლავის ხაოებში ობის სოკოების გამრავლებას.
  3. აიღეთ 1-2 ლიმონი, გამოწურეთ წვენი და დაასხით 1 ლიტრი წყალი. ასეთი ნაზავი კარგად არბილებს და შლის ნაწლავში ჩარჩენილ ნალექს.
  4. ლიმონიანი ოყნა არ შეიძლება მათთვის, ვისაც გაღიზიანებული აქვს სწორი ნაწლავი.
  5. ნაწლავის გაწმენდა ბალახების ნაკრებითაც შეიძლება. აიღეთ 6 წილი სენამაქის ფოთოლი, 5 წილი ხეჭრელის ქერქი, 2 წილი ხეშავის კენკრა და 2 წილი ანისულის ნაყოფი, 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 20-30 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ."

ლილი, სენაკი

  • ცდა ბედის მონახევრეა

"ხალხური მედიცინა მრავალი საუკუნეა ებრძვის უნაყოფობას და ამ ხნის მანძილზე საკმაოდ ეფექტიანი საშუალებებიც შეიმუშავა. უშვილობა დღეს მრავალი ოჯახის პრობლემაა, ამიტომ მსურს გაგაცნოთ რამდენიმე რეცეპტი, რომლითაც ჩვენი წინაპრები უშვილობას მკურნალობდნენ. სცადეთ, ცდა ხომ ბედის მონახევრეა.

  1. აიღეთ 1 სუფრის კოვზი მრავალძარღვას თესლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და 15-20 წუთით დადგით სითბოში, შემდეგ 5 წუთს ადუღეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, 1-2 თვის განმავლობაში.
  2. 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ კულმუხოს ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 15 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ 4 საათს გააჩერეთ. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
  3. მოაგროვეთ ხორბლის ჭყინტი მარცვლები, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე."

ლაურა, რუსთავი

  • სვიის გირჩა ვარიკოზს შველის

"მათთვის, ვისაც თრომბოფლებიტი აწუხებს, ზაფხული წელიწადის ყველაზე მძიმე პერიოდია. ვისვამ კრემებს, ვსვამ წამლებს და დროდადრო ხალხურ საშუალებებსაც ვაშველებ. უმეტესად სვიის გირჩებს ვიყენებ.

-მომწვანო-მოყვითალო გირჩები გაახმეთ, დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 10-15 წუთს და გადაწურეთ. მთელი ულუფა მიიღეთ 2-3 ჯერზე დღის განმავლობაში, უმჯობესია, საღამოს - სვია დამამშვიდებელ და საძილე ეფექტს ასე უკეთესად გამოავლენს."

ლიდა, სიღნაღი

  • სისუსტის წამალი

"ხანდაზმული მშობლები მყავს. მთელი ცხოვრება ჯაფაში გაატარეს და ახლა მათ სისუსტეს ვერ ვეგუები. არ მინდა დავიჯერო, რომ დაბერდნენ და დაძაბუნდნენ. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ მეხსიერებაც ღალატობთ... მეზობელმა მირჩია, მათთვის ჭინჭრის ნაყენი მომემზადებინა.

-აიღეთ 1 მოზრდილი კონა ჭინჭარი, ასე 200 გრამი რომ გამოვიდეს, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი ან 50-60%-იანი სპირტი. ჭურჭელს თავი დოლბანდით ან რაიმე სხვა ქსოვილით მოუკარით და 1 დღე-ღამით დადგით ფანჯრის რაფაზე, შემდეგ 5 დღე-ღამე სიბნელეში გააჩერეთ. გაფილტრეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში ორჯერ - დილით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, და ძილის წინ.

ამ ნაყენის წყალობით ჩემს მშობლებს მხნეობა დაუბრუნდათ და აღარც მეხსიერებას უჩივიან."

ლონდა, ვანი

  • ვისაც ფეხების ოფლიანობა აწუხებს

"უხერხულიც კია იმაზე ლაპარაკი, რა შემაწუხებელია ფეხის ოფლიანობა, რომელსაც, განსაკუთრებით -ზაფხულის ცხელ დღეებში - უსიამოვნო სუნიც ერთვის. ფეხებს დღეში რამდენიმეჯერ ვიბანდი, მაგრამ უშედეგოდ - რამდენიმე საათში ისევ მიოფლიანდებოდა. მეგობარმა მასწავლა, ამეღო ბორის მჟავას ფხვნილი და ყოველ დილით უხვად წამესვა ფეხისგულებზე, თითებს შორის. საღამოობით ვიბანდი და კარგად ვიმშრალებდი. 2 კვირის შემდეგ სუნიც გაქრა და ოფლიანობამაც იკლო."

ნიკა, თბილისი

  • შავი ბოლოკი პოდაგრის, რადიკულიტის და რევმატიზმის მკურნალი

"ჩემს მეგობარს ძალიან აწუხებს პოდაგრა. რა აღარ სცადა, წამლებიც მიიღო, დიეტაც დაიცვა, მაგრამ დაავადებას არაფერი ეშველა, თანაც ამდენმა ქიმიამ კუჭი გაუღიზიანა და მათ მიღებაზე თვითონვე განაცხადა უარი. ვურჩიე, მტკივან ადგილებზე შავი ბოლოკი დაედო. თავის დროზე ეს წამალი მამაჩემმა მასწავლა - თვითონ ამგვარად რადიკულიტსა და რევმატიზმს მკურნალობდა. ჩემმა მეგობარმაც სცადა და მას მერე სხვა წამალი აღარ დასჭირვებია.

-აიღეთ შავი ბოლოკი, გარეცხეთ და გახეხეთ. წაუსვით ბამბის ან სელის ქსოვილს და ორად გაკეცეთ. დაიდეთ მტკივან ადგილზე, ზემოდან გასანთლული ქაღალდი დაიფარეთ და თბილად შეიხვიეთ. კომპრესი მანამდე გაიჩერეთ, ვიდრე მოთმინება გეყოფათ. შედეგს რამდენიმე კომპრესის შემდეგ იგრძნობთ.

რადიკულიტისა და რევმატიზმის დროს კარგია გახეხილი ბოლოკით მტკივანი ადგილების დაზელაც."

ქეთევან , თელავი

  • შარდის შეუკავებლობისას კრაზანას ნაყენი სცადეთ

"ერთი ქალიშვილი მყავს, რომელიც ახლა 19 წლისაა. 11 წლამდე ორივე დატანჯულები ვიყავით - ღამით შარდს ვერ იკავებდა. სარეცხს და ლოგინის შრობას ვერ ავუდიოდი. ვიდრე პატარა იყო, არ წუხდა, მაგრამ როდესაც წამოიზარდა, საშინლად დაირცხვინა - ეგონა, მისი ამბავი მთელმა სოფელმა იცოდა. ჩემმა დამ სადღაც შეიტყო, რომ შარდის შეუკავებლობას კრაზანას ნაყენი შველოდა და რეცეპტიც მოიძია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დავუჯერე და ბავშვს ეს წამალი ვასვი. სცადეთ თქვენც:

-კრაზანას გამხმარი ბალახი და ყვავილი ერთმანეთში აურიეთ. აიღეთ 4 სუფრის კოვზი ნარევი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 2-3 საათს გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ. სვით დღის განმავლობაში წყლისა და ჩაის მაგივრად, ხოლო ძილის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა."

ჯილდა, კასპი

  • გემრიელი ნიღაბი

"რამდენიმე ხნის წინ ხელებზე კანი გამიწითლდა, გამიუხეშდა, ამექერცლა და ამეწვა. ხან სიცივეს დავაბრალე, ხან სარეცხ ფხვნილებსა დაGჟელეებს. დავიწყე დამარბილებელი კრემების ხმარება, მაგრამ მაინცდამაინც არ მიშველა. შემდეგ მეგობარმა მასწავლა ტკბილი ნიღაბი, რომელმაც მართლაც მარგო.

-აურიეთ ერთმანეთში 3 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. წაისვით ხელებზე, 1 საათს გაიჩერეთ. უკეთესი ეფექტისთვის შეგიძლიათ ხელთათმანებიც ჩაიცვათ. კანი საოცრად დარბილდება და გალამაზდება."

მაკა, თბილისი

  • ნაბახუსევს პიტნის წვეთები მოგიხსნით

"ამ გაზაფხულზე დიდი ხნის უნახავ ბებოს ვესტუმრე სოფელში. ძალიან გაიხარა, ჩინებული სუფრა გამიშალა და ჩემი ტოლი მეზობლები და ნათესავები დამიპატიჟა. კარგად მოვილხინეთ. მეორე დილით თავი ისე მქონდა დამძიმებული, ბალიშიდან ვერ წამოვწიე. გამეგონა, ასეთ დროს ისევ ღვინო შველისო, მაგრამ ბებიაჩემმა პიტნის წვეთებით მიმკურნალა. გამომაფხიზლა კიდეც და თავის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნებაც შემიმსუბუქა. დარწმუნებული ვარ, თქვენც გიშველით.

-20 წვეთი პიტნის ნაყენი 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალში გახსენით და ერთბაშად გადაჰკარით. შვებას მაშინვე იგრძნობთ."

სანდრო, ქუთაისი

  • მაყვლის ფოთლები კუჭის აშლილობის წამალია

"ძალიან სუსტი კუჭ-ნაწლავი მაქვს. როგორც კი დიეტას დავარღვევ, მაშინვე ფაღარათი მეწყება. წამლების სმა მაინცდამაინც არ მიყვარს - ვიცი, რომ ერთს თუ შველის, მეორეს ვნებს, ამიტომ ისევ ხალხურ მედიცინაში მოვიძიე რეცეპტი და მას მერე სადაც წავალ, ეს ნაყენიც თან მიმაქვს.

-მაყვლის რამდენიმე ფოთოლი წვრილად დაჭერით, 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და 3-5 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ შეფუთეთ და 30-40 წუთს დააყენეთ. გადაწურეთ და სვით 1/2-1 ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ."

ნათელა, ზესტაფონი