სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ასეთივე მემკვიდრეობა მეც მერგო, ოღონდ ბებიისგან კი არა, დიდი პაპისგან. პაპა მეცხვარე იყო და ზამთარ-ზაფხულ, დარსა თუ ავდარში საძოვრებზე დაეხეტებოდა, ამიტომ ხშირად ცივდებოდა და ახველებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მის ხურჯინში ვიპოვეთ ხველისა და გაციების საწინააღმდეგო რეცეპტები, რომელთა წაკითხვის შემდეგაც სურვილი გამიჩნდა, ისინი მთელი ქვეყნისთვის გამეცნო.

  • თუ მშრალი ხველა გაწუხებთ, ყოველთვის თან უნდა გქონდეთ ფიჭვის წიწვები. როგორც კი ხველა შემოგიტევთ, აიღეთ 15 ცალი წიწვი და კარგად გაღეჭეთ, წვენი გადაყლაპეთ, დანარჩენი კი გადმოაფურთხეთ.

თუ ამ პროცედურას დღეში 3-4-ჯერ გაიმეორებთ, მშრალი ხველა 3 დღეში გაგივლით. თუ ვინმეს ქრონიკული ტონზილიტი აქვს, შეუძლია, ფიჭვის წიწვები ძილის წინ ღეჭოს, 10 დღის შემდეგ 1 კვირით შეისვენოს და ისევ განაგრძოს. 5-6 თვეში ტონზილების მდგომარეობა ისე შეიცვლება, რომ ამოჭრა აღარ დაგჭირდებათ.

კუჭის წყლული ასე მოვათვინიერე

როდესაც ტონა ქიმიური პრეპარატი მივიღე და დავრწმუნდი, რომ წელიწადში რამდენიმეჯერ კუჭის წყლულის გამწვავებას ვერსად ვემალებოდი, მაშინღა დავიწყე ხალხურ საშუალებებს შორის წამლის ძებნა. ვინც ეძებს, ყოველთვის პოულობს. მეც ვიპოვე და ახლა მსურს, სხვებსაც დავეხმარო.

  • საჭიროა 1 ჭიქა სტაფილოს წვენი, 1 ჭიქა უმი ჭარხალი, 1 სადილის კოვზი ალოეს წვენი (მცენარე 3 წელზე მეტისა უნდა იყოს), 250 გრამი ნატურალური თაფლი, 2 ჭიქა ღვინო.

ყველა ჩამოთვლილი კომპონენტი უნდა ჩაასხათ მუქ ჭურჭელში და დადგათ 7 დღე ბნელ და ცივ ადგილას. 7 დღის შემდეგ წამალი მზადაა. უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. სამი ლიტრი წამლის დალევის შემდეგ 20 დღე შესვენებაა საჭირო, შემდეგ - მკურნალობის კურსის გამეორება და კვლავ 20-დღიანი შესვენება. სულ სამი კურსის ჩატარებაა აუცილებელი. შეტევებს აიშვიათებს და გამწვავებებს შორის პერიოდს ახანგრძლივებს ასეთი რეცეპტით მომზადებული წამალი:

  • აიღეთ 0,5 ლიტრი ახალი, აუდუღარი თხის ან ძროხის რძე. მოძებნეთ რკინის დიდი ლურსმანი, ცეცხლზე ისე გაახურეთ, რომ გაწითლდეს და ჩააგდეთ რძეში, გააჩერეთ, ვიდრე გაცივდება. ასე გაიმეორეთ 3-ჯერ. შემდგომ ეს რძე დალიეთ ერთ ჯერზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს. 20 დღის შემდეგ შედეგს თავად დაინახავთ.

მყეფავი ხველისგან თალგამი მოგარჩენთ

აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის თალგამი და წვრილ სახეხზე გახეხეთ. მიღებულ ფაფას წვენი უნდა გამოადინოთ და დაამატოთ თაფლი. 1 ჭიქა წვენზე 100 გრამი თაფლია საჭირო. უნდა სვათ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

  • თუ ხველა საღამოობით გიტევთ და არ გაძინებთ, აიღეთ ადუღებული წყალი, ჩაასხით მასში 3 წვეთი იოდი და დალიეთ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით ძილის წინ.

კარგია ძილის წინ ყაყაჩოს რძის დალევაც. უნდა აიღოთ 3 ჩაის კოვზი ყაყაჩოს თესლი, დანაყოთ და დაუმატოთ 1 ჭიქა ცხელი რძე. დადგით 15-20 წუთით, გაწურეთ და დალიეთ მთელი ჭიქა.


თამადების სასმელი

მსურს, გაგაცნოთ რამდენიმე საშუალება, რომლებიც ქართულ სუფრაზე თამადობას გაგიადვილებთ. ყველა მათგანი საკუთარ თავზე მაქვს ნაცადი.

  • უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ თამადობისთვის ადრევე უნდა მოემზადოთ. წვეულებაზე წასვლამდე შინ აუცილებლად უნდა დალიოთ პიტნის ან შავი ჩაის მაგარი ნაყენი: უნდა აიღოთ 15 გრამი ჩაი ან პიტნის ფოთოლი, დაასხათ ადუღებული წყალი და 10 წუთი გააჩეროთ. დალიოთ რაც შეიძლება ცხელი.
  • სუფრასთან დაჯდომამდე შეგიძლიათ ლიმონიანი ყავა მიირთვათ - ასე თრობა ადვილად გაივლის.
  • სუფრაზე ცხიმიანი საკვები მიირთვით. ალკოჰოლის შეწოვას განსაკუთრებით აფერხებს ცხვრის ქონი.
  • მიეძალეთ მწნილეულს. განსაკუთრებით კარგია კომბოსტოსა და კიტრის მწნილი - ეს პროდუქტები აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას და ხელს უწყობს საკვების მონელებას, სისხლის ცხიმებითა და ცილებით გაჯერებას, რაც რამდენადმე ამცირებს თრობის ხარისხს.
  • თამადობის მეორე დღეს ნაბახუსევი შეუმჩნევლად გაივლის, თუ უზმოზე წყალში მოხარშულ სტაფილოს მიირთმევთ (ნახარშითურთ). ის სწრაფად ბოჭავს სისხლში დარჩენილ ალკოჰოლის დაუჟანგავ პროდუქტებს და თვითშეგრძნებას აუმჯობესებს.

ნაბახუსევი ადვილად რომ გადაიტანოთ, დილით, უზმოზე, 5-10 აბი გააქტიურებული ნახშირი დალიეთ. ის ნაწლავიდან ალკოჰოლის ნარჩენებს შეიწოვს და მკვეთრად შეამცირებს შემაწუხებელ სიმპტომებს.

ცხვირის გაჭედვისას

ბავშვობაში ჩხუბში ცხვირი გამიტყდა. ცოტა კი ვიმკურნალე, მაგრამ ძგიდე მაინც გამრუდებული დამრჩა და ახლა საკმარისია, ოდნავ გავცივდე, რომ სურდოს გამო ცხვირით პრაქტიკულად ვეღარ ვსუნთქავ.

ამას წინათ თანამშრომელმა შემამჩნია და მითხრა, თავს რატომ იკლავ, მეც იგივე პრობლემა მაქვს და საკმარისია ცხვირი ოდნავ გამეჭედოს, რომ მიხაკის ნაყენს ვიწვეთებო.

1. ვიღებთ 1 ჩაის კოვზ მიხაკის თესლს, ვყრით ჭიქაში და ვასხამთ ადუღებულ წყალს. ვაყენებთ, ვიდრე წყალი ყავისფერი არ გახდება. შემდეგ გადავწურავთ და ნაყენს მინის ჭურჭელში ვასხამთ. როგორც კი ცხვირით სუნთქვა გაგვიძნელდება, თითოეულ ნესტოში, დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად, 2-2 წვეთი უნდა ვიწვეთოთ.

წნევის დასაწევად

გთავაზობთ წნევის დამწევ უებარ საშუალებათა რეცეპტებს:

  • აიღეთ 2 ჭიქა ჭარხლის წვენი, 1,5 ჭიქა წითელი მოცხარის წვენი, 1 ჭიქა არაყი, 250 გრამი თაფლი და 1 ცალი ლიმონი. ლიმონს წვენი გამოადინეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში. უნდა მიიღოთ თითო სადილის კოზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
  • აიღეთ 1 ჭიქა სტაფილოსა და ჭარხლის წვენი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა წითელი მოცხარის წვენი და სპირტი, 1 ჭიქა თაფლი. აურიეთ ერთმანეთში და 3 დღით დადგით სიბნელეში. უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, თითო სადილის კოვზი.

ხაჭო საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაა

ბალზაკის ასაკის ქალბატონი მოგმართავთ, რომელმაც კარგად იცის თავის მოვლის ფასი, რის წყალობითაც დღემდე შეინარჩუნა კანის ელასტიკურობა და ფერი. მინდა, ქართველი ქალები ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურებოდნენ, ამიტომ გადავწყვიტე, თქვენი ჟურნალის საშუალებით გავაცნო კანის მოვლის წესები და შინაური საშუალებები. მერწმუნეთ, მათი სისტემატური გამოყენების შემთხვევაში ცვლილებებს სულ მალე შეამჩნევთ და სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ საკუთარი სახის კანის მდგომარეობა.

  • აღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაფქული შვრიის ბურღული, 2 ჩაის კოვზი ახალი ხაჭო, დანის წვერით - საჭმელი სოდა. ეს ყველაფერი აურიეთ ხის კოვზით. თუ ხაჭო მშრალია, დაუმატეთ რძე. ნარევი სქლად წაისვით სახეზე, გარდა თვალების გარშემო არსებული მიდამოსი. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი გადადუღებული წყლით.

დილით დაბანის პროცედურა:

რძე სანახევროდ გააზავეთ თბილი გადადუღებული წყლით და ამ ხსნარით დაიბანეთ პირი. ზედ შეიშრეთ და თბილი გადადუღებული წყლით ჩამოიბანეთ.

საღამოს პროცედურა:

სითბოში ნადგამი მაწონი გაწურეთ 4 ფენა დოლბანდში, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 10 წუთით დაიდეთ სახეზე, შრატით კი რამდენიმეჯერ გაიწმინდეთ სახის კანი.

  • არაჟნის ნიღაბი კანს კვებავს და არბილებს. აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 კვერცხის ცილა, 0,5 ჩაის კოვზი თხელი თაფლი. როდესაც მიიღებთ ერთგვაროვან მასას, დაიდეთ სახეზე 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი გადადუღებული წყლით.

მკვდარი უჯრედებისგან კანის გასაწმენდად:

აიღეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო, მწიკვი წვრილი მარილი და ამ ნარევით გაიწმინდეთ სახე. 2 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


პოდაგრას ასე უშველით

რამდენიმე წელია, რაც პოდაგრის დიაგნოზი დამისვეს. პერიოდულად დაავადება ძალიან მაწუხებს, ხან რომელი სახსარი შემიწითლდება და გამისივდება და ხან რომელი. შეწითლებას აუტანელი ტკივილიც ახლავს თან. თითქოს ერთი გასაჭირი არ მეყოფოდა, ტკივილგამაყუჩებელმა საშუალებებმა კუჭიც გამიღიზიანა და ამატკივა. წამლების სმას თავი დავანებე, ვიფიქრე, რაც მომივა, მომივიდეს-მეთქი, მაგრამ ერთმა შინაურმა საშუალებამ მიშველა.

  • აიღეთ 200 გრამი უმარილო ნაღების კარაქი, მოათავსეთ ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე. როდესაც კარაქი დუღილს დაიწყებს, ქაფი მოხადეთ და დაამატეთ 200 გრამი სპირტი. ნარევი იმდენ ხანს დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ სპირტი სულ არ აორთქლდება. დარჩენილი მასა პოდაგრის საუკეთესო წამალია. შეიზილეთ მტკივან სახსრებში. უკეთესი იქნება, თუ ამ პროცედურას სითბოში, გამათბობელთან ახლოს ჩაიტარებთ.

ყელის გასაკაჟებელი ნაყენი

აცივებისთანავე მტკივდება ყელი. ზაფხულობითაც, საკმარისია, ცივი წყალი დავლიო ან ნაყინი შევჭამო, რომ ეს ჩემი აქილევსის ქუსლი მაშინვე მახსენებს თავს. რა არ ვცადე. ზოგიერთი საშუალება თითქოს მომიხდა, მაგრამ ოდნავ შემცივდა თუ არა, ტკივილი ხელახლა გამიმწვავდა. მეგობარმა მირჩია, ყელი ამ მეთოდით გამეკაჟებინა:

  • ვიღებთ 1 სუფრის კოვზ გვირილას, ამდენივე კალენდულას და ევკალიპტის ფოთოლს. ვურევთ ერთმანეთში და ვასხამთ 4,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 2 წუთის განმავლობაში. ვაყენებთ ნახევარი საათით და ვწურავთ. გამოვლებას ვიწყებთ 26 გრადუსი ტემპერატურის ნახარშით და ტემპერატურას ნელ-ნელა, თითო გრადუსით ვამცირებთ, ისე, რომ 10 დღეში 16 გრადუსამდე ჩამოვიდეთ. შემდეგ მთელი თვის განმავლობაში ყელში ამ ტემპერატურის ნახარშს ვივლებთ. ეს სავლები აცხრობს ანთებას და აკაჟებს ყელს.

ბრონქიტის მცენარეული წამლები

ადვილად ვცივდები და ხშირად მემართება ბრონქიტი. წამლებს ბუნებრივი, მცენარეული საშუალებები მირჩევნია, კარგად ვიცნობ მრავალი მცენარის სამკურნალო თვისებებს და ვიცი, რომ სალბს.ხველების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მისგან ბრონქიტის წამალი ასე მზადდება:

1. მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი სალბი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა რძე. დაახურეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ. ცოტა ხანი გააჩერეთ, გადაწურეთ და ისევ წამოადუღეთ. დალიეთ ცხელ-ცხელი, ძილის წინ.

2. ხველების დროს შესანიშნავია ასეთი ნარევიც: აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი პურის ფქვილი, 2 ჩაის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ რამდენიმეჯერ დღის განმავლობაში.

არასასურველი თმის გასაუფერულებლად

ეს რეცეპტი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ვფიქრობ, ის ბევრს დაეხმარება ჭარბი თმის მოცილებაში. მთავარია, მოთმინება გეყოთ.

  • დაგჭირდებათ ნიშადურის სპირტი და 6%-იანი წყალბადის ზეჟანგი. მათი შეძენა თავისუფლად შეგიძლიათ აფთიაქებში. აიღეთ 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი, გახსენით მასში 5 წვეთი ნიშადურის სპირტი და წაისვით იმ ადგილას, სადაც არასასურველი თმა გეზრდებათ. ზედ შეიშრეთ და ჩამოიბანეთ ანადუღარი, გაგრილებული ლიმონიანი წყლით. არ შეიმშრალოთ. როდესაც გაშრება, წაისვით საბავშვო კრემი. ასე გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ. თმა თანდათან გაუფერულდება, გათხელდება და დაცვივა. ოღონდ არ დაიზაროთ და აღწერილი პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ.

გამონაყარს კიტრის ნაყენი მოგიშუშებთ

ჩემს შვილს გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული მოვლენები დაეწყო: ერთბაშად აიყარა ტანი, შეეცვალა ტემბრი, ხასიათი უფრო ხისტი გაუხდა. ამ ყველაფერს შედარებით ადვილად გადავიტანდით, მაგრამ ძალიან გვაწუხებს გამონაყარი. კოსმეტოლოგიისა ცოტა რამ გამეგება. ახალგაზრდობისას ამ საფენებს თავადაც წარმატებით ვხმარობდი. გადავწყვიტე, შვილისთვისაც მერჩია და შედეგით კმაყოფილი დავრჩი.

  • აიღეთ კიტრი, კარგად გარეცხეთ და კანიანად დაჭერით. 4 სუფრის კოვზ დაჭრილ კიტრს დაასხით ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი, დადგით 4 საათის განმავლობაში და გაიკეთეთ მისი საფენები.

მრავალძარღვა ნაღრძობის უებარი წამალია

ჩემს სიმაღლესთან შედარებით (175 სმ) პატარა ფეხი მაქვს (36 ზომა), ამიტომ ხშირად ვეცემი. ერთხელ ავტობუსისკენ გავრბოდი და ისე წავიქეცი, რომ ფეხი ვიღრძე. ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ფეხი ისე გამისივდა და ამტკივდა, რომ სიარული ვეღარ შევძელი. ჩვენი ოფისის დამლაგებელმა მასწავლა, მრავალძარღვას ფოთოლი დამედო. მისი რჩევისამებრ, წვრილად დაკეპილი მრავალძარღვა მარლის დოლბანდში გავახვიე და ნაღრძობზე დავიდე. შვება მეორე დღესვე ვიგრძენი. ტკივილმა თანდათან გამიარა, შეშუპებაც ჩაცხრა. ეს რეცეპტი კიდევ არაერთხელ გამომადგა.