სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

  • წამლის დასამზადებლად საჭიროა 0,5 ლ მაისის თაფლი, 400 გრამი ალოეს ფოთოლი (მცენარე 3 წლისა მაინც უნდა იყოს), 0,7 ლიტრი მაგარი წითელი ღვინო.
  • ალოეს ფოთლები ჩააწყვეთ პოლიეთილენის პარკში და 7 დღით მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ წვრილად დაკუწეთ და ჩაყარეთ თაფლსა და ღვინოში. ეს ყველაფერი გადაასხით მინის ჭურჭელში და ბნელსა და ცივ ადგილას 5 დღით დადგით. ამ ხნის შემდეგ წამალი უკვე მზად არის. ის 1 თვის განმავლობაში უნდა სვათ - თითო ჩაის კოვზი დილით, შუადღისას და საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე. 1 თვის შემდეგ - 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ასევე ჭამამდე 1 საათით ადრე.

მერწმუნეთ, ამ უებარი საშუალების წყალობით მტანჯველი ტკივილები სულ უფრო იშვიათად შეგაწუხებთ, ბოლოს კი სულმთლად დაგავიწყდებათ. ეს წამალი ასევე უხდება ქრონიკულ თავის ტკივილებს, ჰიპერტონიასა და სკლეროზს.

 

როგორ დავიკლოთ წონა დიეტის გარეშე

მემკვიდრეობით მერგო მგლის მადა და სიმსუქნისკენ მიდრეკილება. ჩემს გვარში გამხდარ ადამიანს, სანთლით რომ ეძებოთ, ვერ იპოვით. მამაკაცები მხარბეჭიანები და ჯან-ღონით სავსენი არიან. ასეთები ვართ ქალებიც, რაც, დამეთანხმეთ, მოსაწონი სულაც არ არის, ამიტომ რაც თავი მახსოვს, სულ დიეტაზე ვარ და წონის დაკლებას ვცდილობ. დიეტებით რვეულები მაქვს სავსე, მაგრამ სასურველ წონას მაინც ვერა და ვერ მივაღწიე. რამდენიმე ხნის წინ ერთმა მეგობარმა, პროფესიით ექიმმა, მირჩია, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაზე იზრუნე და შედეგი თავისთავად მოვაო. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მივაგენი რეცეპტს, რომელიც სამკურნალო მცენარეებისგან ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებელი საშუალების დამზადების წესს შეიცავდა. ჯერ თავად არ მისინჯავს, მაგრამ გადავწყვიტე, სხვებისთვისაც გამეგებინებინა, რომ ასეთი რამ არსებობს და მალე გამოვცდი კიდეც, მაგრამ სტიმულისთვის იმის ცოდნა მჭირდება, რომ ჩემთან ერთად ამას სხვაც გააკეთებს.

  • აიღეთ 15-15 გრამი კამის თესლი, გვირილისა და ცაცხვის ყვავილები, 25 გრამი პიტნის ფოთოლი, აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში, შემდეგ აიღეთ 3 სადილის კოვზი ნარევი და დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, დააყენეთ ჩაისავით, გადაწურეთ და დალიეთ 1 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ყველასთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, ძალიან სასარგებლოა ყაბაყისა და ბადრიჯნის ჭამა.

მადას მშვენივრად აქვეითებს სიმინდის ულვაშის ნაყენი: 1 სადილის კოვზს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ყოველი ჭამის წინ დალიოთ.

 

ჭარხალი მხოლოდ ყაბზობის წამალი როდია

ჭარხალი რომ სასარგებლოა, ყველამ იცის, მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ იგი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის თითქმის ყველა რგოლზე დადებითად მოქმედებს. იოდის შემცველობით ჭარხალს ვერც ერთი ბოსტნეული ვერ შეედრება. ამიტომაც არის, რომ უკანასკნელ ხანს მას აქტიურად იყენებენ ზოგიერთი დაავადების, მათ შორის - ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო დიეტაში. სამკურნალო მიზნით ჭარხლის გამოყენებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია:

  • დღე-ღამეში აუცილებელია 60 მლ-მდე წვენის დალევა;
  • წვენი უნდა დაილიოს დროის ერთნაირი შუალედებით, თითოეულ ჯერზე - 100-200 მლ დღეში 5-6-ჯერ;
  • ხუთჯერადი მიღებისას 4 მიღება უნდა მოხდეს 4-საათიანი შუალედებით, მეხუთე კი ღამით;
  • ჯობს, წვენი დალიოთ მშიერ კუჭზე, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, ოდნავ შემთბარი;
  • წვენი უნდა დაილიოს პატარა ყლუპებით, უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება მეტხანს გააჩეროთ იგი პირის ღრუში;
  • არაფრით არ შეიძლება, წვენს დააყოლოთ პური ან რაიმე სხვა წვენი;
  • არ შეიძლება ეს-ესაა გამოწურული წვენის დალევა. ჭარხლის ახალგამოწურული წვენი შეიცავს ეთეროვან ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმზე მომწამვლელად მოქმედებს. ისინი იწვევს გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, სლოკინს, ზოგად სისუსტეს, მაჯისცემის დაქვეითებას და არტერიული წნევის შესუსტებას, ამიტომ აუცილებელია, წვენი რამდენიმე საათით მოვათავსოთ სიცივეში, თუნდაც მაცივარში.
  • ძლიერ დასუსტებული ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხალხური მედიცინა გვირჩევს: ავიღოთ 50-50 გრამი ალოე, წითელი ჭარხალი, სტაფილო, თალგამი, შავი მოცხარი, კრაზანას მიწისზედა ნაწილი, 10 ლიმონის წვენი, 200 მლ სამედიცინო სპირტი, 500 გრამი თაფლი, საგულდაგულოდ ავურიოთ ერთმანეთში და სამი კვირით მოვათავსოთ მუქ ჭურჭელში, პერიოდულად ვურიოთ. შემდეგ დოლბანდში გადავწუროთ. მიიღება 30 გრამი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

 

ქიშმიში ჰიპერტონიკებისთვის

ჰიპერტონიამ ახლახან შემაწუხა, ამიტომ ვცდილობ, ფონს ნაკლებტოქსიკური პრეპარატებთ გავიდე და გულისყურით ვეკიდები წნევის დამწევ საშუალებათა რეცეპტებს. რეცეპტი, რომელიც მსურს თქვენი ჟურნალის მკითხველს შევთავაზო, ერთ-ერთი მათგანია. იგი შესანიშნავი არაქიმიური და არატოქსიკური საშუალებაა "ახალბედა" ჰიპერტონიკებისთვის. წამალი ადვილი მოსამზადებელია:

  • აიღეთ 100 გრამი ქიშმიში და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და 10 წუთს გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ ნახარში გადაასხით, ქიშმიში კი კარგად გაწურეთ დოლბანდში. მიღებული ნახარში უნდა დალიოთ დღეში რამდენჯერმე ჩაის ჭიქით.

ქიშმიშის ნახარში ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აუმჯობესებს მათ ელასტიკურობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. მისი ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში შესაძლოა სულმთლად გათავისუფლდეთ წნევის მატებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან.


 

ნაწოლების წამალი

სულ პატარა გოგო ვიყავი, როდესაც ავტობუსს, რომლითაც უნივერსიტეტიდან შინ ვბრუნდებოდი, ცეცხლი წაეკიდა. საშინელი დამწვრობა მივიღე. მაისიდან სექტემბრის ჩათვლით დამწვრობის ცენტრში ვიწექი. ის-ის იყო, დამწვრობას ეშველა, რომ ნაწოლებმა იჩინა თავი. მალე გამომწერეს და ნაწოლებთან ბრძოლაც თავად მოგვიხდა. ჩემი ამბავი თითქმის ყველა ნათესავმა შეიტყო, ერთ-ერთმა კი ნაწოლების სამკურნალო წამალიც გვასწავლა. ზუსტად სამ დღეში უკეთესობა დამეტყო, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ნაწოლები საერთოდ გამიქრა. ღმერთს ვთხოვ, არავის დასჭირდეს ეს წამალი, მაგრამ მაინც გწერთ, რადგან, მიუხედავად ჩემი სურვილისა, ვიცი, რომ ის დღესაც ბევრს სჭირდება.

  • წამლის დასამზადებლად მზესუმზირას ზეთი და კვერცხის ცილაა საჭირო. აიღეთ ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად აადუღეთ, შემდეგ გააცივეთ, ჩაამატეთ 1 ცალი კვერცხის ცილა და მიქსერით თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. სწორედ ამ მასაში უნდა ამოაწოთ ბამბის ტამპონი და დღეში 3-ჯერ წაისვათ კანის დაწყლულებულ უბნებზე.

 

სტომატიტს მუხის ქერქის ნახარში მოგირჩენთ

ჩემს უმცროს გოგონას სტომატიტი დაემართა. საიდან მოიტანა ეს დაავადება, არ ვიცი. ვფიქრობ, ბაღიდან. საშინელი ტკივილით ხომ დაიტანჯა, მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ შიოდა და ვერაფერს ჭამდა. მეზობლებმა შეიტყვეს ჩვენი ამბავი და ერთ-ერთმა მათგანმა ეს წამალი მოუხარშა ჩემს პატარას:

  • აიღეთ 20 გრამი დაქუცმაცებული მუხის ქერქი, დაასხით მდუღარე წყალი და ნახევარი საათით ჩადგით წყლის აბაზანაში. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. ეს ნაყენი გამოივლეთ პირის ღრუში დღეში 3-4-ჯერ.

უძილობისგან თაფლი გიხსნით

ვისაც უძილობა გამოუცდია, დამემოწმება, როგორ ფიტავს და აუძლურებს ადამიანს თეთრად გათენებული ღამე... თანდათან დავსუსტდი, ყურადღება დამიქვეითდა, დამჩემდა გაღიზიანება, უგუნებობა... მივხვდი, თუ პრობლემას არ მოვაგვარებდი, მალე ყველას ტვირთად დავაწვებოდი. მეგობარმა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თაფლი და მის სამკურნალო თვისებებსაც იცნობს, მირჩია, ამ ღვთაებრივი საკვებით მკურნალობა მეცადა. სიმართლე გითხრათ, იმედი არც მქონდა, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ეფექტი რამდენიმე ხანში დავინახე.

  • აიღეთ 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და შეურიეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლს. ძილის წინ მიიღეთ 2 ჩაის კოვზი ნარევი. ნახევარ საათში დაგეძინებათ. ძლიერი დაღლილობისა და სისუსტის დროს შეგიძლიათ ეს საშუალება ღამით კიდევ ერთხელ მიიღოთ.

 

ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალოდ

მე მგონი, რაც თავი მახსოვს, ნაღვლის ბუშტი სულ მაწუხებდა. ექიმთანაც ვიყავი, გამოკვლევებიც ჩავიტარე. ნაღვლის ბუშტის ანთების დიაგნოზი დამისვეს. ცხადია, კლინიკიდან ისე არავინ გამომიშვა, რომ მკურნალობის სქემა არ ჩამოეწერათ ორ თაბახის ფურცელზე. ჩემმა მეგობარმა, რომელიც სახალხო მკურნალების შთამომავალია, ბებიის დავთარი გადმოიღო და რაღაც წამალი მომიმზადა. მართლაც მარგო და მინდა, ახლა "ოჯახის მკურნალის" მკითხველსაც გავაცნო:

  • აიღეთ 1 კგ თაფლი, 200 მლ ზეითუნის ზეთი, 4 ცალი ლიმონი (2 ცალი უნდა გავფცქვნათ). ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და კარგად ავურიოთ თაფლსა და ზეითუნის ზეთში. მოვათავსოთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში. მიღების წინ კარგად მოვურიოთ. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. წლის განმავლობაში სასურველია 4 ასეთი კურსის ჩატარება.

 

ბაბუაწვერა კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აწესრიგებს

სამსახურის გამო როგორც მომხვდება, ისე ვიკვებები, თუმცა ვიცი, რომ ეს ჯანმრთელობისთვის მავნეა. ხშირად მშრალ საკვებსა და ცომეულზე გადამივლია. ჩემი რაციონიდან უნებურად ამოვარდა წვნიანი კერძები, შედეგად მივიღე ყაბზობა, აირების დაგროვება, მუცლის მოვლითი ტკივილები და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა. გადავწყვიტე, პრობლემები მცენარეული საშუალებებით მომეგვარებინა. საოცარი სამკურნალო თვისებები აღმოაჩნდა ბაბუაწვერას. მისი ნაყენის მიღების შემდეგ საგრძნობლად მოვიკეთე.

  • ბაბუაწვერას ფესვები კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დაკუწეთ. 2 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის გადადუღებული წყალი და 8 საათით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

 

იასამანი სოკოვან დაავადებას არჩენს

ამ ზაფხულს ზღვიდან დაბრუნებულმა იღლიებში, კიდურებსა და მუცელზე გამონაყარი შევამჩნიე. მითხრეს, სოკოვანი ინფექციააო. დედაჩემმა, რომელსაც იასამნის ნაყენი უკვე ნაცადი ჰქონდა, მოამზადა ეს წამალი, წამისვა გამონაყარზე და ერთ კვირაში ყველაფერმა გამიარა. სიამოვნებით გასწავლით რეცეპტს:

  • აიღეთ 10 გრამი ჩვეულებრივი იასამნის ყვავილი, დაასხით 100 მლ სპირტი და 10-15 დღით დადგით ბნელ და გრილ ადგილას. ნაყენი წაისვით სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე. მერწმუნეთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

 

როგორ მოვიშოროთ კოჟიჟი

რა მტკივნეული და შემაწუხებელია კოჟიჟი, ალბათ ბევრს ეცოდინება. მე მისი მკურნალობის ჩემეული მეთოდი მაქვს, რომელიც, მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველებსაც გავაცნო.

  • კოჟიჟის მოსაცილებლად აუცილებელია 8-10 სოდიან-საპნიანი აბაზანა: ტაშტში ჩაასხით 1 ლიტრი თბილი (36-400ჩ ტემპერატურის) წყალი და გახსენით მასში 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. ფეხები კარგად გაისაპნეთ და 15 წუთით ჩაყავით ტაშტში, შემდეგ კანის გაუხეშებული უბნები პემზით ან სპეციალური ჯაგრისით გაიხეხეთ, გადაივლეთ წყალი, კარგად შეიმშრალეთ და დაიდეთ მტკივან ადგილას ნივრიან ღვინის ძმარში დასველებული ბამბის ქსოვილი. გადაიხვიეთ და დილამდე დაიტოვეთ. დილით გამოიცვალეთ.

ნივრიანი ძმარი ასე მზადდება: აიღეთ 3 კბილი ნიორი და დაასხით 3-4 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარი. 2 კვირით დააყენეთ სიგრილეში. კარგი იქნება, თუ აბაზანის შემდეგ ფეხებზე დამარბილებელ კრემსაც წაისვამთ.

 

ვარიკოზულ წყლულს ახალი კარტოფილი მოგირჩენთ

დიდი ხანია მაწუხებს ვენების ვარიკოზული გაგანიერება, თანაც საოჯახო საქმეებისა თუ სამსახურის გამო დიდხანს მიწევს ფეხზე დგომა, მკურნალობის საშუალება კი არ გამაჩნია. ექიმის გამოწერილი პრეპარატები მეტისმეტად ძვირი აღმოჩნდა... უკანასკნელ წვეთად იქცა წყლული, რომელსაც კარტოფილით ვუმკურნალე.

  • აიღეთ კარტოფილი, გახეხეთ და ფაფა 1 სმ სისქის ფენად დაიდეთ წყლულზე. ზემოდან დაიფინეთ დოლბანდის რამდენიმე ფენა და 4-5 საათის განმავლობაში გაიჩერეთ. შემდეგ კარტოფილის ფაფა ახლით შეცვალეთ ან დოლბანდის საფენი კარტოფილის წვენით დაასველეთ.

 

ბუასილის დროს ჭინჭრის ნახარში შვებას მოგგვრით

პრობლემებმა პირველად ორსულობისას იჩინა თავი - ნაყოფი დიდი იყო, ამიტომ მშობიარობა გამიჭირდა, შემდეგ კი ბუასილი გამიჩნდა. ისეთი მტკივნეული იყო, რომ მშობიარობის საშინელება დამავიწყა. ამას დაერთო შეკრულობაც... ბევრი რომ არ გავაგრძელო, გაუსაძლის დღეში ვიყავი. შემდეგ მარტვილიდან დედამთილი ჩამომივიდა, ჭინჭრის ნახარში დამალევინა და ამოვისუნთქე.

  • ვიღებთ ჭინჭრის ხმელ ფოთლებს, ვკუწავთ და 1 სუფრის კოვზს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ კიდევ 10 წუთს. გავაცივებთ და გადავწურავთ. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 4-5-ჯერ.