სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

მოწამვლისას კამის თაფლიანი ნახარში მიიღეთ

ზაფხული რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენადვე საშიშია. მეც გამომიცდია წელიწადის ამ დროისთვის დამახასიათებელი უსიამოვნებანი. მოწამვლისას ვიყენებ წამალს, რომელსაც ჯერ კიდევ ბებიაჩემი მასმევდა. ეს ძალიან ძველი და კარგად ნაცადი საშუალებაა:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა ან 1/2 ჩაის კოვზი დაფქული კამის თესლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა თაფლიანი წყალი (წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი) და სვით მთელი დღის განმავლობაში.

 

ნიორი და თაფლი ლიქენს კურნავს

კარგა ხნის წინ კანზე გამონაყარი გამიჩნდა. ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ იმატა და ისეთ ადგილებზეც კი ამოყო თავი, რომ ტანსაცმელიც ვეღარ ფარავდა. მეგობარმა მასწავლა ნივრისა და თაფლის წამალი, რომელმაც მიშველა. გთავაზობთ ამ წამლის რეცეპტს:

  • აიღეთ 100 გრამი თაფლი და 1 სუფრის კოვზი დაჭყლეტილი ნივრის კბილები, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დღეში 2-3-ჯერ წაისვით კანზე.

 

კლიმაქსის დროს სალბის ჩაი მიიღეთ

საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, კლიმაქსი რომ დამეწყო. ამას იმით მივხვდი, რომ უმიზეზოდ მიჩქარდებოდა გული, წამომახურებდა, მასხამდა ოფლი. თანამშრომელმა, რომელსაც საშვილოსნოს მიომის გამო ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და იგივე პრობლემები აწუხებდა, მირჩია, სალბის ჩაი მიმეღო. მინდა, თქვენც იგივე გირჩიოთ. მერწმუნეთ, ძალიან უხდება.

  • აიღეთ 3 ჩაის კოვზი სალბის წვრილად დაჭრილი ფოთოლი, დაასხით 250 გრამი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მიიღეთ ძილის წინ 2 ჩაის ჭიქა.

 

პირის ღრუს პრობლემების დროს

ავადსახსენებელი 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ერთბაშად უამრავი საზრუნავი დაგვატყდა თავს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც შემახსენა თავი, მაგრამ ომიანობისა და უსახსრობის გამო დროულად ვერ მივხედე, ვერ ვიმკურნალე. შედეგად მივიღე გინგივიტი - ღრძილების ანთება, გამიფუჭდა კბილები, გამიჩნდა უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. გაფუჭებულ კბილებს რაღა ეშველებოდა, გინგივიტის სამკურნალოდ კი ძალიან გამომადგა ხალხური მედიცინა.

  • 1 სუფრის კოვზ მუხის წვრილად დაჭრილ ქერქს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, თავდახურულს 15-20 წუთით ვაჩერებთ წყლის აბაზანაში, შემდეგ ანადუღარი წყლით პირვანდელ ოდენობამდე ვავსებთ და დღეში რამდენიმეჯერ ვივლებთ პირის ღრუში გამოჯანმრთელებამდე.
  • ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გამოვივლოთ პირის ღრუში ჩვეულებრივი ნელთბილი წყალი.
  • ყოველდღე, დღეში 3-ჯერ, უნდა მივიღოთ თითო სუფრის კოვზი სუროს ნაყენი, რომელიც ასე მზადდება: 1 სუფრის კოვზ წვრილად დაკეპილ სუროს ფოთოლს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 10 წუთით ვაყენებთ და გადავწურავთ.
  • როდესაც პირის ღრუში უსიამოვნო სუნი დაავადებული კბილებით არის გამოწვეული, გამოიყენეთ ეს საშუალება: 200 მლ ხარისხიან არაყში ჩაასხით 1 სუფრის კოვზი თაფლი, შეათბეთ, პირში ჩაიგუბეთ და 10-15 წუთს გაიჩერეთ.

 

კამა და თეთრი ღვინო მადას მოგგვრით

დიდხანს ვიავადმყოფე. რაც შემეძლო, ვითრიე ფეხი, მაგრამ ოპერაციას მაინც ვერ გადავურჩი. ხანგრძლივმა მკურნალობამ და ზღვა წამლების სმამ დამასუსტა და მადა დამაკარგვინა. ამის სამკურნალო წამლების სმაც რომ დამეწყო, წარმოიდგინეთ, რა დღე დაადგებოდა ან ჩემს ღვიძლს და ან ჯიბეს... საშველი ისევ ხალხურ მედიცინაში ვიპოვე.

  • ვიღებთ 200 გრამ კამას, ვჭრით წვრილად, ვასხამთ 1 ლიტრ მშრალ თეთრ ღვინოს, 1 თვით ვდგამთ ბნელ, გრილ ადგილას, პერიოდულად ვაჯანჯღარებთ. შემდეგ კარგად გადავწურავთ და ვიღებთ 25-30 გრამს დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

მასტიტის დროს ჭარხლისა და თაფლის ნარევი გიშველით

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც პატარას პირველად მოვაწოვე ძუძუ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ პრობლემამ იჩინა თავი: რძე იმდენი მქონდა, ბავშვი ვერ ერეოდა, გამოწველა კი ვერ მოვისაზრე; სარძევე ჯირკვალი გამიმაგრდა და ამტკივდა. დედაჩემმა მაშინვე მომიმზადა წამალი, რომლის წყალობითაც მასტიტს თავი დავაღწიე. იქნებ თქვენც გამოგადგეთ: აიღეთ უმი ჭარხალი, გახეხეთ და შეურიეთ თაფლი თანაფარდობით 3:1. მიღებული მასა დაიდეთ სარძევე ჯირკვალზე და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით მოიხსენით. ნარევი შეინახეთ მაცივარში, მკერდი ჩამოიბანეთ. მეორე ღამეს პროცედურა გაიმეორეთ. შემდეგ შეისვენეთ. ეცადეთ, ასეთი 20 პროცედურა ჩაიტაროთ. თითოეული ულუფა შეგიძლიათ 2-ჯერ გამოიყენოთ.

 

წითელი ქარის დროს შვებას მოგგვრით

რამდენიმე ხნის წინ ფეხი გავიჭერი. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ადგილი ამტკივდა, ამეწვა, შემისივდა, გამიწითლა. ამიწია სიცხემ. პრაქტიკულად ვეღარ დავდიოდი. მივმართე ექიმს, რომელმაც წითელი ქარის დიაგნოზი დამისვა. დამინიშნეს ანტიბიოტიკების ნემსები. სიცხემ დამიწია და თითქოს ტკივილებმაც მიკლო, მაგრამ ფეხის გარეგნულ მდგომარეობას სახარბიელოს ნამდვილად ვერ დაარქმევდით. ჩემმა ბიძაშვილმა, როდესაც ჩემი ავადმყოფობის ამბავი შეიტყო, სოფლიდან ჩამომიტანა ჟოლოს ტოტები ფოთლებითურთ, წვრილად დაამტვრია, დაასხა მდუღარე წყალი (3 ს.კ. ნედლეულზე 1 ჭიქა), დააყენა, გადაწურა და მირჩია, ფეხი ამ ნაყენით დამემუშავებინა. ამ უბრალო ნაყენმა რამდენიმე დღეში შეძლო ის, რაც ტრადიციულმა მედიცინამ კარგა ხანს ვერ მოახერხა.

 

სახსრების ტკივილს შეგიმსუბუქებთ

ამ წამალს მე და ჩემი ნაცნობები ხშირად ვიყენებთ, როდესაც სიცივეში სახსრები ტეხას გვიწყებს.

  • აიღეთ 4 მწიკვი წაბლის, აკაციისა და იასამნის გამხმარი ყვავილი, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და სამი კვირით დადგით გრილ, ბნელ ადგილას. ამ ნაყენით დაიზილეთ მტკივანი სახსრები და ტერფები. შვებას სამი კვირის თავზე იგრძნობთ.

 

ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ

ტყუილად როდი უთქვამთ, სწავლა სიბერემდეო. ახალგაზრდობაში ყველას გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით და ყველაფერი შეგვიძლია, ყურს არავის ვუგდებთ და შემდეგ საკუთარ შეცდომებზე გვიწევს რაღაც-რაღაცების სწავლა. მეც ასე დამემართა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, სანამ დროა, ცხოვრებისგან რაც შეიძლება მეტი სიამოვნება უნდა მივიღო-მეთქი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, `ღვინო, დუდუკი, ქალების~ ფილოსოფიამ გამიტაცა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გულმა განგაშის პირველი სიგნალი მომცა... ერთ დღეს სამსახურში ცოტა ვინერვიულე და შემდეგ მთელი ღამე სავარძელში გავატარე - გულის არეში ძლიერი მოჭერის შეგრძნებამ თვალი არ მომახუჭვინა. მეორე დღესაც, მეგობართან საუბრის დროს, გული ისე ამიჩქარდა, ვიფიქრე, ვეღარ გაუძლებს და სადაცაა, გაჩერდება-მეთქი. რამდენიმე თვის განმავლობაში სასმელს აღარ გავკარებივარ, მეგობრების რჩევით დამამშვიდებელი წვეთების სმაც დავიწყე და თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. გავთამამდი, ქეიფსა და ღამისთევას დავუბრუნდი... აი, მაშინ კი მივხვდი, რომ გული ნორმალურ მუშაობაზე საბოლოოდ მეუბნებოდა უარს. ისე შემეშინდა, პირველივე უქმე დღეს კარდიოლოგის კაბინეტთან ავიტუზე. ექიმმა მითხრა, ყველაფერი არასწორი რეჟიმის ბრალიაო და ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებს გამაცნო. რამდენიმე კვირის განმავლობაში მის დანიშნულ პრეპარატებს ვსვამდი, მაგრამ მოსალოდნელი ინფარქტის შიშმა ისე დამრია ხელი, რომ ღამღამობით ძილი არ მეკარებოდა. ბოლოს ჩემი პრობლემების შესახებ მეგობარ ქალბატონს ვუამბე. მან ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ნაყენის სმა მირჩია.

  • უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული მინდვრის პიტნის ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ჭიქა კარგად უნდა შეფუთოთ და გააჩეროთ 20 წუთს. შემდეგ გახსნათ და გადაწუროთ. მიღებული ნაყენი უნდა გაყოთ ორ ნაწილად, თითოეული მათგანი დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, შეავსოთ მდუღარე წყლით და ჩაისავით დალიოთ.

ნაყენის სმასთან ერთად თავი დავანებე თამბაქოს წევას და სმას. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი შფოთვის, ფორიაქისა და ტაქიკარდიისგან კვალიც აღარ დარჩა. ასე რომ, ყველას, ვინც ცხოვრების არაჯანსაღ წესს მისდევს, ვურჩევ, დროულად შეჩერდეს და ჯანმრთელობაზე მანამდე იზრუნოს, ვიდრე ასეთი მარტივი საშუალებებიც უშველის.


ოჯახის მკურნალი კალანქოე

კალანქოესადმი ინტერესი ერთმა უსიამოვნო შემთხვევამ გამიღვიძა: რამდენიმე წლის წინ, ზამთარში, მეგობართან ერთად სანადიროდ რაჭის ტყეებს მივაშურე. კურდღელს იმდენი ვდიეთ, რომ სოფელში არაქათგამოცლილები დავბრუნდით. გალუმპულებმა და დაღლილებმა გასაშრობად ბუხარს მივაშურეთ. მეგობარმა ცეცხლის გაღვივება სცადა და ისე მოხდა, რომ გავარვარებული ნაკვერჩხალი შიშველ ფეხზე დამეცა... ამის შემხედვარე მეგობრის მეუღლე გარეთ გავარდა და რომელიღაც მცენარის ფოთლები შემოიტანა, გაწმინდა, გაამშრალა, დამწვარ ადგილზე დამადო და მსუბუქად შემიხვია. ტკივილმა თანდათან მიკლო, ბოლოს სულაც გამიარა და მეც ღრმად ჩამეძინა. დილით დიასახლისმა ძველი ნახვევი მომხსნა და ახალი დამადო. შინ დაბრუნებისას რამდენიმე ფოთოლი ვთხოვე - ვიფიქრე, გავახარებ-მეთქი. დიასახლისმა მითხრა, რომ ეს კალანქოე იყო, რომელიც, გარდა დამწვრობისა, უხდებოდა მწერის, განსაკუთრებით ფუტკრის ნაკბენს, ჭრილობებსა და სისხლჩაქცევას. მცენარე მართლაც გავახარე და, თქვენ წარმოიდგინეთ, მისი წყალობით მეზობელს ტროფიკული წყლული მოვურჩინე. ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა ერთი კვირის განმავლობაში წყლულის კალანქოეს წვენით დამუშავება. როდესაც მისმა ექიმმა, რომელიც რამდენიმე თვე უშედეგოდ მკურნალობდა, მოშუშებული წყლული ნახა, თვალებს არ დაუჯერა. სულ ახლახან კი შევიტყვე, რომ კალანქოე ღრძილების ანთებასაც შველის. ამისთვის საკმარისია, მისი ფოთლებით რეგულარულად გაიწმინდოთ ღრძილები და შეიზილოთ წვენი. ანთება 2-3 კვირაში გაივლის. ზამთარში, გაციებისა და სურდოს დროს, კალანქოეს ფოთლის პატარ-პატარა ნაკუწები ორივე ნესტოში უნდა ჩაიდოთ და 20-30 წუთი ასე ისუნთქოთ.

 

თუთის თაფლი მრავალი სნეულებისგან გიხსნით

შარშან ქობულეთში ვისვენებდი. ნორმალურად დაბინავებული არც კი ვიყავი, რომ ზღვას მივაშურე. ცურვით გული ვიჯერე, სამაგიეროდ მეორე დილით, გაღვიძებისთანავე, შევამჩნიე, რომ ყელში მფხაჭნიდა, ცხვირი გაჭედილი მქონდა და ცოტა მახველებდა კიდეც. მაშინვე აფთიაქში გავვარდი, უამრავი წამალი შევიძინე - მინდოდა, რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელებულიყავი, ზღვაზე ხომ შვებულების ყოველი დღე განსაკუთრებით ძვირფასია. ამაოდ გავისარჯე - ორი დღე არაფერმა მიშველა. დიასახლისმა, ვის სახლშიც ოთახს ვქირაობდი, ჩემი ტანჯვა-წამება რომ დაინახა, ფინჯნით ოქროსფერი თაფლი შემომიტანა, მითხრა, დილა-საღამოს 3-3 სადილის კოვზი მიირთვი და ნახავ, ხვალ უკვე კარგად იქნებიო. თაფლს რაღაც უცნაური გემო აღმოაჩნდა, მაგრამ მაინც კეთილსინდისიერად ვყლაპე და მეორე დღეს თავი მართლაც უკეთ ვიგრძენი. პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ დიასახლისს სასწაულმოქმედი თაფლის შესახებ ვკითხე. გაეცინა - ეს თაფლი კი არა, თეთრი თუთის სქელი ვაჟინიაო, გამომგზავრებისას კი, დაპირებისამებრ, ვაჟინის რეცეპტიც მომცა, რომელსაც სიამოვნებით გასწავლით:

  • აიღეთ 3 კგ თეთრი თუთა (უმჯობესია, წვრილნაყოფიანი იყოს), კარგად გარეცხეთ და ჩაყარეთ ქვაბში. ქვაბი შედგით ნელ ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, გადმოდგით და წვრილ საცერში გახეხეთ. მიიღებთ სქელ მასას, რომელიც ხელახლა უნდა ჩაასხათ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე შედგათ, ვიდრე სქელ, თაფლისებრი კონსისტენციის ვაჟინად არ იქცევა.

სხვათა შორის, ჩემი დიასახლისი თეთრი თუთისგან გამოხდილი არყით ქმარს გასტრიტისგან მკურნალობდა - ყოველ დილით 2 სადილის კოვზს ასმევდა. პირადად არ გამომიცდია, მაგრამ, ჩემი დიასახლისის თქმით, 6 თვეში გასტრიტი აბსოლუტურად იკურნება და კუჭის ტკივილიც სამუდამო დავიწყებას ეძლევა.

 

მარილებისგან იასამანმა მიხსნა

ასაკმა ყველა სიკეთესთან ერთად სახსრებში მარილების დაგროვებითაც დამაჯილდოვა. ბოლოს პროცესი ისე გააქტიურდა, რომ სამსახურს ვიღა ჩივის, შინ ჩემს გემოზე ფუსფუსიც კი აღარ შემეძლო. რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალისტის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსაც ვსვამდი, დიეტასაც ვიცავდი... ერთხანს მშველოდა, შემდეგ კი ყველაფერმა - ტკივილებმა, დისკომფორტმა და მოძრაობის შეზღუდვამ - ისევ შემახსენა თავი. არ ვიცი, ეს როდემდე გაგრძელდებოდა, ჩემს მეგობარს იასამნისგან წამლის მომზადება რომ არ ესწავლებინა. იასამანი ჩემი საყვარელი ყვავილია, ამიტომ ეს წინადადება დიდი სიამოვნებით მივიღე.

  • წამლის მომზადება არც ისე ძნელი აღმოჩნდა: უნდა მოაგროვოთ იასამნის ყვავილი, გააშროთ ჩრდილში, შემდეგ 20 გრამს დაასხათ 40-გრადუსიანი სპირტი თანაფარდობით 1:10 და 8-10 დღის განმავლობაში შედგათ სიბნელეში თავდახურული ჭურჭლით. 10 დღის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. უნდა მიიღოთ 30 წვეთი, დღეში 2-3-ჯერ, პარალელურად ამავე ნაყენით დღეში ერთხელ დაიზილოთ მტკივანი და მარილოვანწანაზარდებიანი ადგილები.

მე შედეგი სამ კვირაში ვიგრძენი. წარმატებას გისურვებთ თქვენც.