წითელი მოცხარი და ნიორი იმუნიტეტს გაგიძლიერებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წითელი მოცხარი და ნიორი იმუნიტეტს გაგიძლიერებთ

  • ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 0,5 კგ წითელი მოცხარი, 300 გრამი ნიორი და 2 ლიმონი ქერქიანად. ყველაფერი მოათავსეთ მინის ქილაში, დაამატეთ 400 გრამი თაფლი, მოურიეთ კარგად და შედგით მაცივარში. წამალი მზად არის და მისი მიღება უკვე შეგიძლიათ რამდენიმე საათში, 2 ჩაის კოვზის ოდენობით, დილით, უზმოზე და საღამოს, ვახშმიდან 2 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.

ნინო ზაზაძე, თბილისი

ვაძლიერებთ იმუნიტეტს!

როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი? – ეს საკითხი უხსოვარი დროიდან აღელვებდა კაცობრიობას, მყარი, ძლიერი და შეუვალი იმუნიტეტი არა მხოლოდ სეზონური ინფექციებისა და არაგადამდები დაავადებებისგან დაცვაა, ის ნიშნავს სტაბილურ, კარგ გაწყობას და სრულფასოვან შრომის უნარსაც.

თუ ამჩნევთ, რომ ორგანიზმის თავდაცვის ძალები დასუსტდა, აუცილებლად ეწვიეთ იმუნოლოგს, ხოლო თუ გსურთ, თავდაცვის უნარი ყოველთვის სასურველ დონეზე გქონდეთ, მუდმივად იზრუნეთ მის სტიმულირებასა და გაძლიერებაზე.

ახლა კი გაგაცნობთ იმ წესებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენს თავდაცვით ძალებს მუდმივად საუკეთესო საბრძოლო ფორმაში ყოფნის საშუალებას აძლევს. მათი გაცნობისას დარწმუნდებით, იმუნიტეტის გამაძლიერებელი რეკომენდაციები სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრების ჯანსაღი წესი!

  • გაკაჟდით!

გაკაჟება თავისი შინაარსით იმუნური სისტემის წვრთნაა. მისი მთავარი პრინციპებია: ზომიერება, თანმიმდევრულობა და რეგულარობა.

დაიწყეთ მარტივით: ბევრი ისეირნეთ, ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი, შინ იარეთ ფეხშიშველმა, დაიზილეთ სხეული ცივ წყალში დასველებული ღრუბლით ან პირსახოცით, შეძლებისდაგვარად იბანავეთ გრილი წყლით.

შემდეგ გადადით შედარებით სერიოზულ პროცედურებზე: ცივი წყლის აბაზანებსა და კონტრასტულ შხაპზე, რომელიც ასევე საკმაოდ პოზიტიურად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, კანის მდგომარეობაზე და ცელულიტის საუკეთესო პროფილაქტიკაცაა.

  • გამოიჩინეთ სიფრთხილე და თანმიმდევრულობა!

თუ რაიმე ტიპის პრობლემა გაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, აუცილებელია ამგვარი ღონისძიებების გატარებამდე ნებართვა მკურნალი ექიმისგან მიიღოთ.

მნიშვნელოვანია გაკაჟებისას რეგულარობა, პროცედურათა შორის დიდხნიანი ინტერვალები არ უნდა იყოს.

გაითვალისწინეთ! თუ ჯანმრთელი ხართ, ეს პროცედურები შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერ დროს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემის არსებობისას კი – მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდგომ.

  • კვება

იმუნიტეტის გასაძლიერებლად აუცილებელია დაბალანსებული, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი რაციონი. ყველა საჭირო ვიტამინისა და მიკროელემენტის მისაღებად დღიური რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი.

ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს ჩართული ყველა ძირითადი ჯგუფის პროდუქტები: რძის ნაწარმი, ბოსტნეული, ხილი, რთული ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების შემცველი საკვები.

პოლისაქარიდებს შეიცავენ მარცვლოვნები, მაკარონი, კარტოფილი, პური. ისინი რთულად მოსანელებელია მონოსაქარიდების შემცველი შაქრის, ორცხობილას, ტორტისა და საკონდიტრო ნაწარმისგან განსხვავებით.

ორგანიზმს ასევე ესაჭიროება ძნელად მოსანელებელი ნახშირწყლები მცენარეული უჯრედისისა და საკვები ბოჭკოების სახით, ისინი ქმნიან დანაყრების შეგრძნებას და ამავდროულად ხელს უწყობენ საკვების მონელებას. ასეთი ნახშირწყლების შემცველია შვრია, შავი პური, ცეხვილი ხორბლის პური და ა.შ.

ორგანიზმს ესაჭიროება ცხიმები, რამდენადაც ისინი ხელს უწყობენ A და E ვიტამინების ათვისებას. ორგანიზმში ცხიმების დეფიციტისას უარესდება კანის საფარველი, ზიანდება ღვიძლი, უარესდება სასქესო ჰორმონების სინთეზი. არსებობს უჯერი და ნაჯერი ტიპის ცხიმები. უჯერი ცხიმები ადვილად მოინელება, შეიწოვება და შესაბამისად, მეტად სასარგებლოცაა. მათი წყაროა ცხიმიანი თევზი, ავოკადო, ნუში, ზეითუნის ზეთი.

ფარული ნაჯერი ცხიმები, როგორსაც შეიცავს მაიონეზი, ძეხვი, ტორტი, ნამცხვრები – უნდა შეიზღუდოს.

საჭირო ცილების წყაროა თევზი, ხორცი, რძის პროდუქტები, კვერცხი, პარკოსნები, თხილი, კაკალი, მიწის თხილი, სოკოები.

ჭამეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული. სასურველია თერმულად დაუმუშავებელი, ცოცხალი სახით, მათში არსებული ვიტამინების უკეთ ასათვისებლად.

თუკი ე.წ. მავნე საკვებს, ფასთ-ფუდს, ძალიან იშვიათად ეტანებით, მისი მავნებლობა მინიმალურია, მისი ძირითად საკვებად დაწესება კი საშიშია.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/skhvadaskhva/rchevebi/23511-vazlierebt-imunitets.html