მწვანე ჩაი თვალის ჩინს შეგინარჩუნებთ
თუ, რა თქმა უნდა, ჰიპერტონული დაავადება ამაში ხელს არ გიშლით. პარალელურად აუცილებელია ასეთი პროცედურების ჩატარებაც:
-
მწვანე ჩაის ნახარშში უნდა დაასველოთ ბამბის 4 ტამპონი. თბილი ტამპონები უნდა დაიდოთ თვალებზე 2-3 წუთი, შემდგომ ისინი მოიხსნათ და ყინულის კუბებით შეცვალოთ. ასე უნდა შეანაცვლოთ ერთმანეთს ტამპონები და კუბები 2-3-ჯერ, პროცედურა უნდა დაამთავროთ ყინულის კუბებით.
ესეც აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას. ერთი კვირა იტარებთ პროცედურას, ერთი კვირა ისვენებთ. ამას იმეორებთ 7-9-ჯერ, მდგომარეობის მიხედვით. იგივე მკურნალობის გამეორება შეგიძლიათ 6 თვის შემდეგ. გისურვებთ წარმატებას და ღრმა სიბერემდე მახვილ თვალს!
თეონა ინჯია, ზუგდიდი
თვალები და მხედველობა
ვტკბებით ბუნებაში არსებულ საოცარ ფერთა პალიტრით, "სანამ თვალი არ იბინდება"; შევცქერით ჩვენ გარშემო არსებულ მშვენიერებას, "სანამ თვალი არ იბინდება";
ვერ წარმოგვიდგენია და არც გვინდა იმაზე ფიქრი, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება მხედველობის გარეშე, როგორ შევძლებდით სამყაროს აღქმას უთვალებოდ!
მოგეხსენებათ, მხედველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გარემოსთან ურთიერთობისთვის, გარესამყაროს სრულყოფილი აღქმისთვის.
ადამიანი ორი თვალით, ესე იგი ბინოკულარულად ხედავს, რაც საშუალებას აძლევს, აღიქვას გარესამყარო რელიეფურად, განსაზღვროს საგნების ურთიერთგანლაგება, მათი ფერი, მოცულობა, იმსჯელოს მათ დაშორებაზე. მხედველობის ანალიზატორის ცალკეული ნაწილების დაზიანება მხედველობის სხვადასხვაგვარ დარღვევას განაპირობებს: მხედველობის დაბინდვას, გაორებას, სიმახვილის დაქვეითებას, მხედველობის ველის შემცირებას, ფერადი მხედველობის მოშლას, სიბრმავეს. სწორედ ამ დარღვევათა მიზეზებსა და პროფილაქტიკაზე გვესაუბრება #3 საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმი, ოფთალმოლოგი ლინა ჩხაიძე:
- რა იწვევს მხედველობის დაბინდვას და თვალის რომელი ნაწილის პრობლემას უკავშირდება ის უმთავრესად?
- თვალი ურთულესი ორგანოა. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამყაროს აღსაქმელად. ის მონაწილეობს საგნების, მათი ფერის, ფორმის, ზომისა და განლაგების აღქმის ფორმირებაში. თვალის გამაღიზიანებელს წარმოადგენს სინათლის ენერგია, რომელიც მისი რეცეპტორული აპარატის გაღიზიანების შედეგად იწვევს მხედველობით შეგრძნებას. თვალი თვალის კაკლისა და დამხმარე აპარატისგან: კუნთებისგან, ქუთუთოებისგან, საცრემლე ჯირკვლებისგან - შედგება. თვალის კაკლის კედელი სამი გარსისგან არის შექმნილი:
- I - გარეთა, ფიბროზული გარსი, წარმოადგენს თვალის ჩონჩხს; შეიცავს წინა, გამჭვირვალე ნაწილს - სკლერას და უკანა, არაგამჭვირვალე ნაწილს - რქოვანას;
- II - შუა, სისხლძარღვოვანი გარსი. შედგება წამწამოვანი სხეულის, ფერადი გარსისა და საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსისგან. ფერადი გარსის ცენტრში მოთავსებულია ხვრელი - გუგა. თვალის შიგთავსს მიეკუთვნება შუქმტეხი სითხე, რომელიც მოთავსებულია თვალის წინა კამერაში (რქოვანასა და ფერად გარსს შორის), ბროლი (ფერადი გარსის უკან) და მინისებური სხეული (ბროლსა და ბადურას შორის);
- III - შიგნითა, ნერვული გარსი, რომელიც ბადურათია წარმოდგენილი. ბადურა სინათლის მიმართ მგრძნობიარე გარსია და მხედველობის ნერვთან არის დაკავშირებული. შეიცავს ორი სახის ფოტორეცეპტორებს - ჩხირებსა და კოლბებს. ბადურას მეტად რთული აგებულება აქვს. სინათლის სხივი მასზე მოხვედრამდე გაივლის რქოვანას, ბროლს, მინისებურ სხეულს და ბადურას მთელ სისქეს.
მეტი ინფორმაციის მისაღბად გადადით ბმულზე
https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/thvali/2001-2010-07-01-09-48-04.html