სიცხეს კარტოფილის ეშინია
ხდება, რომ ქალაქგარეთ გასულები, აღმოვაჩენთ, რომ სიცხის დამწევი პრეპარატი არ გვაქვს, უახლოეს აფთიაქამდე კი გზა შორია.
სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი მდგომარეობების დროს დაგეხმარებათ კარტოფილისგან დამზადებული სიცხის დამწევი წამალი;
-
2-3 საშუალო ზომის კარტოფილი გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. გახეხილ კარტოფილის მასას დაუმატეთ 1 დესერტის კოვზი ძმარი და კომპრესი შუბლზე დაიდეთ.
ტემპერატურა ნახევარ საათში დაიწევს.
კარტოფილს სასწაულების მოხდენა შეუძლია:
- გახეხილი მასა კარგია დამწვრობების,
- შეშუპების,
- კანის დაავადებების დროს.
თუ უძილობის, ნაბახუსევის ან რაიმე სხვა მიზეზით შეშუპებული თვალებით იღვიძებთ, ქუთუთოებზე 30-40 წუთი დაიდეთ კარტოფილის კომპრესი და შეშუპება სრულად გაქრება.
პაატა ქირია, ზუგდიდი