ხენდრო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხენდრო

ხენდრო (ლათ. Fragaria moschata) – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 30-35 სმ-ს აღწევს, აქვს სამყურა, დიდი, ღია მწვანე ფოთოლი, თეთრი, ხუთფოთოლაკიანი, ჩვეულებრივ, ცალსქესიანი ყვავილი (კულტურაში გვხვდება ორსქესიანი ყვავილებიც). ნაყოფი წვრილია, მოვარდისფრო-მოიისფრო, რბილობი – თეთრი, ტკბილი, ძლიერი სპეციფიკური არომატით.

ხალხური მედიცინით რეკომენდებულია ხენდრო კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადების, ჰიპერტონიის, სკლეროზის, თირკმლებში კენჭების დაგროვების სამკურნალოდ.

ხენდროს ნაყოფის, ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი შველის ავიტამინოზს, უღონობას, სისხლნაკლებობას, ეგზემას, ღვიძლისა და ნაღვლის დაავადებებს. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ნედლი, ისე გამხმარი ხენდრო (ფოთლები, ყვავილები). ეს სურნელოვანი და გემრიელი კენკრა შარდმდენია და ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის, ამცირებს გულის იშემიის დროს ტკივილებს, ქოშინს. რაც მთავარია, 100 გ ხენდრო სულ 27 კკალორიაა.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყალობით ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, კვებავს კანს და აცხრობს ანთებით პროცესებს.

ძალიან სასარგებლოა ხენდრო ბავშვებისთვის, თუმცა, თუ ალერგიულები არიან, უმჯობესია, მისცეთ რძით, იოგურტით ან თაფლით. ხენდრო მეტი უნდა მიიღონ ხანშიშესულებმა, რადგან ასაკის მომატებასთან ერთად მხედველობა სუსტდება, კანი ხდება მშრალი, ბევრი ორგანოს ლორწოვანი გარსი სუსტად ფუნქციონირებს, კაროტინითა და პროვიტამინით მდიდარი ხენდრო აუმჯობესებს მხედველობას, აღადგენს კანის სტრუქტურას, სასიკეთოდ მოქმედებს ხერხემალზე, განსაკუთრებით ოსტეოქონდროზის დროს.

რა განსხვავებაა ხენდროსა და მარწყვს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა?

გაზაფხულის დადგომა ბევრს სწორედ ამ უგემრიელესი კენკრის შემოსვლის გამო უხარია. მარწყვი უგემრიელესია თითქმის ყველა შესაძლო ფორმით: ცოცხლად, ჯემის, მურაბის, კომპოტისა თუ ჩირის სახით, რომ აღარაფერი ვთქვათ დესერტებზე, რომლებშიც ეს კენკრა ნამდვილად განუმეორებელია.

მარწყვს ქალაქელების უმეტესობა ბაზარზე ან სუპერმარკეტებში იძენს. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ დახლზე მოგრძო, კონუსისებრი, მოზრდილი მარწყვები გვხვდება, ზოგზე კი – მრგვალი და შედარებით პატარა ნაყოფი. დაფიქრებულხართ, რა განსხვავებაა მათ შორის?

საქმე ის არის, რომ ორივე მათგანი ვარდისებრთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა, რომლის ლათინური სახელწოდებაა „Fragaria“. მოზრდილი, კონუსისებრი ნაყოფი ახასიათებს ბაღის მარწყვს (Fragaria ananassa), რომელსაც ჩითილით ამრავლებენ მეურნეობებში. მრგვალი, წვრილი ნაყოფი კი აქვს ხენდროს (Fragaria moschata), იმავე ტყის მარწყვს ანუ მუშკის მარწყვს.

მარწყვი, ისევე, როგორც ხენდრო, არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა: იგი შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით C, E და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, მაგნიუმს, კალციუმს, თუთიას, ფოსფორს, ფოლიუმის მჟავას. ამიტომ გაზაფხულზე მარწყვი შესანიშნავი საშუალებაა ზამთრის შემდეგ ვიტამინებისა და მინერალების მარაგის შესავსებად. მარწყვი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, აქვს შარდმდენი ეფექტი, ანელებს დაბერების პროცესს, ეხმარება ორგანიზმს ნაწლავურ ინფექციებთან, გრიპის ვირუსთან გამკლავებაში. მარწყვი იცავს დეპრესიისგან, ამაღლებს განწყობილებას. გარდა ამისა, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს. ამ კენკრით მკურნალობენ ანემიას, ჰიპერტენზიას, ათეროსკლეროზს. მარწყვი დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტონციდებს, რომლებსაც ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ.

მარწყვი წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც – მისი ნიღბები შესანიშნავი საშუალებაა კანის ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მარწყვი ფრთხილად უნდა ჭამონ მგრძნობიარე და ალერგიულმა ადამიანებმა. ამას გარდა, მისი თესლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს, ამიტომ უნდა ერიდონ ისინიც, ვისაც კუჭის წყლული და გასტრიტი აწუხებს.

რაც შეეხება ხენდროს, საბაღე პირობებში მოყვ­ანილი მარწყვისგან განსხვავებით, ხალხურ მედიცინაში მის ფოთლებს, ყუნწებსა და ფესვებსაც იყენებენ, რომლებშიც გაცილებით მეტი სასარგებლო ნივთიერებაა, ვიდრე თავად ნაყოფში.

ფოთლებს აგროვებენ მცენარის ყვავილობის პერიოდში და სიბნელეში ახმობენ. მათში შემავალი რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებებს სძენს. ის შესანიშნავი საშუალებაა გაციებისა და სიცხის დროს, აქვს გამწმენდი ეფექტი ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებისას. ფოთლების ნაყენს ახასიათებს ასევე სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება და შაქრის დამწევი ეფექტი. გამოიყენება ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროსაც.

გაითვალისწინეთ: ბაღის მარწყვის ფოთლების, ფესვებისა თუ ყუნწების ამგვარად მოხმარება კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს!