პომიდორი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პომიდორი

უმს, მოშუშულს, ამჟავებენ, ამწნილებენ, მისგან ამზადებენ პასტას, სუპს, წვენს, საწებელს, ხოლო იაპონურ რესტორნებში დაშაქრულსაც მოგართმევენ დესერტად მწვანე ჩაისთან ერთად.

პომიდვრის ნაყოფი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის - შაქარს - 50%, ორგანულ მჟავებს - 3,5-8,5%, ცელულოზას - 0,87-1,7%, პექტინებს - 0,13-0,23%, აგრეთვე ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას (ეს ელემენტი პომიდორში უფრო მეტია, ვიდრე ქათმის ხორცში), სპილენძს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, მანგანუმს, B1, B2, PP, C ვიტამინს და სხვა.

მიიჩნევენ, რომ მჟაუნმჟავას უხვი შემცველობის გამო პომიდორი ძალიან მავნებელია სახსრებისთვის, ხოლო პოდაგრის შემთხვევაში მისი ჭამა საერთოდ არ შეიძლება. თუმცა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მჟაუნმჟავა პომიდორში ათჯერ ნაკლებია, ვიდრე კარტოფილში და რვაჯერ ნაკლები, ვიდრე ჭარხალში. ასე რომ, პომიდვრის მავნეობის ამბავი უფრო მითია, ხოლო ორგანული მჟავები, მათ შორის ლიმონისა, ვაშლისა და ღვინისა, არათუ სახსრების ანთებას არ იწვევს, არამედ, პირიქით, ნორმაში მოჰყავს ნივთიერებათა ცვლა.

რკინის უხვი შემცველობის გამო ძალიან სასარგებლოა პომიდორი სისხლნაკლებობის დროს. ერთადერთნი, ვინც მართლა არ უნდა მიირთვან პომიდორი, ის ადამიანები არიან, რომლებსაც ნაღველკენჭოვანი დაავადება აწუხებთ: ორგანულმა მჟავებმა შესაძლოა ნაღვლის ბუშტის სპაზმი გამოიწვიოს.

პომიდორს სიცხისა არ ეშინია!

ბოსტნეულის უმრავლესობის საკვებად გამოყენება უმად ჯობს, რადგან ტემპერატურული ზემოქმედების შედეგად ისინი უამრავ ვიტამინს კარგავენ, მაგრამ ეს ოქროს წესი არ ვრცელდება პომიდორზე: მოშუშული, მარინადში ჩაწყობილი თუ დამწნილებული, ის უფრო ფასეულია. საქმე ის არის, რომ ეს ბოსტნეული შეიცავს ლიკოპენს - მძლავრ ანტიოქსიდანტს, რომელიც უჯრედებს დაბერებისა და სიმსივნისგან იცავს. მისი კონცენტრაცია კი გაცხელებისა და კონსერვირების დროს იზრდება.

პომიდორი, ისევე როგორც ძაღლყურძენასებრთა ოჯახის სხვა ბოსტნეული (კარტოფილი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა), მდიდარია ნიკოტინის მჟავათი. აღმოჩნდა, რომ როცა ეს მჟავა ადამიანის ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით არის, მას მოწევის სურვილი აღარ უჩნდება.

C ვიტამინის წყარო

ტომატის წვენი C ვიტამინის ჰიპოალერგიულ წყაროდ მიიჩნევა. ის მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ნატრიუმითა და მაგნიუმით. ასევე უხვად შეიცავს ლიმონის, მჟაუნას, ვაშლის მჟავებს. ეს ვიტამინებით მდიდარი სასმელი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს, თრგუნავს ნაწლავებში მიმდინარე დუღილისა და ლპობის პროცესებს.

დიეტოლოგები ახალგამოწურული ტომატის წვენის სმას ურჩევენ ორსულებსა და მეძუძურ დედებს, ხოლო მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, რეკომენდაციას აძლევენ, ტკბილი, მაღალკალორიული წვენები პომიდვრის წვენით შეცვალონ.

პომიდვრის მწნილი

პომიდვრის მწნილი მენიუს პიკანტური დანამატია. წითელიც გემრიელია და მწვანეც, მაგრამ გირჩევთ, არჩევანი მაინც წითელზე შეაჩეროთ - ლიკოპენი მასში უფრო მეტია. ყურადღებით დააკვირდით, რომ ყველა ნაყოფი ერთი ფერისა იყოს. წითელ პომიდვრებს შორის შეიძლება შეგხვდეთ წაბლისფერიც, მაგრამ მათი რაოდენობა 8%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ნაყოფი ქილაში ერთნაირი ზომისა უნდა იყოს, მარილწყალში ან საკუთარ წვენში კი არ დაცურავდეს, არამედ მჭიდროდ იყოს ჩალაგებული, მაგრამ არა მიჭყლეტილი:

  • მარილწყალი გამჭვირვალე უნდა იყოს. ის იმღვრევა მაშინ, როცა პროდუქტი გაფუჭებას იწყებს;
  • დახეთქილი პომიდვრები იმის მანიშნებელია, რომ კონსერვი საშუალო ხარისხისაა;
  • ძმრის მკვეთრი გემო ასევე კონსერვის დაბალ ხარისხზე მიგვანიშნებს.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ ჯანმრთელობას.