ალუბლის ყოველდღიური მიღება ამცირებს დიაბეტისა და ართრიტის განვითარების რისკს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალუბლის ყოველდღიური მიღება ამცირებს დიაბეტისა და ართრიტის განვითარების რისკს

ეს ნივთიერებები ორგანიზმს ტონუსის შესანარჩუნებლად სჭირდება. კუმარინებით მდიდარ ხილსა და კენკრას ურჩევენ ხანგრძლივი ავადმყოფობით დასუსტებულ ადამიანებს. ამ ნივთიერებათა შემცველობით ეს ხილი მხოლოდ მოცხარს, ჟოლოსა და ბროწეულს თუ ჩამოუვარდება. ალუბლისა და ბლის წვენი არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალებაა.

ალუბალი დიეტური პროდუქტიცაა. სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი ხანგრძლივი მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს თერმოგენეზს და ხელს უწყობს წონის კლებას. მიირთვით ალუბალი კოლიტის, ყაბზობისა და ბუასილის დროს. მისი ნაყოფი და წვენი კარგია პოდაგრის დროსაც. უმადობის დროს კი შეგიძლიათ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ ნახევარი ჭიქა უშაქრო ალუბლის წვენი. ის ასევე გამოიყენება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, კერძოდ, სტომატიტისა და გინგივიტის დროს, გარდა ამისა, აყუჩებს ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და ანთებას. ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალუბლის ყოველდღიური მიღება ამცირებს არა მარტო ქოლესტერინის დონეს, არამედ დიაბეტისა და ართრიტის წარმოქმნის რისკსაც. ამასთან, ცოცხალი ალუბლის მიღება აუცილებელი არ არის - გამოდგება მისი მურაბა, კომპოტი და ჯემიც კი. რაც უფრო მუქი ფერისაა ალუბალი, მით უფრო სასარგებლოა. სამკურნალო ეფექტი განპირობებულია პიგმენტით, რომელიც ხილს წითელ ფერს აძლევს. ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბლის მჟავე ჯიშების წყალობით მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ უფრო სწრაფად აღდგება კუნთები.

ცნობილი დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ალუბალი - შესანიშნავი დამატებაა სპორტული ვარჯიშის დროს. ამასთან, ეს ხილი ხელმისაწვდომია წელიწადის ნებისმიერ დროს - ცოცხალი, გაყინული, ჩირი, წვენი... ჩირი შეგიძლიათ დაუმატოთ შვრიის ფაფას ან იოგურტს. ალუბალი შეიცავს მელატონინს, რომელიც ძილიანობას იწვევს. ასე რომ, ვისაც უძილობა ტანჯავს, შეუძლია ალუბალი სცადოს. ალუბლისგან მზადდება შესანიშნავი სასმელები (ლიქიორი), მას იყენებენ კულინარიაში.