/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ალუბლის წვენს აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისება, აქვეითებს სისხლში მჟავიანობას - ალუბლის სამკურნალო თვისებები

ალუბალი ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა. ალუბლის გვარს მიეკუთვნება ბალიც.

ალუბლის ნაყოფი წვნიანი და გემრიელია. ალუბლისა და ბლის ქიმიური შემადგენლობა ასეთია: წყალი - 80%, შაქარი - 10-17,3%, მჟავები - 0,8-2,4%, ნახშირწყლები - 20%, აზოტოვანი ნივთიერებები - 0,7%, უჯრედისი - 6%, მთრიმლავი ნივთიერება - 0,15-0,88%. იყენებენ ნედლსაც და გადამუშავებულსაც (მურაბა, ჯემი, კომპოტი, ნაყენი, საკონდიტრო ნაწარმი).

ალუბლის ახალმოკრეფილი ნაყოფი ძვირფასი საკვები პროდუქტია. მას სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, ასევე B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს, მაგნიუმსა და იოდს.

ბალი შემადგენლობით ალუბლის მსგავსია, მაგრამ ვიტამინებითა და ორგანული მჟავებით შედარებით ღარიბია, თუმცა, გაცილებით მდიდარია გლუკოზისა და პექტინების შემცველობით. ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ რკინის, მაგნიუმის, ჩ ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობის გამო. ის აჩქარებს სისხლის წარმოქმნას და შეუცვლელია ბავშვებისა და ორსულებისთვის. ალუბალს ახასიათებს ამოსახველებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, ამიტომ ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს. ალუბლისა და ბლის შემადგენლობაში შემავალი A ვიტამინი საჭიროა მხედველობის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

B ვიტამინი უცვლელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს. ფოლიუმის მჟავა და რკინა აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას. ჩ ვიტამინი იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსული დაავადებებისგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს. ალუბლისა და ბლის მთავარი სიმდიდრეა კუმარინები. ეს ნივთიერებები საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. კუმარინებით მდიდარ ხილსა და კენკრას ურჩევენ ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დასუსტებულ ადამიანებს. ამ ნივთიერებათა შემცველობით ეს ხილი მხოლოდ მოცხარს, ჟოლოსა და ბროწეულს თუ ჩამოუვარდება. ალუბლისა და ბლის წვენი არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალებაა. ალუბალი დიეტური პროდუქტიცაა. სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი ხანგრძლივი მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს თერმოგენეზს და ხელს უწყობს წონის კლებას.

მიირთვით ალუბალი კოლიტის, ყაბზობისა და ბუასილის დროს. მისი ნაყოფი და წვენი კარგია პოდაგრის დროსაც. უმადობისას კი შეგიძლიათ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ ნახევარი ჭიქა უშაქრო ალუბლის წვენი. ის გამოიყენება პირში გამოსავლებად პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, კერძოდ, სტომატიტისა და გინგივიტის დროსაც, გარდა ამისა, აყუჩებს ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და ანთებას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ბალი და ალუბალი შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს. ალუბლის წვენში არსებული ბირთვაკი სასარგებლოა კენჭოვანი დაავადებების დროს. ყვავილებისგან გამოხდილი წყლით კარგია გაღიზიანებული თვალების ამობანა.

ალუბლის წვენს აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისება, აქვეითებს სისხლში მჟავიანობას. რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის. ხელს უწყობს წონის კლებასაც. ალუბლის ყუნწების ნახარში სასარგებლოა კრიტიკულ დღეებში, სისხლდენისა და სახსრების ტკივილის დროს. ალუბალში შემავალი კუმარინი ხელს უშლის სისხლის შესქელებას, ათეროსკლეროზის განვითარებას. სასარგებლოა ანემიის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ
ბალი და ალუბალი ბავშვის მენიუში

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბალს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს: მას ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის პროფილაქტიკა შეუძლია. ალუბლის რეგულარული გამოყენება ხელს უშლის ოსტეოართრიტის განვითარებას. ართრიტის ეს სახეობა ხელებს, ფეხებს, განსაკუთრებით კი მუხლებსა და ხერხემალს აზიანებს. მეცნიერებმა ალუბლის ექსტრაქტზე დამზადებული სპეციალური სამკურნალო პრეპარატები შექმნეს,

თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველაზე სასარგებლო მაინც ცოცხალი ხილია. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალუბლის ყოველდღიური მიღება ამცირებს არა მარტო ქოლესტერინის დონეს, არამედ დიაბეტისა და ართრიტის წარმოქმნის რისკსაც. ამასთან, ცოცხალი ალუბლის მიღება აუცილებელი არ არის, გამოდგება მისი მურაბა, კომპოტი და ჯემიც კი. რაც უფრო მუქი ფერისაა ალუბალი, მით მეტად სასარგებლოა. სამკურნალო ეფექტი განპირობებულია პიგმენტით, რომელიც ხილს წითელ ფერს აძლევს.

ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალუბლის მჟავე ჯიშების წყალობით მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ უფრო სწრაფად აღდგება კუნთები. ცნობილი დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ალუბალი შესანიშნავი დამატებაა სპორტული ვარჯიშის დროს. ეს ხილი ხელმისაწვდომია წელიწადის ნებისმიერ დროს - ცოცხალი, გაყინული, ჩირი, წვენი... ჩირი შეგიძლიათ დაუმატოთ შვრიის ფაფას ან იოგურტს. ალუბალი შეიცავს მელატონინს, რომელიც ძილიანობას იწვევს.

ასე რომ, ვისაც უძილობა ტანჯავს, შეუძლია ალუბალი სცადოს. ალუბლისგან მზადდება შესანიშნავი სასმელები (ლიქიორი), მას იყენებენ კულინარიაში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ალუბლის წვენს აქვს მსუბუქი შარდმდენი თვისება, აქვეითებს სისხლში მჟავიანობას - ალუბლის სამკურნალო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები