რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    ასკილის ჩაი ქოლესტერინის შემცირებას უწყობს ხელს - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ასკილის ჩაი ქოლესტერინის შემცირებას უწყობს ხელს

    თესლის ნახარშს სვამენ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში.სამედიცინო პრაქტიკაში ასკილის ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის დროს, აგრეთვე როგორც ნაღველმდენი საშუალება, ბოლო ხანებში იყენებენ სკლეროზის საწინააღმდეგოდ. ნაყოფში დიდი რაოდენობით არსებული ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას სისხლში, ასკილი ასევე გამოიყენება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. ასკილის ნაყოფის ნახარშების ან ნაყენების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს თრომბოფლებიტები.

    ასკილის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი (20 გრ) დაქუცმაცებული ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. გადმოიღეთ და გააჩერეთ 24 საათი, შემდეგ გაწურეთ, დალიეთ 1/4-1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში.

    ასკილის თესლის ნახარშის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. აადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე, დადგით გასაცივებლად 2 საათი, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში, ჭამის წინ თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს.

    ფესვების ნახარში გამოიყენება შარდის ბუშტის ანთების შემთხვევაში, იგი მადის მომგვრელი და კარგი შემკვრელი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს. 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი (მომინანქრებულ ჭურჭელში), ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე, დადგით 2 საათი გასაცივებლად, გაწურეთ. დალიეთ 1/2 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

    ასკილის ნაყოფი გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად ნაკრებებში, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა სისხლნაკლებობა, ავიტამინოზი, სხვადასხვა სახის სისხლდენები.