/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

D ვიტამინის ნაკლებობა და თავის ტკივილი

D ვიტამინის ნაკლებობა და თავის ტკივილი
ვიტამინების მიღება ჯანმრთობის შენარჩუნებისათვის უმნიშვნელოვანესია.

არც D ვიტამინია გამონაკლისი. D ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან, მათ შორისაა: გულის პრობლემები, დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ოსტეოპოროზი. ერთ-ერთი კვლევის თანახმად კი D ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა თავის ტკივილიც გამოიწვიოს.

რატომ იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა თავის ტკივილს?

აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს, ვინც განიცდის თავის ტკივილს - მათ შორის შაკიკს - აღენიშნება D ვიტამინის დეფიციტი. D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს შაკიკი და სხვა ტიპის თავის ტკივილი, ვინაიდან D ვიტამინის ნაკლებობა დაკავშირებულია ზოგიერთი ნეირონის სენსიტიურობის მომატებასთან, მაგნიუმის დონის შემცირებასთან, ტვინში ქიმიური ნოვთიერებების დონის ცვლილებასთან, მელატონინის დონის შემცირებასთან. ამ ყველაფერს კი თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია.

კვლევაში მონაწილეებზე დაკვირვების შედეგად მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იმ პირებს, რომელთაც D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნებოდათ, თავის ტკივილის განვიტარების ორჯერ უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ ვიდრე იმ პირებს,რომელთაც D ვიტამინის ნორმალური მაჩვენებელი ჰქონდათ.

როგორ უნდა ამოიცნოთ D ვიტამინის ნაკლებობა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

D ვიტამინის ნაკლებობა სავარაუდოა შემდეგი ნიშნების არსებობის შემთხვევაში:

ძვლების ტკივილი;

კუნთების სისუსტე;

კუნთების ტკივილი;

დეფორმირებული ძვლები;

ოსტეოპოროზი ან ოსტეოპენია

D ვიტამინის დეფიციტის შევსება შესაძლებელია საკვებიდან. ასევე, მისი, როგორც დანამატის სახით მიღების გზითაც.

D ვიტამინით მდიდარია:

  • ღვიძლი;
  • ყველი;
  • კვერცხი;
  • თევზი;
  • რძე;
  • სოკო.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მანგო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მანგო

მაღაზიებში ხშირად წააწყდებით მუქი მწვანე ფერის ლოყაწითელ ნაყოფს. ზრდასრული ნაყოფი უნდა იყოს რბილი და ყუნწთან ახლოს ჰქონდეს მცირე ჩაღრმავებები.

მწიფე მანგოს აქვს მცირე ზომის ბრტყელი კურკა, ნაზი და ტკბილი რბილობი. გემო შეიძლება სხვადასხვაგვარი ჰქონდეს – ატმისებრი, ბანანისებრი, ლიმონისებრი, ნესვისებრი, მაგრამ მას ყოველთვის ახლავს დამახასიათებელი ოდნავ წიწვოვანი არომატი. ნაყოფი საბოლოოდ რომ მომწიფდეს, დატოვეთ ის 2-3 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. თუ მაცივარში შედებთ, მანგო ლპობას დაიწყებს.

რატომ უნდა მიირთვათ მანგო

მანგო სასარგებლოა კანისთვის. მისი ნაყოფი შეიცავს ჩ ვიტამინს და ფერმენტებს, რომლებიც აფერხებს ნაოჭების გაჩენას, ეხმარება და ასტიმულირებს კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნას, რომელთა მდგომარეობაზეც ბევრად არის დამოკიდებული კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე. მანგო სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის – ერთ მოზრდილ ნაყოფს შეუძლია დააკმაყოფილოს ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილება კალიუმზე, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მოქმედებისთვის. ახალგამოწურული მანგოს წვენი ეხმარება სისხლძარღვის კედლების განმტკიცებას. ის შეიძლება გამოვიყენოთ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვისაც.

მანგო სასარგებლოა მხედველობისთვის. ის შესანიშნავი წყაროა კაროტინისა (A პროვიტამინი), რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება რეტინოლად და აქტიურად მონაწილეობს მხედველობით პროცესებში, დადებითად მოქმედებს თვალის რქოვანას მდგომარეობაზე. მანგო სასარგებლოა თირკმელებისთვის. წყლისა და მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობის წყალობით, ის შესანიშნავად წმენდს ორგანიზმის ამ ბუნებრივ ფილტრს და ხელს უწყობს მის ნორმალურ ფუნქციობას. შეეცადეთ, ჩართოთ მანგო განტვირთვის დღეების რაციონში – ამით გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და აირიდებთ შეშუპებას. მანგო სასარგებლოა ნერვული სისტემისთვისაც. ის შეიცავს დიდი რაოდენობით გლუკოზას, რომელიც ენერგიის მომატებას განაპირობებს და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ერთი ჭიქა მანგოს წვენი, თუ მას დილით მიიღებთ, მთელი დღის სამყოფი ენერგიით მოგამარაგებთ. თუმცა მანგოს ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამზე მხოლოდ 70 კკალორიაა. მანგო სასარგებლოა კიბოს პროფილაქტიკისთვის. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით – ნივთიერებებით, რომლებიც ბოჭავს სიმსივნის განვითარების მაპროვოცირებელ თავისუფალ რადიკალებს.

როგორ ვიმკურნალოთ მანგოთი

ტუჩების ჰერპესის საწინააღმდეგო პასტა

დაანაწევრეთ ჩანგლით ცოტაოდენი მანგოს მწიფე რბილობი, შეურიეთ ორი წვეთი მენთოლის ზეთი და მიღებული ფაფა დაიდეთ გაღიზიანებულ ადგილზე 10-15 წუთით. ეს პროცედურა დღეში 2-3-ჯერ გაიმეორეთ. აქტიურ მოქმედებას უზრუნველყოფს ვირუსსაწინააღმდეგო ნივთიერება მაგნეფერინი, რომელიც მანგოშია აღმოჩენილი.

დამატენიანებელი კრემ-ნიღაბი აქერცლილი კანისთვის

2 სუფრის კოვზ მანგოს დანაწევრებულ რბილობს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და დაიდეთ სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიწმინდეთ სახის კანი ტონალურით.

ანტისტრესული კოქტეილი

3 სუფრის კოვზ მანგოს რბილობს შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი წიწიბურას თაფლი და 0,5 ჭიქა თბილი რძე. მიიღეთ მცირე ულუფებად.

თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს

აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის სტაფილოსა და მანგოს ახალგამოწურული წვენები. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ერთი თვის განმავლობაში.

როგორ მოვამზადოთ მანგოს კერძი

მანგოსგან მზადდება მადისაღმძვრელი საუზმეული, გამაგრილებელი კოქტეილები, პიკანტური საწებლები, სოუსები, ჯემი, ხილფაფა, ხილის ჟელე. შეიძლება მისი ნაყოფის დაკონსერვება, გაყინვა, გახმობა. თუ გსურთ, ორგანიზმმა უკეთ აითვისოს კაროტინი, რომელიც მანგოში მეტია, ვიდრე სტაფილოში, მისგან დამზადებულ სალათებსა და დესერტს დაამატეთ მცენარეული ზეთი, მაიონეზი, იოგურტი ან უცხიმო არაჟანი.

რძისა და ხილის მიუსლი

საჭიროა: 1 მანგო, 2 მსხალი, 100 გ უცხიმო ხაჭო, 100-150 გ სიმინდის ფანტელი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა, შაქარი და ვანილი – გემოვნებით. გარეცხეთ მანგო, მჭრელი დანით გაფცქვენით, ამოუღეთ კურკა. რბილობი გახეხეთ. გათლილი მსხალი დაჭერით კუბებად. აურიეთ ხილი ერთმანეთში და 30 წუთით შედგით მაცივარში. კარგად აურიეთ ერთმანეთში ხაჭო და 5 სუფრის კოვზი რძე, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და ლიმონის ცედრა. ხილი გაანაწილეთ თეფშებზე, ზემოდან დაადეთ ხაჭოს მასა, მოაყარეთ სიმინდის ფანტელი, მოასხით დარჩენილი რძე. მიირთვით საუზმეზე.

ჰაეროვანი შარბათი

საჭიროა: 1 ცალი მწიფე მანგო, 100 გ შავი მოცხარი, 3-4 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ცალი მოზრდილი ბანანი, მარწყვი, ხენდრო და ჟოლო გემოვნებით. კანგაცლილი და უკურკო მანგო დაჭერით მცირე ნაჭრებად, შეურიეთ შავი მოცხარი, ჩააწყვეთ ჭურჭელში და ოდნავ გაყინეთ. შემდეგ მსუბუქად ათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ თაფლი და ბანანის რგოლები. შარბათი გადაიღეთ ჯამში, მორთეთ ცოცხალი მარწყვით ან ჟოლოთი და მიიტანეთ სუფრასთან.