ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმები ხუმრობენ

,

  • ქაფის მოცილება სულის შებერვით სცადა

ნარკოლოგიური საავადმყოფო. ექიმი - ექთანს: "აბა, როგორ გრძნობს თავს ჩვენი ავადმყოფი?" "უკვე გონზე მოვიდა, ექიმო. ყოველ შემთხვევაში, სულ ახლახან წამლის ზედაპირიდან ქაფის მოცილება სულის შებერვით სცადა..."

sicili.jpg

  • უვარგისი მილები შემოგვაპარა

"რა მოხდა? - ჰკითხა ფარმაცევტმა რამდენიმე წუთით აფთიაქის დახლთან დატოვებულ კოლეგას, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა, - შენ რა, დალიე თუ რაიმე წამალი მიიღე?" "არა, მსგავსი არაფერი ჩამიდენია, უბრალოდ… გახსოვს, გასულ ზამთარს ჩვენთან მილები რომ გაიყინა და გასკდა?" "მახსოვს, მერედა რა მოხდა?" "ცოტა ხნის წინ, აი, ის სანტექნიკოსი იყო მოსული გაციების საწინააღმდეგო წამლის წასაღებად, რომელმაც ეს უვარგისი მილები შემოგვაპარა".

sicili.jpg

  • ასპროცენტიანი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება

ექიმის კაბინეტში ქალბატონი შევიდა: "ექიმო, გაქვთ ასპროცენტიანი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება?" ექიმმა კარადიდან რაღაც წამალი გამოიღო: "აი, ეს საშუალება მიიღეთ დღეში ერთხელ". "ასპროცენტიანია?" "არა, 90-პროცენტიანი". "მინდა, ასი პროცენტით ვიყო დაზღვეული". ექიმმა უფრო დიდი ზომის ტაბლეტები გამოიღო: "მაშინ ეს სცადეთ". "და ორსულობას თავიდან ავიცილებ?" "დიახ, 95%-ით". "ხომ გითხარით, ასი პროცენტით მინდა ვიყო დაზღვეული!" ექიმმა კიდევ ერთი საშუალება შესთავაზა, თითქმის ხელისგულისოდენა ტაბლეტები: "ეს წამალი 99%-ით დაგიცავთ". "არც ეს მაძლევს ხელს...… ვხედავ, ვერაფრით დამეხმარებით..." ექიმი დაფიქრდა, მერე მაგიდის უჯრიდან პატარა ლითონის ბურთულა ამოიღო: "აი, ეს სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ!" "როგორ გამოვიყენო?" "სქესობრივი აქტის დაწყების წინ ფეხებს შორის მოითავსეთ და რაც არ უნდა მოხდეს, არაფრით, არაფრით არ გაშალოთ ფეხები!"

sicili.jpg

  • მოითხოვთ დნმ-ს ანალიზს

პატარა მაგალითი იმისა, თუ რა არის კარგი, ცუდი, ძალიან ცუდი, საშინელი და თავზარდამცემი. მამაკაცებო, წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი ავტომობილით სათევზაოდ ან ქალაქგარეთ მიდიხართ. გზაზე ხელის აწევით გაჩერებთ მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალიშვილი. ეს კარგია. მისი წაყვანა გადაწყვიტეთ. გზაზე ის გონებას კარგავს. ეს ცუდია. საავადმყოფოში მიგყავთ. ექიმები გეუბნებიან, რომ ის ორსულადაა და ამ სასიხარულო ამბავს გილოცავენ. ეს ძალიან ცუდია. თქვენ ცდილობთ ყველას აუხსნათ, რომ ბავშვი თქვენი არ არის, ქალი კი საპირისპიროს ამტკიცებს - ეს სტრესია. მოითხოვთ დნმ-ს ანალიზს, რომელიც თქვენს სიმართლეს დაამტკიცებს. ეს შვებაა. ექიმი დამატებით იმასაც გამცნობთ, რომ თქვენ უშვილო ხართ. ეს საშინელებაა. მაგრამ მოულოდნელად გახსენდებათ, რომ თქვენს კანონიერ ცოლთან სამი შვილი გყავთ...

sicili.jpg

  • რისკის თავიდან ასაცილებლად ლუდს ვსვამთ

სამხედრო ექიმი მორიგე სერჟანტთან ერთად ამოწმებს ბაზაში არსებულ წყლის მარაგს. "რა საშუალებებს მიმართავთ ინფექციის პროფილაქტიკისთვის?" "პირველად ვადუღებთ წყალს". "ძალიან კარგი. შემდეგ?" "ვფილტრავთ". "ყოჩაღ. და მერე რაღას აკეთებთ?" "მერე კი რისკის თავიდან ასაცილებლად ლუდს ვსვამთ".

sicili.jpg

  • ჩაარტყით აგური წინა საქარე მინას

ფსიქიატრის რჩევა: "თუ საკუთარი ცხოვრება მოსაწყენად გეჩვენებათ და მკვეთრი ცვლილებები გსურთ, მიუახლოვდით გზაჯვარედინზე მდგარ ახალთახალ მერსედესს და მთელი ძალით ჩაარტყით აგური წინა საქარე მინას".

sicili.jpg

  • რასაც ვმკურნალობთ, იმითვე იღუპებიან!

სამედიცინო კონგრესზე. ამერიკელი მომხსენებელი: "მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. გულით ავადმყოფებს ვმკურნალობთ, თითქმის ბოლომდე ვკურნავთ, მაგრამ ისინი ღვიძლისმიერი გართულებებით იღუპებიან". ფრანგი მომხსენებელი: "ღვიძლის დაავადებებს თითქმის ბოლომდე ვარჩენთ, მაგრამ ზოგიერთი პაციენტი გულისმიერი გართულებებით იღუპება. ჩვენი მომხსენებელი: "ჩვენთან ყველაფერი რიგზეა: რასაც ვმკურნალობთ, იმითვე იღუპებიან!"

sicili.jpg

  • ცოლის მაგივრად მეზობლის ქალი მშობიარობს

პროფესორი გამოცდაზე სტუდენტს ეკითხება: "აბა, მშობიარობის რამდენი სახე იცით?" "სამი: ნაადრევი, დაგვიანებული და არასწორი". "თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით". "ნაადრევი - ქორწილამდე ერთი წლით ადრე ხდება, დაგვიანებული - ქმრის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ, არასწორი კი ის შემთხვევაა, როცა შენი ცოლის მაგივრად მეზობლის ქალი მშობიარობს".

sicili.jpg

  • კვერცხებს ახლოსაც არ უნდა გავეკარო

მამაკაცი ქუჩაში მიდის და სიარულისას ფეხებს ფართოდ შლის. გზად მეგობარი ხვდება, რომელიც გაკვირვებული ეკითხება: "ასე რატომ დადიხარ? რა გჭირს?" "გუშინ ანალიზები ჩავაბარე და ექიმმა, სისხლში ბევრი ქოლესტერინი გაქვსო". "მერე რა?" "რა და, კვერცხებს ახლოსაც არ უნდა გავეკარო".

sicili.jpg