ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმები ხუმრობენ

.

  • შეიძლება თითი გაიჭრათ

ხანდაზმული ქირურგი ახალბედას ჭკუას არიგებს:- ასე რომ, კოლეგა, დღეს თქვენ პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია გაქვთ. მობილიზებული უნდა იყოთ და დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თითი გაიჭრათ.

sicili.jpg

  • გული ვერ მაქვს წესრიგში...

კარდიოლოგის კაბინეტში მამაკაცი შედის:

- ექიმო, რაღაც გული ვერ მაქვს წესრიგში...

- მართლა? იცით, ეს საუკეთესო დიაგნოზია! გარეთ რომ გახვალთ, მომდევნო პაციენტს დაუძახეთ!

sicili.jpg

  • ნახევარი ლიტრი კონიაკი და ყველაფერი გაგივლით.

ექიმი:

- რა გაწუხებთ?

მამაკაცი:

- გული მიკვდება, ექიმო. სამშობლოს ძარცვავენ, ყიდიან, სამართალი აღარ არსებობს...

ექიმი მაგიდის უჯრიდან კონიაკის ბოთლს იღებს და სითხეს ჭიქაში ასხამს.

- დალიეთ.

მამაკაცი სვამს. ორიოდე წუთის შემდეგ:

- აბა, მოგეშვათ გულზე?

- დიახ, ექიმო.

- მაშ ასე, მიიღეთ დღეში ნახევარი ლიტრი და ყველაფერი გაგივლით.

sicili.jpg

  • ზღვის ჰაერი

ექიმი:

- თქვენთვის აუცილებელია ზღვის ჰაერი!

პაციენტი:

- იცით, ექიმო, მე მეზღვაური ვარ.

ექიმი:

- ამ შემთხვევაში ზღვის ჰაერი კატეგორიულად გეკრძალებათ!

sicili.jpg

  • რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს პროფესია?

მეგობარი დერმატოლოგს ეკითხება, რატომ აირჩია მან მაინცდამაინც ეს პროფესია.

- სამი მიზეზის გამო: პირველი - ჩემი პაციენტები არასდროს მაღვიძებენ ღამით; მეორე - ამ დაავადებით არ იხოცებიან; და მესამე - არასოდეს იკურნებიან.

sicili.jpg

  • ძვირფასო, შავკანიანი შვილი შეგვეძინა!

ახალგაზრდა მამაკაცი დაქორწინდა. სამი თვის შემდეგ მეუღლე ეუბნება:

- ძვირფასო, მალე ვიმშობიარებ!

- როგორ?! რა დროს მშობიარობაა?! ჩვენ ხომ სულ რაღაც სამი თვეა...

- ქორწილამდე სამი თვე ერთად ვცხოვრობდით, ქორწილის შედეგ - კიდევ სამი თვე, ხოლო სამჯერ სამი ცხრას უდრის!!!

გავიდა რამდენიმე დღე და ქალმა სამშობიაროდან დარეკა:

- ძვირფასო, შავკანიანი შვილი შეგვეძინა!

- რაა?!

- არ გახსოვს, სამშობიაროში რომ მივდიოდით, გზაზე შავმა კატამ გადაგვირბინა...

ახალგაზრდა კაცი მშობლებთან გაიქცა და მამას ახალი ამბავი ამცნო. მამამ მეორე ოთახში მყოფ მეუღლეს გასძახა:

- ქალო, არ გახსოვს, სამშობიაროში რომ მიმყავდი, გზაზე ვირს ხომ არ გადაურბენია?

sicili.jpg

  • თვითმკურნალობამ არ გაგიტაცოთ!

- ექიმო, გამიგონია, რომ გაციებას ძალიან უხდება სექსი.

- მართალია, ქალიშვილო, მაგრამ იცით რა... თვითმკურნალობამ არ გაგიტაცოთ!

  • საკუთარი ხვრინვის ხმა მაღვიძებს

- ექიმო, ღამით ისე ვხვრინავ, რომ საკუთარი ხვრინვის ხმა მაღვიძებს. რას მირჩევთ?

- მეორე ოთახში დაიძინეთ.

sicili.jpg

  • მსუბუქი ცეცხლნასროლი ჭრილობები

მიმღების სარეგისტრაციო ჟურნალის ჩანაწერიდან: "გუშინ გმირთა მოედანზე მოხდა ავარია - bmw z3-ი დაეჯახა hammer-ის მარკის ავტომანქანას. ავარიის მონაწილეებს მიღებული აქვთ მსუბუქი ცეცხლნასროლი ჭრილობები"...

sicili.jpg

  • ტუალეტიდან მისი სიცილი მოისმა

ხანდაზმულმა წყვილმა ქორწილის 50 წლისთავის აღნიშვნა იმავე გარემოში გადაწყვიტა, როგორიც პირველ საქორწინო ღამეს ჰქონდა. ზუსტად იგივე ტანსაცმელი ჩაიცვეს, სასტუმროს ზუსტად იგივე ნომერი დაჯავშნეს, იგივე მუსიკა ჩართეს. და, როგორც მაშინ, მამაკაცი ტუალეტში შევიდა. ორიოდე წუთის შემდეგ ტუალეტიდან მისი სიცილი მოისმა.

- რა რომანტიკული ხარ, ძვირფასო! ყველაფერი იგივეა: გარემო, მუსიკა... და ორმოცდაათი წლის წინ ზუსტად ასე იცინოდი ტუალეტში!

- ჰო, ძვირფასო, მაგრამ მაშინ იმის გამო ვიცინოდი, რომ შარდის ნაკადი ლამის ჭერს მისწვდა, ახლა კი იმიტომ, რომ ფეხები დავისველე.

sicili.jpg

  • მოშარდე უროლოგივით

კბილის პასტა "ბლენდ-ა-მედის" სარეკლამო სლოგანის "გაიხეხე კბილები სტომატოლოგივით" გამოსვლის შემდეგ გამოსასვლელად მზადდება კიდევ რამდენიმე სიახლე: ურეთრის კათეტერი - "მოშარდე უროლოგივით", ჰემოროიდული სანთლები - "მოისაქმე პროქტოლოგივით" და ხელოვნური სახსარი - "იკოჭლე ორთოპედივით".

sicili.jpg