ზღვის მაცოცხლებელი ჰაერი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ზღვის მაცოცხლებელი ჰაერი

ზღვის მაცოცხლებელი ჰაერი
ზაფხულის დადგომისთანავე გვიზიდავს ზღვის სანაპირო, ცხელი ქვიშა და მცხუნვარე მზე. მიზეზი მარტივია: ზღვა გვხიბლავს სივრცითა და სილამაზით, ტალღების ხმაური კი გვამშვიდებს. ზღვის უკიდეგანო სივრცე გვაჯადოებს და გვამშვიდებს. სწორედ ზღვასთან ასოცირდება ყველაზე სასიამოვნო დასვენება.

ზღვის წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, პრაქტიკულად მენდელეევის მთელ ცხრილს. სწორედ ამით აიხსნება ზღვის ჰაერის სამკურნალო თვისებები, რომელიც, გარდა მაღალი ხარისხის იონიზაციისა, განთქმულია ბრომის, იოდის, ნატრიუმის ქლორიდისა და ადამიანისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. ზღვის ჰაერში არ არის ბაქტერია და მტვერი.


ხოლო ღელვისას სანაპიროზე ყოფნა განსაკუთრებით სასარგებლოა,
რადგან ეს ჰაერი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ორგანოებისა და ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრებას ერითროციტების კედლებზე უარყოფითად დამუხტული იონების ზემოქმედების ხარჯზე. იონიზაცია ერითროციტებს სისხლძარღვებში უკეთ მოძრაობის საშუალებას აძლევს. უარყოფითად დამუხტული იონები აუმჯობესებენ ფილტვების ვენტილაციას, ხელს უწყობენ ჟანგბადის უკეთ ათვისებას, გამოყოფენ ნახშირორჟანგს, აუმჯობესებენ გულის მუშაობას. ზღვის
ჰაერი ააქტიურებს როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შრომის უნარს, აძლიერებს იმუნურ, ნერვულ და კუნთოვან სისტემას, ეხმარება ძვლის ქსოვილის გაძლიერებას, აუმჯობესებს В ჯგუფისა და С ვიტამინების სინთეზს. ზღვის ჰაერი ზრდის ჰემოგლობინის მაჩვნებელს და სისხლში ერითროციტების რაოდენობას, ააქტიურებს სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევას. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე და ხელს უწყობს რელაქსაციას.

ზღვის ჰაერში არსებული იოდი დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე, აახალგაზრდავებს კანს. კალიუმისა და იოდის ურთიერთქმედება კი აწესრიგებს არტერიულ წნევას, გულის კუნთის მუშაობას, ხელს უწყობს მჟავატუტოვანი და უჯრედებსა და ქსოვილებში წყლის ბალანსის ნორმალიზებას. ზღვის ჰაერში ყველა მიკროელემენტი ისეა დაბალანსებული, რომ ორგანიზმზე თერაპიულად მოქმედებს. ზღვის ჰაერში არსებული მაგნიუმი აძლიერებს ნერვულ სისტემას, ამიტომ ადამიანი მშვიდდება და ნაკლებად მგრძნობიარეა გარე გამღიზიანებლებისადმი. რაც უფრო ახლოსაა ზღვა, მით უფრო სასარგებლოა ჰაერი.

ზღვის ჰაერით მკურნალობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას, ამისთვის საკმარისია მხოლოდ მისი შესუნთქვა. განსაკუთრებით სასარგებლოა შტორმის დროს სეირნობა. ამ დროს ჰაერი გამდიდრებულია ჟანგბადითა და ოზონით.

განსაკუთრებით სასარგებლოა სანაპიროზე ძილი. ის გვეხმარება გულის დაავადებების დროს, მომატებული წნევისას, ხსნის დაღლილობას და კურნავს უძილობას, ატონიზირებს ორგანიზმს, აუმჯობესებს განწყობას. სანაპიროზე ძილის დროს სუფთავდება ბრონქები, სისხლი ჯერდება აუცილებელი მიკროელმენტებით.

ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს ზღვაზე დასვენება, შესაძლოა, სერიოზული პრობლემების მიზეზად იქცეს.

თავის შეკავება ჯობს შემდეგი დაავადებებისას:

  • ინფექციური დაავადებები;
  • ფილტვებისა და ბრონქების მწვავე დაავადებები;
  • იოდზე ალერგია;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები;
  • კანის ზოგიერთი დაავადება;
  • ორსულობა;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები;
  • სიმსივნური პროცესები;
  • თირკმელების მწვავე დაავადებები;
  • ჰერპესის ხშირი რეციდივები.

ზღვაზე დასვენება არასასურველია სისტემური, ანთებითი აუტოიმუნური დაავადებების: სისტემური წითელი მგლურას, დერმატოპოლიმიოზიტის, რევმატოიდული ართრიტის დროს. ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება ანთება გაამწვავოს, ის ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რაც აუტოიმუნური დაავადებების დროს უკუნაჩვენებია.

ოსტეოართროზის შემთხვევაში დასაშვებია ყველა სახსრის დაზიანების დროსაც კი, ოსტეოპოროზისას ძალიან სასარგებლოა ზღვის კურორტებზე ყოფნა. მზის სხივები ასტიმულირებს D ვიტამინის გამომუშავებას, რაც სახსრების დისტროფიული დაზიანებისას აუცილებელია.

სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც ბრონქული ასთმა და ალერგია აწუხებს. მათთვის მთის ჰაერი უფრო სასარგებლოა. გასათვალისწინებელია ზაფხულის პერიოდში აყვავებული მცენარეებიც.

ზღვაზე მკურნალობის სახეები:

  • ანტისტრეს-იმობილაიზინგი. ზღვის თერაპიის ეს სახელწოდება მაქსიმალურად მოდუნებულ მდგომარეობაში წყალში უმოძრაოდ ყოფნას გულისხმობს. მისთვის იდეალურია მაღალი კონცენტრაციის მარილიანი წყალი. საჭიროა ზურგზე დაწოლა, მოდუნება და თვალების დახუჭვა. ხერხემლის, კისრისა და წელის ნაწილები მაქსიმალურად მოდუნებული უნდა იყოს. ასეთი სახის თერაპია გამოიყენება სტრესის შედეგებთან საბრძოლველად, ქრონიკული და სეზონური დეპრესიის სამკურნალოდ. ამ მიზნით საუკეთესო დრო საღამოა, მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე, გრილი წყლის მოყვარულთათვის დილასაც შეიძლება.
  • ზღვაში ვენომატონიზებელი გასეირნება. შედით წყალში შუა წვივის დონემდე და ნაპირის გასწვრივ იარეთ რაც შეიძლება დიდხანს. ასეთი სეირნობისას ფეხების ზღვის წყლით ჰიდრომასაჟი ხდება. ფეხის სისხლძარღვებზე დელიკატური დატვირთვა ვარიკოზული დაავადების პრევენცია იქნება, მისი არსებობისას კი გაუმჯობესდება ვენების მდგომარეობა. განსაკუთრებით სასარგებლოა გრილ ზღვაში, 18-200С ტემპერატურის წყალში სეირნობა.
  • ჰიდროაბდომინოთერაპია. დაელოდეთ მსუბუქ ღელვას (ტალღების სიმაღლე 60 სმ-მდე) და გასაბერი რგოლით შედით ზღვაში მკერდამდე. მოადუნეთ სხეულის ქვედა ნაწილი. ზღვის ასეთი ნატურალური მასაჟი სასარგებლოა მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანოს პრობლების დროს - ზარმაცი ნაწლავის სინდრომიდან შარდსასქესო სფერომდე.

საზოგადოდ, ზღვა სასარგებლოა ყველასათვის, ვისაც გაკაჟება უნდა. მზე, კონტრასტული წყლისა და ჰაერის პროცედურები ავარჯიშებს იმუნიტეტს, რაც სამომავლოდ ნებისმიერი ინფექციის დამარცხების საშუალება იქნება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიანგარიშეს რა დრო უნდა დავყოთ ბუნებაში იმისათვის, რომ ეს განტვირთვა ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოგზაურობა ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.
შვებულება მხოლოდ მოდუნების შესაძლებლობა არაა. ექსპერტების აზრით, შვებულება სასარგებლო და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
ზაფხული ის პერიოდია, როცა არდადეგებისა და შვებულების გამოყენებას ყველა მაქსიმალურად ცდილობს.
ბოლო დროს მსოფლიოში ბევრი უჩვეულო ადგილი გამოჩნდა, სადაც შვებულების საინტერესოდ გატარება და აქტიური დასვენება შეიძლება. მაგალითად, შეგიძლიათ წყალქვეშ იძინოთ, იმოგზაუროთ ან წყალქვეშა რესტორანს ეწვიოთ. ყინულის ან პრეისტორიულ გამოქვაბულ-სასტუმროში დასვენებაც შესაძლებელია. არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა, თუმცა ეს ყველაფერი იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ. ჩვენ რამდენიმე უჩვეულო ადგილს გაგაცნობთ, თქვენ კი…გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ხარჯის გაწევა.

ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად