/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

საღეჭი რეზინი - სარგებელი და ზიანი

საღეჭი რეზინი - სარგებელი და ზიანი
საღეჭ რეზინას აქვს სარგებელი და ზიანიც.

საღეჭმა რეზინამ, განსაკუთრებით შაქრიანმა, შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაზიანება, თუმცა, საღეჭი რეზინის მოხმარება ხშირად რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც მოწევისთვის თავის დანებება სურს.

საღეჭი რეზინები ზოგადად იყოფა ორ ტიპად: შაქრიანი და უშაქრო.

საღეჭი რეზინის დადებითი გავლენა ჯანმრთელობაზე

არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საღეჭი რეზინი სასარგებლოა ტვინისთვის. საღეჭი რეზინი აძლიერებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. ამავდროულად, კიდევ ერთი უპირატესობაა, რომ ის ტვინს კომფორტის განცდას აძლევს. ამ გზით შესაძლებელი ხდება უფრო მშვიდი განწყობის ქონა, ხელს უწყობს ყბის კუნთების გაძლიერებას. ასევე ზრდის ნერწყვის გამომუშავებას, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს პირის ღრუში, ამცირებს კბილების გაფუჭების რისკს, განსაკუთრებით უშაქრო რეზინი, ზრდის კონცენტრაციას.

საღეჭი რეზინი ამცირებს წონის მომატების რისკს, განსაკუთრებით კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებისთვის ან მათთვის, ვისაც ჭამის სურვილი აქვს სტრესის დროს. ვინაიდან საღეჭი რეზინი ხელს უწყობს ყურადღებას გადატანას და ადამიანს ჭამის სურვილი არ უჩნდება.

რა ზიანი მოაქვს საღეჭ რეზინას?

საღეჭი რეზინა აძლიერებს ყბის კუნთებს, მაგრამ მუდმივად ღეჭვისას მავნე ზემოქმედებაც არსებობს. რეზინის ხანგრძლივი ღეჭვა აზიანებს ყბის დისკს. ასევე შესაძლებელია ადამიანებმა თავის ტკივილი განიცადონ ყბის ძვლის გადატვირთვის გამო. ძალიან ბევრი რეზინის ღეჭვა არ არის კარგი, რადგან ზოგიერთ საღეჭ რეზინში შესაძლოა იყოს ქიმიკატები და კონსერვანტები.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

საღეჭი რეზინის დღის განმავლობაში გარკვეულ დროზე მეტ ხანს ღეჭვამ შეიძლება გამოიწვიოს ყბის გადატრვირთვა და სახის სტრუქტურის ცვლილებები, ამიტომ, საშუალოდ, დღეში ნახევარი საათით ღეჭვა საკმარისია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რქებით დავიწყოთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რქებით დავიწყოთ!

დაქალები საუბრობენ: "ჩემმა სტომატოლოგმა მითხრა, რომ ცუდი კბილები მაქვს და ის კბილის პასტა მომცა, რომლითაც თავად სარგებლობდა. შემდეგ - კბილის ჯაგრისი, პირსახოცი და ბოლოს ერთად ცხოვრებაც შემომთავაზა".

images-1701861616.jpg

დილის კონფერენციაზე კათედრის გამგე სიტყვით გამოდის:

-"გავიგე, რომ ეს ღამე შედარებით მშვიდი იყო, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა გამოძინებაც მოახერხა, რომ, - საწოლებზე ლაპარაკი ზედმეტია, - სავარძლებიც კი არ გყოფნით დასაძინებლად და ამიტომ ორად გაიყავით - ნახევარი ღამე ერთმა ნაწილმა დაისვენა, მეორე ნახევარი - მეორემ".

-ხმა დარბაზიდან: "ეს ყველაფერი ისედაც ვიცით, პირდაპირ გვითხარით, რაშია საქმე?"

-"რაშია საქმე და დილით სამანიპულაციო ოთახში სრული გარყვნილება ვიხილე - მამაკაცები ქალებს ჩახუტებოდნენ და ეძინათ".

-იგივე ხმა დარბაზიდან: "რა უნდა ექნათ? ლამის მთელი ღამე მუშაობდნენ. დასასვენებელი ადგილები არ გვყოფნის, იმუშავეს - დაიძინეს".

-"არ მაინტერესებს! სხვა დროს სხვანაირად გაიყავით - მამაკაცებმა მამაკაცებთან ერთად დაისვენონ, ხოლო ქალებმა - ქალებთან ერთად".

-ხმა დარბაზიდან: "ეს რა, გარყვნილება არ არის?!"

images-2-1701862352.jpg

პაციენტი ჩივის: "ექიმო, მიშველეთ რამე - როცა ვშარდავ, თვალებიდან ცხარე ცრემლი მომდის!" დაავადების ჩივილების გამოკითხვის შემდეგ ექიმი ავადმყოფს რეცეპტს უწვდის: "პლუს 10 დიოპტრიის სათვალე".

"ვითომ მიშველის?"

"გიშველის, გიშველის! უკეთ დაინახავ, ვისთან წვები!"

images-1-1701862022.jpg

პაციენტი ოკულისტთან:

"აბა, ეს აბზაცი წაიკითხეთ".

"არ შემიძლია, ექიმო".

"გასაგებია, ესე იგი ახლომხედველი ხართ".

"ახლომხედველი კი არა, უბრალოდ, წერა-კითხვა არ ვიცი!"

images-2-1701862352.jpg

მამაკაცმა ქალი გაიცნო და მალე საწოლში აღმოჩნდნენ... ისვენებენ, ეწევიან და საუბრობენ. სიტყვა უსაფრთხო სექსზე ჩამოვარდა. ქალი ყვება, რომ მრავალი მამაკაცი ჰყავდა, თუმცა ყოველთვის ფრთხილად იყო, ერთხელაც არ დაავადებულა, ერთი აბორტიც არ გაუკეთებია... მამაკაცი წევს და ჭერს მისჩერებია. ცოტა ხნის შემდეგ ჩაფიქრებული ამბობს:

"მე კი ერთი-ორჯერ აბორტი მაქვს გაკეთებული..."

"რა-ა?!"

"არასწორად გამიგე, ძვირფასო, მე გინეკოლოგი ვარ".

images-siciliki-1701860350.jpg

ახალგაზრდა კაცი შეყვარებულის მამას ეუბნება:

"მესმის, რომ ეს უბრალო ფორმალობაა, მაგრამ მაინც - ხომ არ მეტყვით უარს, თქვენი ქალიშვილის ხელი რომ გთხოვოთ?"

"ვინ თქვა, რომ ეს "უბრალო ფორმალობაა?!" - კითხულობს ქალის გაბრაზებული მამა.

"გინეკოლოგმა, ბატონო!"

images-siciliki-1701860350.jpg

ფეხმძიმე ქალმა და მისმა მეუღლემ ექიმს ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა, ორსულობის დროს სექსი ჰქონოდათ. ექიმმა აუხსნა, რომ თუ თავს ვერ შეიკავებდნენ, მაშინ პირველ ტრიმესტრში შეეძლოთ, ეს ჩვეულებრივ ეკეთებინათ, მეორე ტრიმესტრში - მუხლ-იდაყვის პოზაში, ხოლო მესამე ტრიმესტრში მგლის სტილით მოუწევდათ დაკმყოფილება. "ეგ რაღაა?" - იკითხა გაკვირვებულმა ქმარმა. "ეს ის სტილია, როცა თქვენ ცოლის გვერდით წევხართ და ყმუით".

images-1701861616.jpg

სექსოლოგი იმპოტენციით შეწუხებულ მამაკაცს მიმართავს: "არ ინერვიულოთ, ბატონო... აი, ნახავთ, ცხოვრებას თავიდან დაიწყებთ. ათასზე მეტი ჩვენი პაციენტი სერიულ მოძალადედ იქცა!"

images-1701861616.jpg

სექსოლოგს კონსულტაციისთვის სიმპათიურმა ქალმა მიმართა:

-"ექიმო, ჩემს ქმარს პოტენციის პრობლემები აქვს. ნუთუ არ არსებობს ისეთი საშუალება, რომ ბუღად იქცეს?!"

-"ამაზე ადვილი რა არის, გენაცვალე, გაიხადეთ".

-"რატომ?"

-"თუ გინდათ, შინ ბუღა გყავდეთ, მაშინ რქებით უნდა დავიწყოთ!"

images-1701861616.jpg

გინეკოლოგის კაბინეტში საოცარი სილამაზის ქალი შევიდა. ექიმს პირზე ნერწყვი მოადგა. "გაიხადეთ!" - გასცა ბრძანება მან. ქალი გაშიშვლდა, გინეკოლოგიურ სავარძელზე დაწვა და ექიმს მაცდურად გაუღიმა. მკურნალმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ფერება დაუწყო. "რას შვრებით, ექიმო?" - შეიცხადა ქალმა. "ვარკვევ, კანის დაავადება ხომ არ გაქვთ", - "აუხსნა" ექიმმა და მკერდზე შეავლო ხელი. "აა, გასაგებია. ახლა კი ალბათ გინდათ დარწმუნდეთ, რომ მკერდის კიბოთი არ ვარ დაავადებული", - გაუღიმა ქალმა. "მართალი ბრძანდებით, - ამბობს ექიმი და გათამამებული შეტევაზე გადადის, - ახლა რას ვაკეთებ?" "სიფილისს იკიდებთ, ექიმო..."

ექიმი, რომელმაც ქალი გასინჯა, კაბინეტიდან გამოვიდა და იქვე, კართან მდგომ მეუღლეს უთხრა: "თქვენთვის ორი ამბავი მაქვს: კარგი და ცუდი". "ცუდით დაიწყეთ, ექიმო". "თქვენი ცოლი სიფილისით არის ავად". "რას მეუბნებით?! და კარგი ამბავი რაღაა?" "ეს დაავადება მას თქვენგან არ გადასდებია".

images-siciliki-1701860350.jpg