/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : სტომატოლოგია

გამარჯობა. ვარ 33 წლის. მეკეთა გერმანული ბრეკეტები. გავისწორე კბილები,ორივე ყბაზე. მეკეთა კაპები. ზედა ყბაზე ჩავისვი ცირკონები. ხოლო ქვედა ყბაზე შედარებით კარგი კბილები მაქვს და ექიმმა არ მირჩია ცირკონების ჩასმა. ქვედაზე რახან არაფერს ვიკეთებდი გამიკეთეს რეტეინერი და კაპიც რა თქმა უნდა. თავიდან ზედმიწევნით ვიცავდი დროებს. სულ მეკეთა მერე უკვე ამერია,უკვე დროებით მოხსნაზე რომ გადავედი მერე მავიწყდებოდა რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ გაკეთება. შეიძლებოდა 2 დღეც დამვიწყებოდა. ახლა კიდე სულ არ მინდ ამ კაპის გაკეთება. რომ აღარ გავიკეთო საერთოდ ისევ დამებრიცება კბილები? წინა 6 კბილზე ქვედა ყბაზე მაქვს რეტეინერი სიმყარისთვის. 4-5 კბილებზე არ მაქვს არაფერი. მეექვსე კბილები მაკლია. მეშვიდეები მაქვს. სიბრძნის კბილები ოთხივე ამოღებული მაქვს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

კბილის დაავადებები და მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

კბილის დაავადებები და მათი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
გვესაუბრება ექიმი სტომატოლოგი მაია ხუჯაძე. - კარიესი - ალბათ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დიაგნოზი, რომელიც ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანისთვის დაუსვამთ.

რა არის კარიესი, რა იწვევს მას, რისი ბრალია, რომ ზოგს თითქმის ყველა კბილი კარიესული აქვს, ზოგისთვის კი ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა?

- კარიესი პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ხდება კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რასაც შემდგომ ღრუს წარმოქმნა მოსდევს. კარიესს მრავალი ფაქტორი იწვევს. ზოგიერთი მათგანი მკითხველს შესაძლოა უცნაურიც კი მოეჩვენოს.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია გეოგრაფიული გარემო. საქმე ის არის, რომ კარიესის განვითარებაზე გავლენას ახდენს წყლის შემადგენლობა, ჰავა, კლიმატის თავისებურებები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფითი კულტურაც კი. ცნობილია, რომ ინდოეთში, რომელიც არ გამოირჩევა პირადი ჰიგიენის მაღალი კულტურით, კარიესის გავრცელება საკმაოდ დაბალია. ამის მიზეზად უხეშ, ბოჭკოთი მდიდარ და რაფინირებული ნახშირწყლებით ღარიბ საკვებს ასახელებენ. დადგენილია, რომ უხეში, ბოჭკოთი მდიდარი საკვები ხელს უწყობს კბილების თვითგაწმენდას, რაფინირებული ნახშირწყლებით მდიდარი კი კარიესის ხელშემწყობი ფაქტორია.

გარდა ნახშირწყლების შემცველობისა, დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუში საკვების დაყოვნებას. ხანგრძლივი დაყოვნება ხელს უწყობს ნახშირწყლების დაშლას და კარიესის ხელშემწყობი ნივთიერებების გამოთავისუფლებას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საყოველთაოდ არის ცნობილი განსაზღვრული მიკრობების როლი კარიესის აღმოცენებაში. აქვე არ შეიძლება, ყურადღება არ გავამახვილოთ ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის პირის ღრუს ჰიგიენა, ცხოვრების წესი. მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორის როლიც. ცალკე აღნიშვნის ღირსია საკვებსა თუ წყალში ისეთი მიკროელემენტების შემცველობა, როგორიც არის ფთორი და კალციუმი. ამრიგად, ვერ დავასახელებთ კარიესის აღმოცენების ერთ უნიკალურ მექანიზმს. ზემოთ დასახელებულ ყოველ მიზეზს საკუთარი წვლილი შეაქვს ჩვენთვის ამ კარგად ნაცნობი დაავადების აღმოცენებაში.

- რამდენი სტადია აქვს კარიესს?

- იმის მიხედვით, რომელი ქსოვილია დაზიანებული, განასხვავებენ მინანქრის, დენტინისა და დუღაბის (ფესვის) კარიესს, პროცესის სიღრმის მიხედვით კი განარჩევენ ლაქის კარიესს, რომლის დროსაც დაზიანებულია მინანქრის ზედა შრე, ზერელე კარიესს, რომლის დროსაც პროცესი დენტინამდე ვრცელდება, საშუალო კარიესს, რომლის დროსაც უკვე კარგად ჩანს კარიესის ღრუ და პროცესი ვრცელდება დენტინის შრეზეც და ღრმა კარიესს, რომლის დროსაც პულპამდე დარჩენილია დენტინის თხელი შრე. უკანასკნელ შემთხვევაში კარიესის ღრუსთან შეხება ტკივილს იწვევს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მყავს Შვილი ბიᲭი ერᲗი წლის და 4 Თვის. პირᲨი აქვს უსიამივნო სუნი. ამოსდის რამოდენიმე კბილი ერᲗად და ᲨეიᲫლება ამის ბრალიც იყოს? და მაინტერესებს ᲨეგვიᲫლია Თუ არა დავიწყოᲗ კბილების ხეხვა უკვე? ამ ასაკᲨი ᲨეიᲫლება Თუ არა?</p>

ჩამოთვლილი ფორმები გაურთულებელი ანუ მარტივი კარიესის ნაირსახეობებს წარმოადგენს. როგორც ვხედავთ, მარტივი კარიესის დროს დაზიანებულია მხოლოდ კბილის მაგარი ქსოვილი - მინანქარი, დენტინი, დუღაბი.

არსებობს გართულებული, რთული კარიესიც. ამ დროს პროცესი ნერვსა და კბილის ირგვლივ იოგზეც ვრცელდება. მისი ფორმებია პულპიტი, რომელიც კბილის ღრუში მიკრობების შეღწევისას ვითარდება და პაციენტები მწვავე ტკივილს შეიგრძნობენ და პერიოდონტიტი ანუ კბილის ირგვლივი ქსოვილების ანთება.

არსებობს კარიესის სხვა კლასიფიკაციაც, თუმცა ის პროფესიონალთათვის არის მოწოდებული და მკითხველებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება.

- რა არის ლაქის კარიესი?

- კბილზე ჩნდება თეთრი ან მუქი, ყავისფერი ლაქა. თეთრი ლაქა უფრო სწრაფად პროგრესირებს და მალე გადადის კარიესის უფრო მძიმე ფორმებში. ამასთანავე, უფრო ვერაგია, ვინაიდან გარეგნულად შეუმჩნეველია, თვალისათვის ძნელი აღსაქმელია. ყურადღებას იპყრობს ის, რომ მინანქარს დაკარგული აქვს სიპრიალე. ამ დროს მკურნალობის ტაქტიკაა ეგრეთ წოდებული რემ-თერაპია ანუ რემინერალიზაცია, რომელიც ელექტროფორეზის მეშვეობით ტარდება - კბილის მინანქარში შეჰყავთ კალციუმი და ფთორი.

ყავისფერი ლაქები ნაკლებაგრესიულნი არიან, სწრაფი პროგრესირება არ ახასიათებთ და უფრო ღრმა ცვლილებებს დიდი ხნის შემდეგ იწვევენ.

- როგორია ზერელე კარიესის კლინიკა და მკურნალობის ტაქტიკა?

- ზერელე კარიესისთვის დამახასიათებელია მიზეზობრივი ტკივილი ანუ ტკივილი განსაზღვრული მიზეზის (ტკბილის, ცივის, მჟავეს) ზემოქმედებისას. მიზეზის მოცილებისთანავე ტკივილი გაივლის. ზერელე კარიესის სამკურნალოდ ტარდება კბილის პრეპარირება (ამ პროცესს პაციენტები გაბურღვას უწოდებენ) და დაბჟენა.

- რა არის საშუალო კარიესი, როგორ მკურნალობენ მას?

- საშუალო კარიესის დროს პათოლოგიური პროცესი დენტინში გადადის. მართალია, საშუალო კარიესი უფრო შორსწასული პროცესია, ვიდრე ზერელე, მაგრამ ამ დროს პაციენტი არაფერს უჩივის, ვინაიდან დენტინი რეცეპტორებს არ შეიცავს, პულპამდე კი დენტინის სქელი შრეა. საშუალო კარიესის დროს ტარდება კბილის პრეპარირება და დაბჟენა.

- რა არის ღრმა კარიესი, როგორია მისი მკურნალობის თავისებურებები?

- ღრმა კარიესის დროს დაზიანებულია დენტინის ღრმა შრეები, პროცესი პულპისგან დენტინის თხელი შრით არის გამოყოფილი. ჩივილებიდან დამახასიათებელია მიზეზობრივი ტკივილი. ღრმა კარიესის დროს პრეპარირება განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ჩატარდეს, რათა არ დაზიანდეს დენტინის თხელი შრე. მკურნალობის თავისებურებათაგან უნდა აღინიშნოს სპეციალური საიზოლაციო ან სამკურნალო სარჩულის გამოყენების აუცილებლობა.

- ცნობილია, რომ კარიესულ კბილს ცივი, ცხელი, ტკბილი საკვების ზემოქმედებისადმი სხვადასხვაგვარი მგრძნობელობა ახასიათებს. რისი ბრალია ეს?

- ცივი საკვებისადმი მგრძნობელობა დამახასიათებელია კარიესისა და პულპიტისთვის - კბილის სისხლძარღვოვან-ნერვული კონის ანთებისთვის. ცხელი საკვების შეხებისას ტკივილი აღმოცენდება პერიოსტიტის, მწვავე ან ქრონიკული პულპიტის, პერიოდონტიტის დროს.

- რა არის პულპიტი და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?

- როგორც აღვნიშნეთ, პულპიტი კბილის რბილი ქსოვილის ანთებაა. პაციენტები მას ნერვის ანთებად იხსენიებენ. პულპიტის დროს ადამიანი უჩივის ძლიერ ტკივილს. ტკივილი აღმოცენდება ტემპერატურული გამღიზიანებლის ზემოქმედებისას, მწვავდება ღამით. უნდა ითქვას, რომ თუკი ზერელე კარიესისთვის მიზეზობრივი ტკივილია დამახასიათებელი, პულპიტის დროს ტკივილი გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილების შემდეგაც აღინიშნება. ზოგჯერ ტკივილი მუდმივი ხდება. პულპიტის შემთხვევაში ხდება პულპის მოცილება და არხების დაბჟენა.

თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, შესაძლოა მოხდეს პულპის ნეკროზი და პროცესი კბილის მწვერვალის ირგვლის ქსოვილებზე გავრცელდეს.

კომენტარები (1)
პულპის დევიტალიზაცია
რა არის პულპის დევიტალიზაცია?
თარიღი : 27-09-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : სტომატოლოგია

-გამარჯობათ.დიდი ხანია კბილებს ვიპლომბავ და ექიმებიც შემეცვალა ამ დროში.ადრე პლომბი როცა ამომივარდებოდა-უფრო მასიური იყო(ანუ მთლიანად ვარდებოდა).ახლა რომ მომძვრა თხელი იყო (ფრჩხილის სისქე),მის ქვეშ დარჩა პლომბის ნაწილი თუ არა არ ვიცი.მოკლედ ჯერ ერთი ასეთი თხელი პლომბის დადება სწორია?(ექიმი დამადებდა პლომბს,მერე დაასხივებდა რაღაც იისფრად,მერე ისევ ამატებდა პლომბს,ისევ ასხივებდა და ასე შემდეგ).და მეორეც-ეს ნერვი რომ მოვკალით კბილში იმიტომ აღარ იცდის პლომბი,კბილი სწრაფად იშლებაო(ექიმმა),-ერთი-ორი თვის ნერვმოკლულ და დაპლომბილზე თქვა,როცა ადრე ნერვმოკლულ კბილებში წლობით მედო პლომბი უპრობლემოდ.იქნებ ამიხსნათ სიმართლე როგორაა.მადლობთ

კატეგორია : სტომატოლოგია

გამარჯობა. ვარ 33 წლის. მეკეთა გერმანული ბრეკეტები. გავისწორე კბილები,ორივე ყბაზე. მეკეთა კაპები. ზედა ყბაზე ჩავისვი ცირკონები. ხოლო ქვედა ყბაზე შედარებით კარგი კბილები მაქვს და ექიმმა არ მირჩია ცირკონების ჩასმა. ქვედაზე რახან არაფერს ვიკეთებდი გამიკეთეს რეტეინერი და კაპიც რა თქმა უნდა. თავიდან ზედმიწევნით ვიცავდი დროებს. სულ მეკეთა მერე უკვე ამერია,უკვე დროებით მოხსნაზე რომ გადავედი მერე მავიწყდებოდა რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ გაკეთება. შეიძლებოდა 2 დღეც დამვიწყებოდა. ახლა კიდე სულ არ მინდ ამ კაპის გაკეთება. რომ აღარ გავიკეთო საერთოდ ისევ დამებრიცება კბილები? წინა 6 კბილზე ქვედა ყბაზე მაქვს რეტეინერი სიმყარისთვის. 4-5 კბილებზე არ მაქვს არაფერი. მეექვსე კბილები მაკლია. მეშვიდეები მაქვს. სიბრძნის კბილები ოთხივე ამოღებული მაქვს.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ექიმები ხუმრობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმები ხუმრობენ

.

  • სათბურაში თბილი წყალი ჩაასხით და მომიტანეთ

ხანდაზმულ პრაქტიკოს ექიმს ავადმყოფის გასინჯვისას გული შეუღონდა და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. ოჯახის წევრები შეშინდნენ, პაციენტი კი არ დაიბნა, ჯერ წყალი ასხურა, შემდეგ ნეკზე უკბინა. ექიმი გონს მოვიდა.

”სათბურაში თბილი წყალი ჩაასხით და მომიტანეთ!” - ბრძანება გასცა პაციენტმა. მოუტანეს. პაციენტმა ექიმს სათბურა გულმკერდზე დაადო.

”ძმრიანი, გაწურული ტილო!” - ისევ გასცა განკარგულება პაციენტმა და ექიმს ყურის ძირები, სახსრები და კისერი დაუზილა. ექიმმა მოიხედა.

პაციენტმა კიდევ რამდენიმე პროცედურა ჩაუტარა და დაარიგა: ”ახლა ცოტა ხანს იწექით, მერე კი შეგიძლიათ ადგეთ. ნერვებს არ აჰყვეთ, დილაობით სუფთა ჰაერზე ისეირნეთ და ივარჯიშეთ. ერიდეთ ზედმეტად ცხიმიანსა და ცხარე საჭმელს, მარილიც შეზღუდეთ და მსუბუქად ივახშმეთ ხოლმე”.

”უკაცრავად, რა სპეციალობის ბრძანდებით?” - ჰკითხა ექიმმა.

ელექტრიკოსი გახლავართ, ბატონო ჩემო”, - უპასუხა პაციენტმა. ექიმი წამოდგა, მეორე ოთახში გავიდა და მცირე ხნის შემდეგ რაღაც ქაღალდში გახვეული გამოიტანა. ”აჰა ჩემი დიპლომი! ესეც ფონენდოსკოპი! და ეს ათი ლარიც, რომელიც გასამრჯელოდ მომეცი”, - უთხრა პაციენტს და იღლიაში ძალით ამოუჩარა ქაღალდში შეხვეული ნივთები.

sicili.jpg

  • შენ რომ უბრალო მოქალაქე ყოფილიყავი

ჯარისკაცი, რომელიც მუცლის გვრემას უჩივის, სანნაწილში შედის. ”შენ რომ უბრალო მოქალაქე ყოფილიყავი, - საყვედურის კილოთი მიმართავს სამხედრო ექიმი, - ასეთი წვრილმანისთვის არც კი შემაწუხებდი”. ”ექიმო, მე რომ უბრალო მოქალაქე ვყოფილიყავი, ასეთი წვრილმანისთვის სახლში გამოგიძახებდით”, - თავაზიანად პასუხობს ჯარისკაცი.

sicili.jpg

  • ღრმად ისუნთქე!

მოხუცი პროფესორი თერაპევტი პალატაში ავადმყოფს სინჯავს, ფონენდოსკოპით უსმენს და ხშირ-ხშირად გაიძახის: ”ღრმად ისუნთქე!.. დაახველე!.. ახლა არ ისუნთქო!” განყოფილების გამგე ჩასჩურჩულებს: ”ბატონო პროფესორო, ფონენდოსკოპის ყურმილი ჩამოგიცურდათ!” პროფესორი ჩურჩულითვე პასუხობს: ”სულერთია, მაინც არაფერი მესმის!”

sicili.jpg

  • არასასურველი ორსულობა

”როგორ ავიცილო თავიდან არასასურველი ორსულობა?” - ეკითხება ექიმს ახალგაზრდა, სიმპათიური ქალბატონი. ”მინერალური წყალი სვით!” - ისმის პასუხად. ”მანამდე თუ... შემდეგ?” - აზუსტებს ქალბატონი. ”მის მაგივრად!”

sicili.jpg

  • საბჭოთა წარსულიდან

სოფლიდან ჩამოსულ ქალბატონს კბილი ასტკივდა. ქალაქელმა ნათესავმა პოლიკლინიკაში წაიყვანა. რეგისტატურაში ქალს პასპორტი მოსთხოვეს. ”სოფელში დამრჩა!” - მიუგო ავადმყოფმა. ”წესი წესია, ვერ დავარღვევთ! - იყო პასუხი, - უპასპორტოდ თქვენი მიღების უფლება არ გვაქვს”. ქალმა ოჯახს შეუთვალა, სასწრაფოდ გამოეგზავნათ პასპორტი და მეორე დღეს ისევ მივიდა სტომატოლოგიურ კლინიკაში. ”რა გნებავთ?” - ჰკითხეს მას. ”კბილი მტკივა”. ”პასპორტი გაქვთ?” ”ინებეთ”. რეგისტრატორმა პასპორტს ჩახედა და მკაცრად თქვა: ”ვერ მიგიღებთ!” ”რატომ?” - გაიკვირვა ქალმა. ”თქვენ ჩვენი ქალაქის მკვიდრი არ ყოფილხართ. ჩამოსულებს კი არ ვმკურნალობთ, ასეთი წესია, ნუთუ ვერ უნდა გაიგოთ?” ”მე კი გავიგე, მაგრამ კბილს როგორ გავაგებინო, რომ ”თქვენს” ტერიტორიაზე არ ამტკივდეს?” - დანანებით ჩაიქნია ხელი პაციენტმა.

sicili.jpg

  • ”ის საქმე ”რაღაც არ გამომდის

მამაკაცი ექიმს მიმართავს: ”ექიმო, ბოლო დროს ცოლთან ”ის საქმე ”რაღაც არ გამომდის... მეშველება რამე?” ექიმმა გამოჰკითხა, გასინჯა, ანალიზები აუღო და უპასუხა: ”ჩემო კარგო, ყველაფერს მოევლება, მალე მე და თქვენ გოგოებში ერთად ვიგრიალებთ”. ”გოგოებში? კი ბატონო, თუნდაც ახლავე დავიწყოთ, ოღონდ თუ შეძლებთ, ისე მიმკურნალეთ, რომ ეგ ცოლთანაც გამომივიდეს...”

sicili.jpg

  • ამ შტერებმა თეთრი ძაფით გამკერეს!

ზანგი ოპერაციის შემდეგ უგუნებოდაა. ”რა მოხდა? ნუთუ ოპერაცია ცუდად გაგიკეთეს?” - ეკითხება ექთანი. ”არა, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, მაგრამ... ამ შტერებმა თეთრი ძაფით გამკერეს!” - პასუხობს ზანგი.

sicili.jpg

  • ერთმა შეხებამაც აგაცახცახა?

ქალი მეგობარს ეკითხება: ”ოდესმე თუ შეხვედრიხარ მამაკაცს, რომლის ერთმა შეხებამაც აგაცახცახა?” ”კი, ზუსტად გუშინ შევხვდი”, - პასუხობს მეგობარი. ”მართლა?! ვინ არის?” ”კბილის ექიმი”.

sicili.jpg

  • მე სიძე გახლავართ

საოპერაციოს წინ ახალგაზრდა მამაკაცი ნერვიულად სცემს ბოლთას. დამწუხრებული ქირურგიც გამოჩნდა: ”თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს, ბატონო. სამწუხაროდ, ოპერაციის დაწყებიდან მესამე საათს დედათქვენი გარდაიცვალა...” ”იცით, მე სიძე გახლავართ”. ქირურგს სახე გაებადრა: ”ასეთ შემთხვევაში კარგი ამბავი უნდა გაცნობოთ: ოპერაციის დაწყებიდან მესამე საათს თქვენმა სიდედრმა...”

sicili.jpg