/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

პოლიპები ნაწლავის

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

კუჭის შემდეგ პოლიპები ყველაზე ხშირად გვხვდება ნაწლავებში, კერძოდ, სწორ ნაწლავსა და კოლინჯში (კოლინჯი არის მსხვილი ნაწლავი ბრმა და სწორი ნაწლავის გარეშე). პოლიპები არათანაბრად ვრცელდება მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა უბანში, უმეტესად (73,5%) ლოკალიზდება მარცხენა ნახევარში, სწორ და სიგმოიდურ ნაწლავებში. მსხვილი ნაწლავის პოლიპები ქალებზე გაცილებით ხშირად აქვთ მამაკაცებს.

პოლიპის განვითარების ანთებითი თეორიის თანახმად, პოლიპი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების შედეგია.

ემბრიონული თეორიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ემბრიონის განვითარების დროს ზოგჯერ გროვდება ჭარბი ჩანასახოვანი მასალა, რომელიც ანთებითი პროცესების შედეგად ახალწარმონაქმნად (პოლიპად) გარდაიქმნება.

კლასიფიკაცია

არსებობს მსხვილი ნაწელავის პოლიპების შემდეგი კლასიფიკაცია:

  • ანთებითი ნაწლავის პოლიპები - ლორწოვანი გარსი იზრდება ნაწლავებში მიმდინარე მწვავე ანთებითი პროცესის საპასუხოდ. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ ფსევდოპოლიპებს (ცრუ პოლიპებს) და არა ნეოპლაზიურ წამონაქმნებს.
  • ჰიპერპლაზიური ნაწლავის პოლიპები - მცირე ზომის სიმსივნური წარმონაქმნებია, არ ახასიათებთ მკვეთრი კლინიკური გამოვლინება, აღმოაჩენენ სწორ ნაწლავში. ზრდასრულებში ამ ტიპისაა მსხვილი ნაწლავის პოლიპების 50%. ნეოპლაზიურ წარმონაქმნებს არც მათ მიაკუთვნებენ.
  • ჰამარტომული (ემბრიონული ქსოვილის სიმსივნის მსგავსი) ნაწლავის პოლიპები - წარმოიშობა ნორმალური ქსოვილისგან ქსოვილის ელემენტების არაბუნებრივი (არატრადიციული) ურთიერთშეწყობის ან ქსოვილის რომელიმე ელემენტის არაპროპორციული განვითარების შედეგად. მათი ყველაზე გავრცელებული წარმომადგენელია ნაწლავის იუვენილური პოლიპები. ნეოპლაზიურ წარმონაქმნებს არც მათ მიაკუთვნებენ.
  • ადენომური პოლიპები - კიბოსწინარე დაავადებაა. მალიგნიზაციის ალბათობა დამოკიდებულია პოლიპების ზომასა და ტიპზე.
  • ტუბულარული (ცილინდრული) ადენომები - გლუვი და მკვრივი ზედაპირის მქონე ვარდისფერი წარმონაქმნებია.
  • ხაოიანი (ბუსუსოვანი) ადენომები - ახასიათებთ მრავალრიცხოვანი ტოტისმაგვარი გამონაზარდების არსებობა მთელ ზედაპირზე (ეს წამონაქმნები, წესისამებრ, რბილია და აქვს ფართო საფუძველი). ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. იშვიათად ავადმყოფს აქვს წყლიანი (თხელი) განავალი მუქი სისხლის მინარევით. შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპოლაკემიაც. ხაოიანი ადენომები მალიგნიზაციისკენ არიან მიდრეკილნი.
  • ტუბულარულ-ხაოიანი პოლიპები - შედგება როგორც ცილინდრული, ისე ხაოიანი ადენომების ელემენტებისგან. მალიგნიზაციის ალბათობა დამოკიდებულია პოლიპის ზომაზე: <1სმ - 1%, 1-2 სმ  - 10%, >2სმ - 30-40%.

კლინიკური სურათი

მოსალოდნელია რექტალური (სწორი ნაწლავიდან) სისხლდენა. დიდმა პოლიპებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის არასრული გაუვალობის იმიტაცია და მიმდინარეობდეს მოვლითი ტკივილებით. ასიდან 95 შემთხვევაში ნაწლავის პოლიპი 5-15 წლის განმავლობაში კიბოდ გადაგვარდება.

დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ რენტგენოგრაფიას ან ნაწლავების ენდოსკოპიას.

ნაწლავის პოლიპოზის სინდრომი

დიფუზური ოჯახური პოლიპოზი

ახასიათებს მრავლობითი ადენომური პოლიპის არსებობა კოლინჯსა და სწორ ნაწლავში. მკურნალობის გარეშე დაავადების შედეგი ფატალურია - დროთა განმავლობაში ყველა ავადმყოფს კიბო უვითარდება, თუმცა ამას შესაძლოა რამდენიმე ათეული წელი დასჭირდეს.

პოლიპებს, წესისამებრ, ახალგაზრდა ასაკში აღმოაჩენენ. ათიდან 2 შემთხვევაში - შემთხვევით. ნაწლავის პოლიპოზი აქვს 13 000 ადამიანიდან ერთს.

კლინიკური სურათი

დიფუზური ოჯახური პოლიპოზით დაავადებულები ყველაზე ხშირად სისხლდენას, დიარეას და მუცლის ტკივილს უჩივიან. დიაგნოზი დასტურდება რექტოკოლონოსკოპიით (ბიოფსიით). თუ ეს დაავადება ოჯახის ერთ წევრს მაინც აღმოაჩნდა, აუცილებელია დანარჩენების გამოკვლევაც.

მკურნალობა

ადენომური პოლიპოზის მკურნალობა ქირურგიულია და ორიენტირებულია პოლიპის სრულ მოშორებაზე. ამასთან ერთად, შეიძლება ჩატარდეს:

  • პროქტოკოლექტომია - მსხვილი ნაწლავის ყველა უბნის ამოკვეთა და ამასთან ერთად - სწორი ნაწლავის ექსტირპაცია. მისი ჩვენებაა მთელი მსხვილი ნაწლავის პოლიპებით დაზიანება და სწორი ნაწლავის ქვედა მესამედის კიბო.
  • კოლექტომია სწორი ნაწლავის ზედა ნაწილის რეზექციით. ჩვენება - მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება პოლიპებით, რომელსაც ერწყმის ანუსის ზემოთ, 6-7 სმ სიმაღლეზე, ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა.
  • მსხვილი ნაწლავის სუბტოტალური რეზექცია ილეორექტალური ანასთომოზის ფორმირებით. ჩვენება:  1. სწორ ნაწლავში არ არის პოლიპები (ან ერთეული პოლიპები მოკვეთილია), მაგრამ მსხვილი ნაწლავის ყველა ნაწილი ტოტალურად არის დაზიანებული პოლიპებით.  2. კოლინჯის ყველა ნაწილი დაზიანებულია პოლიპებით, სწორ ნაწლავსა და სიგმოიდურ ნაწლავში კი პოლიპები არ არის ან ერთეულია და მოშორებულია.  3. კოლინჯის ყველა ნაწილი პოლიპებითაა დაზიანებული, მარცხენა ნაწილსა და სწორ ნაწლავში კი პოლიპები არ არის ან ერთეულია.

გარდნერის სინდრომი

გარდნერის სინდრომი მემკვიდრეობითი პათოლოგიაა, რომელიც 10 წლამდე ვითარდება და ახასიათებს მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის შერწყმა ქალას ფიბროზულ დისპლაზიასთან, ოსტოემასთან, ფიბრომასა და ეპიდერმოიდულ კისტებთან.

მსხვილი ნაწლავის პოლიპები მიდრეკილია ავთვისებიანი გადაგვარებისკენ.

კლინიკურად ახასიათებს კოლინჯისა და სწორი ნაწლავის პოლიპოზი, ამასთან, პოლიპებს იშვიათად აღმოაჩენენ წვრილ ნაწლავსა და კუჭში. პოლიპოზს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ოსტეომები (ქვედა ყბისა და ქალას ძვლებისა), კისტები, რბილი ქსოვილების სიმსივნე, მუცლის ფარის და ნაწლავის ჯორჯალის სიმსივნე, კბილების ანომალია, პერიამპულარული კიბო, ფარისებრი ჯირკვლის კიბო.

მკურნალობა ოპერაციულია და დიფუზური ოჯახური პოლიპოზის დროს აღწერილის ანალოგიური. აუცილებელია კუჭ-ნაწლავთა სისტემის ზედა ნაწილზე მუდმივი დაკვირვება და დაავადების არანაწლავურ გამოვლინებათა მკურნალობა.

პეიტც-ეგერსის სინდრომი - გენური მუტაციის შედეგია.

კლინიკურად გამოვლინდება ჰამარტომული პოლიპების არსებობით კუჭ-ნაწლავთა მთელ სისტემაში, ასევე - კანისა და ლორწოვანი გარსის პიგმენტაციით ლოყების, ტუჩებისა და თითების არეში, ნაწლავის ინვაგინაციის შემთხვევაში - მუცლის ჭვლისმაგვარი ტკივილით.

მკურნალობა გულისხმობს პოლიპის მოკვეთას. ნაწლავის რეზექცია ტარდება იშვიათად და მინიმალური მოცულობით.

კრონჰაიტ-კენადის სინდრომი - ახასიათებს ნაწლავის პოლიპებისა და ალოპეციის, ჰიპერპიგმენტაციისა და ფრჩხილების არქონის შერწყმა.

მკურნალობა

  • ფეხიანი პოლიპი უნდა მოშორდეს ელექტროკოაგულაციით კოლონოსკოპიის დროს, ფართოფსკერიანი პოლიპი კი ხშირად ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
  • პოლიპი, რომლის ენდოსკოპიური გზით მოშორება ზომის ან ფორმის გამო შეუძლებელია, ასევე - მალიგნიზაციის ნიშნების მქონე პოლიპები უნდა ამოიკვეთოს ოპერაციული გზით.
ათიდან 2 შემთხვევაში პოლიპები სინქრონულია - ერთდროულად წარმოშობილი, 3 შემთხვევაში კი არასინქრონული - სხვადასხვა დროს განვითარებული. პოლიპების სინქრონულობა-არასინქრონულობაზეა დამოკიდებული, რენტგენოლოგიური (ბარიუმის ფაფით) გამოკვლევა ჩატარდება, სრული კოლონოსკოპიური თუ ორივე ერთად, აგრეთვე - დაავადებულის პერიოდული კვლევის აუცილებლობაც, მათ შორის - განავლის ანალიზისა სისხლის შემცველობაზე.

მსხვილი ნაწლავის პოლიპებით ან კიბოთი დაავადებულთა ნათესავებს ამ დაავადების განვითარების ალბათობა 4-5-ჯერ მეტი აქვთ. ამ შემთხვევაში ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის ყოველდღიური მიღება პოლიპების წარმოშობის რისკს აქვეითებს.

ზოგიერთი მალიგნიზებული პოლიპის მოშორება შესაძლებელია ენდოსკოპიური ტექნიკით. მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიპს უნდა ჰქონდეს შემდეგი თვისებები:

  • იყოს ფეხიანი;
  • ავთვისებიანობა არ ვრცელდებოდეს პოლიპის თავს იქით;
  • პოლიპი არ იყოს ჩაზრდილი ვენური ან ლიმფური სისტემის ელემენტებთან.
  • ნაკლებად დიფერენცირებული სიმსივნის ენდოსკოპიური გზით ამოკვეთა რეკომენდებული არ არის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები