/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

სალბუტამოლი - SALBUTAMOL - САЛБУТАМОЛ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

საერთაშორისო დასახელება:

SALBUTAMOL

მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work POLFA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: სალბუტამოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბრონქოლიზური პრეპარატი;  ბეტა2-ადროენომიმეტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

სალბუტამოლი .......   2 მგ

ტაბლეტები: შუშის ბოთლში 30 ც.

1 ტაბ.

სალბუტამოლი ........ 4 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები:

  • გლუვი კუნთების სპასტიური მდგომარეობა ბრონქული ასთმის დროს;

  • ქრონიკული სპასტიური ბრონქიტი;

  • ფილტვების ემფიზემა.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით: მკურნალობა იწყება ძირითადად 2-4 მგ-ით მაქსიმალურად 4-ჯერ დღე-ღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში ხდება დოზის განმეორება, თუმცა შემდგომი დოზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 6 სთ-ის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული დოზები არასაკმარისია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ხდება დოზის თანდათან გაზრდა, თუმცა დადგენილ მაქსიმალურ დოზაზე (8 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში) მეტი რაოდენობით პრეპარატის დანიშვნა ნებადართული არ არის.

დოზის გაზრდასთან დაკავშირებით არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატის ერთჯერადი დოზებით გამოყენება, რომელიც აღემატება 4 მგ-ს, შესაძლებელია მხოლოდ მცირე დოზებზე რეაქციების არარსებობის შემთხვევაში. ხანდაზმულ პაციენტებში და აგრეთვე სიმპათომიმეტური ამინების მიმართ გაძლიერებული მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს მაქსიმალურად 4-ჯერ დღე-ღამეში.

სალბუტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 32 მგ-ს.

ბავშვებში 6 წლის ასაკიდან 12 წლამდე: საწყისი დოზა ძირითადად შეადგენს 2მგ-ს მაქსიმალურად 3-4-ჯერ დღე-ღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში ხდება დოზის განმეორება, თუმცა შემდგომი დოზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 6 სთ-ის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული დოზები არასაკმარისია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ხდება დოზის თანდათან გაზრდა. თუმცა დადგენილ მაქსიმალურ დოზაზე (6 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში 24 მგ) მეტი რაოდენობით პრეპარატის დანიშვნა ნებადართული არ არის.

დოზის გაზრდასთან დაკავშირებით არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

♦ სალბუტამოლის მიღების დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების სიხშირე შედარებით უფრო მცირეა, ვიდრე იზოპრეტერონოლისა ან ორციპრენალინის გამოყენების დროს. აღინიშნება მოუსვენრობა და ტრემორი (დაახლოებით 20%), თავის ტკივილი (დაახლოებით 7%), ტაქიკარდია (დაახლოებით 5%), კრუნჩხვები (დაახლოებით 3%), უძილობა, გულისრევა, სისუსტე (დაახლოებით 2%). ავადმყოფთა არანაკლებ 1%-ს აღენიშნება ძილიანობა, ჰიპერემია, გაღიზიანება, გულ-მკერდის არეში დისკომფორტის შეგრძნება და შარდვის გაძნელება.

2-6 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ აგზნება (20%) და ნერვიულობა (15%), უძილობა (4%), ტაქიკარდია და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ ცვლილებები (2%), ბავშვების არანაკლებ 1%-ს აღენიშნებათ უმადობა, სიფერმკრთალე, გადაღლა, კონიუნქტივიტი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* მიოკარდიუმის ინფარქტი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს. ორსულობის დროს სალბუტამოლის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, რადგან იგი ასუსტებს საშვილოსნოს კუმშვადობას.

* მონაცემები სალბუტამოლის ექსკრეგირების შესახებ დედის რძეში არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ლაქტაციის პერიოდში სალბუტამოლის დანიშვნის დროს საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სალბუტამოლი, ისევე როგორც სხვა ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებები, იწვევს სიმპათიკური ნერვული სისტემის მნიშვნელოვან აგზნებას, რაც ნაწილობრივ ვლინდება ძლიერი გულისცემით, არტერიული წნევის მომატებით, პულსის გახშირებითა და ცვლილებებით ელექტროკარდიოგრამის მხრივ. იშვიათად სალბუტამოლის მიმართ სენსიბილიზაცია ვლინდება ურტიკარიით, ანგიონევროზული შეშუპებით, კანზე გამონაყარით, ბრონქოსპაზმით, ანაფილაქტოიდური სიმპტომებით და ხორხის შეშუპებით.

◄ სიმპათიკური ნერვული სისტემის ძლიერ აგზნების გამო, სალბუტამოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კერძოდ გულის იშემიური დაავადებით გულის რითმის დარღვევით და ჰიპერტონიით შეპყრობილ ავადმყოფებს.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ჰიპერთირეოზის, ეპილეფსიის, შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის დროს და აგრეთვე სიმპათომიმეტური ამინების მიმართ გაძლიერებული რეაქციის მქონე ავადმყოფებს.

◄ სალბუტამოლის დიდი დოზები იწვევს საშვილოსნოს მიომეტრიუმის შეკუმშვის დათრგუნვას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას მშობიარობის დროს;

◄ ავადმყოფი ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ სალბუტამოლის დიდი დოზებით მიღება რეკომენდებულ დოზასთან შედარებით იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების სერიოზულ საშიშროებას.

◄ პრეპარატის დოზის გაზრდა ხდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი რეკომენდულ დოზებში არ იძლევა სასურველ შედეგს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

◄ არ არსებობს სალბუტამოლის უარყოფითი მოქმედების შესახებ მონაცემები ავტოტრანსპორტის მართვაზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ტკივილი გულმკერდის არეში, კრუნჩხვები, ჰიპოტონია ან ჰიპერტონია, ტაქიკარდია 200 დარტყმამდე წთ-ში, გულის რითმის დარღვევა, ნერვიულობა, თავის ტკივილი, ტრემორი, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, გულის ცემის გახშირება, უძილობა, შესაძლებელი აგრეთვე ჰიპოკალიემია.

მკურნალობა: სალბუტამოლის მიღების შეწყვეტა, შემდგომ შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობა.

მიზანშეწონილია ბეტა-ადრენობლოკატორების სიფრთხილით გამოყენება. მაგ. მეტოპროლოლის, მხოლოდ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბრონქოსპაზმის განვითარების შესაძლებლობა. ამ დროს დისკუტაბელურია ჰემოდიალიზის გამოყენება.

სალბუტამოლის დოზის გადაჭარბებამ, ისევე როგორც სხვა ადრენომიმეტურმა საშუალებებმა, შესაძლებელია გამოიწვიოს გულის გაჩერება და ლეტალური გამოსავალი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- სალბუტამოლის გამოყენება, როგორც პერორალურ, აგრეთვე საინექციო ფორმის სხვა ადრენომიმეტურ საშუალებებთან ერთად, გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ შესაძლებელი სერიოზული გართულებების გამო ნებადართული არ არის. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებების საინჰალაციო ფორმების სიფრთხილით გამოყენება.

- პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებსა და მაო-ს ინჰიბიტორებს, რომლებიც აძლიერებენ სალბუტამოლის მოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. სალბუტამოლს და ბეტა-ადრენოლიზურ საშუალებებს ახასიათებს ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტური მოქმედება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები