/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ტორნამი - TORNAM - ТОРНАМ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

საერთაშორისო დასახელება:

BUPIVACAINE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ბუპივაკაინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ადგილობრიივ საანესთეზიო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 4 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი  ...............  5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

დექსტროზა - 80 მგ, ქლორწყალბადმჟავა - pH-ის დონის მისაღწევად 4.5-6.5-მდე, საინექციო წყალი - საკმარისი რაოდენობით.

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 25 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი ........     2.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი - 8 მგ, მეთილპარაბენი - 1 მგ, ქლორწყალბადმჟავა - pH -ის დონის მისაღწევად 4.5-6.5-მდე, საინექციო

წყალი - საკმარისი რაოდენობით

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს სწრაფი მოქმედების (5-10 წთ) ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას ამიდების ჯგუფიდან. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ნეირონების მემბრანების სტაბილიზაციითა და ნერვული იმპულსის წარმოქმნა-გატარების ბლოკირებით. პრეპარატის ანალგეზიური მოქმედება გრძელდება ანესთეზიის შეწყვეტის შემდეგაც, რაც ამცირებს მოთხოვნილებას პოსტოპერაციულ გაუტკივარებაზე.

სპინალური ანესთეზიის დროს პრეპარატი იწვევს ქვემო კიდურების კუნთების ზომიერ მოდუნებას 2-2.5 სთ-ის განმავლობაში. ნეკნთაშუა ბლოკადის დროს ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდის მოქმედება გრძელდება 7-14 სთ-ის განმავლობაში, ეპიდურული ბლოკადის დროს - 3-4 სთ, მუცლის კუნთების ბლოკადის დროს - 45-60 წთ.

ფარმაკოკინეტიკა:

ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდის აბსორბცია დამოკიდებულია დოზაზე, კონცენტრაციაზე და გამოყენებული ხსნარის მოცულობაზე, ასევე პრეპარატის შეყვანის გზაზე და პაციენტის მდებარეობაზე, ინექციის ადგილის ვასკულარიზაციაზე, ეპინეფრინთან ან სხვა ვაზოკონსტრიქტორთან კომბინაციაზე; პრეპარატის ცილებთან კავშირი ცვლებადია და განისაზღვრება პრეპარატის კონცენტრაციით სისხლში: რაც უფრო დაბალია კონცენტრაცია, მით უფრო მაღალია ცილებთან კავშირი.

ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი პასიური დიფუზიის გზით გადის პლაცენტარულ ბარიერს. მას გააჩნია მაღალი აფინიტეტი სისხლის პროტეინებთან (95%), ძნელად გადის ჰისტომატურ ბარიერებს. კაუდალური, ეპიდურული და გამტარებლობითი ანესთეზიის დროს მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30-45 წთ-ში. განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში, გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციის გზით.

ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) მოზრდილებში შეადგენს 1.5-5.5 სთ-ს, ახალშობილებში - 8.1 სთ-ს. ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, მეტაბოლიტების სახით, 5-6% - შეუცვლელი სახით. ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი აღწევს თავ-ზურგ-ტვინის სითხეში, ასევე ღვიძლში, ფილტვებში, თირკმელებში და მიოკარდიუმში.

ჩვენებები:

ამპულა: სპინალური ანესთეზია ქირურგიაში (3-5 სთ-ის ხანგრძლივობის უროლოგიური და ქვედა თორაკალური ოპერაციები, 45-60 წთ-ის ხანგრძლივობის აბდომინალური ოპერაციები).

ფლაკონი:

- ლოკალური ან რეგიონალური ანესთეზია ქირურგიაში (პირის ღრუს ქირურგიული ჩარევები, დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურები);

- სამწვერა ნერვის, ბეჭისა და გავის წნულების, სასირცხო ნერვის ბლოკადები;

- ნეკნთაშუა, კაუდალური და ეპიდურული ანესთეზია საკეისრო კვეთისას და სამეანო პრაქტიკაში;

- ანესთზია ზედა და ქვედა კიდურების სახსრების ამოვარდნილობის ჩასწორებისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

ანესთეზიის გავრცელება დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: პრეპარატის რაოდენობაზე, პაციენტის ასაკსა და მდებარეობაზე.

ტორნამის დოზა (ფლაკონი) განისაზღვრება გაუტკივარების სახეობით, ქირურგიული ჩარევების დროს (დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მანიპულაციებისას) გამოიყენება 2.5-100 მგ.

სამწვერა ნერვის ბლოკადის დროს    -      2.5-12.5 მგ;

ვარსკვლავისებური კვანძის             -        25-50 მგ;

ბეჭისა და გავის წნულების ბლოკადისას   - 75-150 მგ;

სასირცხო ნერვის ბლოკადების დროს   -    12.5-25 მგ თითოეულ მხარეს;

ნეკნთაშუა ბლოკადისას - 10-25 მგ;

პერიფერიული ნერვების ბლოკადის დროს 25-150 მგ;

ხანგრძლივი ეპიდურული ანესთეზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, შემანარჩუნებელი - 15-25-4 მგ-მ ყოველ 4-6 სთ-ში;

ეპიდურული და კაუდალური ანესთეზიის დროს სამეანო პრაქტიკაში გამოიყენება 15-50 მგ;

ეპიდურული ანესთეზიის დრო საკეისრო კვეთისას გამოიყენება 75-150 მგ;

პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 2 მგ/კგ სხეულის მასაზე.

ლოკალური ანესთეზიის დროს დოზირება დამოკიდებულია ლოკალიზაციაზე, ქსოვილის ვასკულარიზაციაზე, ანესთეზიის ხანგრძლივობაზე, კუნთების რელაქსაციის ხარისხზე, პაციენტის ტოლერანტობაზე, ფიზიკურ მდგომარეობასა და ასაკზე.

მაღალი დოზის საჭიროებისას პრეპარატი შეყავთ ეტაპობრივად.

რეკომენდებული დოზით ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი იწვევს სრულ სენსორულ ბლოკადას. მოტორულ ფუნქციაზე გავლენას განაპირობებს მისი კონცენტრაცია:  25%, 0.5%.

მოტორული ბლოკადა არასრულია 0.25%-იანი ხსნარის გამოყენებისას კაუდალური, ეპიდურული ან პერიფერიული ბლოკადის დროს.

3 მლ ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდის (ამპულა) შეყვანა სუბარაქნოიდულ სივრცეში L3, L4 სეგმენტის დონეზე იწვევს პრეპარატის გავრცელებას T4 და T5 სეგმენტამდე, როდესაც ინექცია კეთდება მჯდომარე მდგომარეობაში.

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ინექციისას ბლოკადა ვრცელდება T5 და T7 სეგმენტებს შორის.

სპინალური ანესთეზიის დროს დექსტროზიანი ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური დოზირება შეადგენს 20 მგ-ს.

საინექცო ხსნარი გამოიყენება უშუალოდ ამპულის გახსნის შემდეგ. ამპულაში დარჩენილი ხსნარი აღარ გამოიყენება.

გვერდითი მოვლენები;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ენის დაბუჟება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, კუნთების ტრემორი, ძილიანობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ანესთეზიის ადგილას შესაძლებელია განვითარდეს პარესთეზიები, სფინქტერების ტონუსის დაქვეითება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის მოცულობის შემცირება, გულის ბლოკადები, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, პარკუჭოვანი არითმიები, გულის გაჩერება;

სასუნთქი სისტემის მხრივ: აპნოე;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, მძიმე შემთხვევებში -ანაფილაქსიური შოკი.

გვერდითი ეფექტები ვლინდება იშვიათად, მათი განვითარების რისკი იზრდება არაადეკვატური დოზის გამოყენებისას და შეყვანის წესის დარღვევისას.

უკუჩვენებები:

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ამიდების ჯგუფის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

* მენინგიტი, სიმსივნეები, პოლიომიელიტი, ქალასშიდა სისხლდენა;

* ოსტოექონდროზი, სპონდილიტი;

* ტუბერკულოზი;

* ხერხემლის მეტასტაზური დაზიანება;

* ნევროლოგიური სიმპტომებით მიმდინარე პერნიციოზული ანემია;

* გულის უკმარისობა - დეკომპენსაციის ფაზა;

* სითხის  დაგროვება პლევრის ღრუში, ინტრააბდომინალური წნევის მომატება, გამოხატული ასციტი, გამოხატული ჰიპოტენზია (კარდიოგენული ან ჰიპოვოლემიური შოკი);

* სეპტიცემია;

* არაცერვიკალური ბლოკადა მეანობაში;

* კანის ინფექციური დაზიანებები პუნქციის სავარაუდო ადგილას;

* 12 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ტორნამის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. პრეპარატი გადის პლაცენტარულ ბარიერს, მაგრამ მისი კონცენტრაციის თანაფარდობა ნაყოფისა და დედის სისხლს შორის არის ძალიან დაბალი.

გამოიყოფა დედის რძესთან ერთად უმნიშვნელო რაოდენობით.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ გართულბების (ჰიპოტონია, ბრადიკარდია) თავიდან აცილების მიზნით სასურველია ინფუზიური ხსნარების შეყვანა. ინტრავენურად შეყავთ 5-10 მგ ეფედრინი (კუნთში - 20-40 მგ).

◄ მაღალი ბლოკადების ჩატარებისას შესაძლოა განვითარდეს ნეკნთაშუა კუნთების, დიაფრაგმის პარეზი (განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში). იშვიათად აუცილებელი ხდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

◄ სპინალური ანესთეზია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გაფანტული სკლეროზი და ჰემიპლეგია.

◄ ჰიპოვოლემიური მდგომარეობის მქონე პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს ძლიერი არტერიული ჰიპოტენზია.

◄ განსაკუთურებული სიფხიზლეა საჭირო პაციენტებთან, რომლებიც იტარებენ ანტიარითმიულ მკურნალობას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ჰიპოტონია, ბრადიკარდია, პარკუჭოვანი არითმია, სუნთქვის დათრგუნვა, გონების დაბინდვა, კრუნჩხვები.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, საჭიროა სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ჩვეულებრივ არის რეკომენდებული დაემატოს სხვა პრეპარატები სპინალურ საანესთეზიო საშუალებებს.

- ანტიარითმიულ პრეპარატებთან (რომლებსაც გააჩნიათ ადგილობრივი საანესთეზიო აქტიურობა) ერთდროული გამოყენებისას იზრდება ადიტიური ტოქსიკური მოქმედების რისკი.

- ბარბიტურატებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციის შემცირება სისხლში.

- ტორნამი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების სტრუქტურულად მსგავს პრეპარატებს, მაგ., ტოკაინიდი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი;

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ავერსი-რაციონალი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები