10 ყველაზე საშიში საკვები დანამატი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 ყველაზე საშიში საკვები დანამატი

1) სინთეზური დამატკბობლები

ლიმონათისა და სხვა ტკბილი გაზიანი სასმელების წარმოებაში ფართოდ გამოიყენება შაქრის ხელოვნური შემცვლელები, რომლებიც არა მხოლოდ აუმჯობესებს პროდუქტის გემოს, ამცირებს მათ თვითღირებულებასაც. დამატკბობლებიდან განსაკუთრებით სახიფათოა ასპარტამი და კალიუმის აცესულფამი. პირველს კანცეროგენული მოქმედება აქვს, რომელიც არაერთი კვლევითაა დადასტურებული (ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს კანის პრობლემებს და აზიანებს კბილის მინანქარს). გარდა ამისა, ასპარტამის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ფენილალანინი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე. ამ უკანასკნელის დაგროვება ორგანიზმში პანიკურ შეტევებსა და დეპრესიულ მდგომარეობათა განვითარებას უწყობს ხელს. კალიუმის აცესულფამი კი თირკმელების პათოლოგიებს იწვევს, მათ შორის - ავთვისებიან დაავადებასაც.

საკვები პროდუქტების რეცეპტურაში ასპარტამი - “E 951”, აცესულფამი კი “E 950” ან “Sunett” აღნიშვნით ფიგურირებს. ეს ორი ნივთიერება ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ ლიმონათისა და საზოგადოდ, ტკბილი სასმელების, არამედ საკონდიტრო წარმოებაშიც. მეტიც, ზოგიერთი ფარმაცევტული ფირმა დამატკბობელ “E 950”-ს ამატებს აბების მფარავ მინანქარში.

2) სიმინდის სიროფი

სიმინდის სიროფი თავისთავად არც სინთეზური და არც მაინცდ მაინც მავნე პროდუქტია, თუმცა წარმოების პროცესში ფერმენტებითა და დამატებითი ფრუქტოზით გამდიდრების სტადიას გადის. შედეგად მიიღება დანამატი, რომელიც შაქართან შედარებით მავნე კომპონენტებითაა გაჯერებული. სამწუხაროა ის, რომ პრაქტიკულად ყველა ტკბილი გაზიანი სასმელი და საბავშვო “სასუსნავი” (საღეჭი რეზინი, საწუწნი კანფეტები და ა. შ.) ერთ-ერთ ძირითად ინგრედიენტად შეიცავს სიმინდის სიროფს. აღნიშნული პროდუქციის სისტემატურად მოხმარების შემთხვევაში კი ორგანიზმი იღებს ისეთ დატვირთვას, რომელსაც ვეღარ უმკლავდება, სისხლში შაქრის დონე მნიშვნელოვნად იმატებს. სიმინდის სიროფისა და მისი შემცველი პროდუქციის ჭარბად მოხმარება მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, გაცხიმოვნებისა და კვებითი დამოკიდებულების განვითარებას იწვევს.

3) ნატრიუმის გლუტამატი

ნატრიუმის გლუტამატი გემოს გამაძლიერებელია. პროდუქტთა შეფუთვაზე აღნიშნულია როგორც “E 621” ან “MSG”. ორგანიზმში დაგროვებისას შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ეროზიული დაზიანება გამოიწვიოს. თუმცა მთავარი საფრთხე, რომელიც ნატრიუმის გლუტამატის გამოყენებას უკავშირდება, ის არის, რომ ამ დანამატის შემცველი პროდუქტები მიჩვევას იწვევს. ადამიანებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ნატრიუმის გლუტამატის შემცველ პროდუქტებს, სხვა საკვები უმარილო და უგემური ეჩვენებათ. ფაქტობრივად, ისინი ეჩვევიან ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვებს. რისკჯგუფში არიან ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც არ შეუძლიათ კვებითი ქცევის კონტროლი და პრაქტიკულად დამოკიდებულნი ხდებიან ჯანრთელობისათვის სახიფათო საკვებზე. “E 621” დანამატს აქტიურად რთავენ სწრაფი კვების პროდუქტებში (ე.წ. “ფასტ-ფუდში”), ჩიფსების, ორცხობილების, კონსერვების, შებოლილი თევზეულისა და ხორცეულის შემადგენლობაში. ჩამოთვლილ პროდუქტებს მაქსიმალურად უნდა ერიდოთ, იშვიათად და მცირე რაოდენობით მიირთვათ.

შეგახსენებთ, რომ მწარმოებლები შეგნებულად ასტიმულირებენ ამ ტიპის პროდუქციის ჭარბ მოხმარებას, რომ თავიანთი პროდუქცია ინტენსიურად გაასაღონ, განგებ რთავენ პროდუქტების შემადგენლობაში ასეთ დანამატს, რომ ადამიანი მათზე დამოკიდებული გახდეს, მხოლოდ ისინი შეიძინოს და სხვა საკვებზე უარი თქვას. ასე რომ, იფიქრეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, მწარმოებლები ხომ მხოლოდ გამდიდრებაზე ფიქრობენ!

4) ტრანსცხიმები

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას. ტრანსცხიმები ცვლიან ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნატურალურ ცხიმებს, რაც კარგად ხელეწიფებათ არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს. საკვებში ტრანსცხიმების გამოყენება იწვევს “ცუდი” ქოლესტერინის დაგროვებას და ნეგატიურ ცვლილებებს სისხლში. ყოველივე ეს კი ზრდის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკს, იწვევს გაცხიმოვნებას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას (კერძოდ, შაქრიანი დიაბეტის აღმოცენებას), რეპროდუქციული სფეროს დარღვევებს, განსაკუთრებით მამაკაცებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში კანონი ავალდებულებს მწარმოებელს, გააფრთხილოს მომხმარებელი საკვებ პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობაზე, ვალდებულებას ყოველთვის არც იქ იცავენ. საქართველოში კი ამ კუთხით სრულიად დაუცველები ვართ.

5) ხელოვნური საღებავები

ნატურალურ საღებავებს, ჩვეულებრივ, მცენარეული ნედლეულიდან გამოყოფენ. ისინი უსაფრთხოა, თუმცა თერმული დამუშავებისას ყოველთვის ვერ ავლენს მდგრადობას. თანაც ბუნებრივი, ნატურალური საღებავები მკვეთრ შეფერილობას ვერ ანიჭებს პროდუქციას. ამიტომაც მწარმოებლები უხშირესად ხელოვნურ საღებავებს იყენებენ. რაც უფრო კაშკაშა, მკვეთრი შეფერილობისაა საკვები პროდუქტი, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ის ხელოვნური საღებავებითაა გაჯერებული. სამწუხაროდ, ამ მავნე ნივთიერებებს ამატებენ საკონდიტრო ნაწარმს, ძეხვეულს, ყველს, თევზეულის დელიკატესებს, სასმელებს და უამრავ მზა პროდუქტს, ფართოდ იყენებენ მათ აგრეთვე პარფიუმერულ-კოსმეტიკურ წარმოებაშიც. ყველა ხელოვნური საღებავი სერიოზული ალერგენია. ალერგიული რეაქციების გარდა იწვევს საჭმლის მონელების დარღვევასაც. ზოგიერთი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს, რაც განსაკუთრებით საშიშია პატარებისათვის, ისინი ხომ კაშკაშა, თვალისმომჭრელი შეფერილობის პროდუქტთა - მარმელადების, კანფეტებისა და სხვა ტკბილეულის მოყვარულნი არიან. ხელოვნური საღებავები ბავშვებში მომატებულ აგზნებადობას, ყურადღების დაქვეითებასა და ინტელექტუალური განვითარების პრობლემებს წარმოშობს.

6) გოგირდმჟავა ნატრიუმი

ეს არის შამპუნების, ბალზამებისა და თმის მოვლის სხვა საშუალებების (სავლებების) წარმოებაში ფართოდ დანერგილი კონსერვანტი და ემულგატორი (E 514). იწვევს ალერგიული რეაქციების (განსაკუთრებით კანის გამონაყარის), სუნთქვის გაძნელებისა და ძლიერი თავის ტკივილის პროვოცირებას.

7) ნატრიუმის ნიტრიტი

ერთ-ერთი კონსერვანტია (E 250), რომელსაც ამატებენ საკვებ პროდუქტებს (ძეხვეულს, ხორცეულისა და თევზეულის გასტრონომიას) საღებავების ფიქსაციისათვის და ამჟავებისაგან (გაფუჭებისაგან) დასაცავად. ნატრიუმის ნიტრიტი მეტად ტოქსიკურია. მისი 2-6 გრამი იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ მოწამვლას. ორგანიზმში მოხვედრისას ერთვება ქიმიურ რეაქციებში, რომელთა შედეგადაც ძლიერი კანცეროგენები მიიღება. თავად ნატრიუმის ნიტრიტი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ღვიძლისა და ნაწლავის პათოლოგიებს.

8) გოგირდის დიოქსიდი

აირისმაგვარი კონსერვანტია (E 220). გამოიყენება ხილისა და ბოსტნეულის ე.წ. შებოლვა-შემოგარსვისათვის (რათა მათი შენახვის ვადა გაიზარდოს), წვენების, ჩირის და ღვინის წარმოებაში (ღვინის მომწიფების შეჩერებისათვის). გოგირდის დიოქსიდი ძლიერ ტოქსიკურია. ამ ნივთიერებით მოწამვლისას ვლინდება ხმის ჩახლეჩა, ხველა, ყლაპვის გაძნელება, ღებინება და სულხუთვა. შესაძლოა განვითარდეს ფილტვების შეშუპება. ასთმით დაავადებულებში ამ დანამატმა შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში შეტევის პროვოცირება მოახდინოს. გოგირდის დიოქსიდით დამუშავებული ღვინის დალევის შემდეგ ზოგიერთებს ძლიერი თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა ეწყებათ ამ კონსერვანტით შებოლვა-შემოგარსვის შემდეგ ხილი კარგავს B ჯგუფის ვიტამინებს.

9) კალიუმის ბრომატი

ფქვილისა და პურ-ფუნთუშეულის ნაწარმის ერთ-ერთი ცნობილი გამაფხვიერებელია. მას პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად იყენებენ. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ ეს დანამატი (E 924a) ავთვისებიანი სიმსივნის პროვოცირებას იწვევს. გარდა ამისა, კალიუმის ბრომატი ტოქსიკურია, მისი ორგანიზმში მოხვედრა თირკმელების მწყობრიდან გამოყვანას ახდენს.

დასახელებული დანამატი ოფიციალურადაა აკრძალული კანადაში, ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთში, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ზოგიერ ქვეყანაში, აზიასა და აფრიკაში. აშშ-ში კი ის ჯერ კიდევ გამოიყენება როგორც საკვები პროდუქტების, ასევე კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.

10) სინთეზური ანტიოქსიდანტები (BHA და BHT)

ისინი ძირითადად ტუჩის საცხის (პომადის) წარმოებაში გამოიყენება როგორც ანტიდამჟანგველები და კონსერვანტები. ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ალერგიულ რეაქციებს, უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. არსებობს მონაცემები იმის თაობაზეც, რომ ისინი კანცეროგენებია (სიმსივნის პროვოცირებას ახდენს).

* * *

კანონი, საზოგადოდ, მწარმოებლებს ავალდებულებს პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ინგრედიენტების ნუსხის გამოტანას (მითითებას) შეფუთვაზე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებლის უსაფრთხოება და კეთილყოფიერება დამოკიდებულია მის ყურადღებასა და დაკვირვებულობაზე. ნებისმიერი პროდუქტის საკვებად გამოყენებამდე თუ მოხმარებამდე, ასევე შეძენამდეც, აუცილებელია საგულდაგულოდ გავეცნოთ მის შემადგენლობას, ასევე აუცილებელია ვფლობდეთ ინფორმაციას ჩვენი ორგანიზმისათვის მავნე დანამატებზე. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ჯანმრთელობის შენარჩუნება და მძიმე გართულებათა თავიდან აცილება! ამიტომაც ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას ამ მავნე და სახიფათო ნივთიერებებზე!