ზაფხული და ჯანსაღი კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხული და ჯანსაღი კვება

გემრიელად მიირთვით, მაგრამ უსაფრთხოების წესები არ დაივიწყოთ!

ზაფულობით თავს კარგად გრძნობენ არა მარტო ადამიანები, არამედ მათ გარშემო მობინადრე უამრავი მიკრობიც, რომლებიც მშვენივრად მრავლდებიან სითბოში და კვებითი მოწამვლით გვაცნობენ თავს. მათ განსაკუთრებით უყვართ ხორცი, რძე, ყველი, კვერცხი და თევზი. არასწორი მომზადებისა და შენახვის შემთხვევაში ეს პროდუქტები კვებითი ინფექციების ძირითადი წყაროა.

მას, ვისაც კრემიანი ნამცხვრები უყვარს, უნდა ახსოვდეს: კვერცხის ცილისგან მომზადებული კრემი საკვებად ვარგისია არა უმეტეს 72 საათის განმავლობაში, კარაქისგან მომზადებული - 36 საათის განმავლობაში, ხოლო ნაღების კრემი მომზადებიდან 6 საათში უნდა გამოიყენოთ. ამიტომ, როცა ოფიციანტს შეკვეთას აძლევთ, არ მოგერიდოთ კითხვა, სად მზადდება ტკბილეული, რომელსაც გთავაზობენ, თავისი სამზარეულო აქვს ამ დაწესებულებას თუ ნამცხვრები სხვა ადგილებიდან მოაქვთ.

და კიდევ: თუ შეამჩნიეთ, რომ კაფე მოუწესრიგებელი და დაულაგებელია, პროდუქტებს სიძველის იერი ან საეჭვო სუნი დაჰკრავს, სასწრაფოდ მოძებნეთ უკეთესი ადგილი - გამორიცხული არ არის, სამზარეულოშიც იგივე ხდებოდეს. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა ხორცისა და თევზის კერძებიც, თუ ისინი ჰიგიენისა და კულინარიის წესების დაუცველადაა მომზადებული. მაგალითად, ხორცის მომზადებისას ნაჭრის სიღრმეში ტემპერატურა 80 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ სტეიკმა ჩანგლის ჩარჭობისას უფერო წვენი გამოუშვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მომზადების პირობები დაცული არ არის. საზოგადოდ, კვებითი მოწამვლის გამოწვევა შეუძლია ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც არ აქვს შენახვის ხანგრძლივი ვადა: სოკოს, ბოსტნეულს, კონსერვს... იყავით ყურადღებით და ზაფხულის მშვენიერ დღეს ვერაფრი გაგიხუნებთ.

ექიმის მოსვლამდე

საკვებით მოწამვლისას შესაძლოა შეგაწუხოთ მუცლის ტკივილმა, გულისრევის შეგძნებამ, მუცლის ყურყურმა, ღებინებამ. არც ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, თავბრუხვევა, სისუსტეა გამორიცხული. ექიმის მოსვლამდე აუცილებელია კუჭის ამორეცხვა ნელთბილი ანადუღარი წყლით. კარგი იქნება, თუ წყალს გააქტიურებულ ნახშირსაც დაუმატებთ. მომდევნო 1-2 დღის განმავლობაში ჩვეულ საკვებს თავი უნდა არიდოთ და წყალს, ნელთბილ ჩაის და ორცხობილას დასჯერდეთ.

სპრაიტი თუ მინერალური წყალი?

სიცხეში გული გამუდმებით რამე გამაგრილებელს გვთხოვს - ნაყინს, ყინულიან წვენს, ჩაცივებულ გაზიან სასმელს... რით მოვიკლათ წყურვილი? საუკეთესო საშუალება უდავოდ ცივი წყალია. შესანიშნავი არჩევანია მინერალური წყალიც. ის მხოლოდ სითხის დანაკარგს კი არ აღადგენს, არამედ იმ მინერალური მარილების მარაგსაც ავსებს, რომლებსაც ორგანიზმი ოფლთან ერთად კარგავს. მაშ, რაღა საჭიროა ტკბილი გაზიანი სასმელების ესოდენ ფართო ასორტიმენტი? წყურვილს მხოლოდ ის გაზიანი სასმელები კლავს, რომლებსაც აქვს მომჟავო-მოტკბო გემო და ნატურალური შაქრის საფუძველზეა დამზადებული. შაქრის შემცვლელები და დამატკბობლები პირში ისეთ გემოს ტოვებს, რომლის წყალობითაც სულ მალე ხელახლა შეგაწუხებთ წყურვილის შეგრძნება. და მაინც, ზომიერებას ნუ დაკარგავთ, ჭარბი ყველაფერი მავნებელია. საქმე ის არის, რომ ყველა “შუშხუნა” სასმელი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმიდან აძევებს კალციუმს. გაზიანი სამელები არც მათთვისაა რეკომენდებული, ვინც კუჭ-ნაწლავს უჩივის. გვახსოვდეს ისიც, რომ წყლის ჭარბი მიღებისას იმატებს გულისა და თირკმელების დატვირთვა. გარდა ამისა, რაც უფრო მეტს სვამთ, მით მეტი ოფლი გამოიყოფა. სვით წყალი მცირე ულუფებით, თუ გსურთ, წყურვილის მოკვლასთან ერთად სიამოვნებაც მიიღოთ. დილაობით ფინჯანი ლიმონიანი ჩაი სადილობამდე მოგიკლავთ წყურვილს. ლიმონმჟავა ახალისებს და აცოცხლებს ორგანიზმს, ხოლო ბალახეული ექსტრაქტები, რომლებსაც ჩაი შეიცავს, მაღლა სწევს ტონუსს და იმუნურ სისტემასაც ძალიან უხდება.