/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

დარიჩინის სამკურნალო თვისებები

დარიჩინის სამკურნალო თვისებები
დარიჩინი ბევრი დიასახლისის საყვარელი სანელებელია. სპეციფიკურ გემოსა და არომატთან ერთად მას განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებიც აქვს - მასში არსებული ალდეჰიდი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.ამ ნივთიერების ბიოქიმიური თავისებურებანი და მეტაბოლურ პროცესებში ჩართულობა მეცნიერთა კვლევის საგანია. სწორედ მეცნიერულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ დარიჩინი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ საუკეთესო დამხმარე საშუალებაა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას. კერძებსა თუ სასმელებს (ჩაის, ყავას, ჩუმამაწონს, იმავე კეფირს) დამატებული, ძლიერ სამკურნალო ეფექტს ამჟღავნებს. დიაბეტით დაავადებულთათვის შეიძლება დღეში ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი.

სანელებელში შემავალი კალციუმი და განსაკუთრებული ბოჭკოები იცავს ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისგან. დარიჩინი საუცხოოდ ახშობს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს. ჯანსაღი სუნთქვისა და პირ-ხახის გაგრილებისთვის წესად აქციეთ ყოველ დილით თაფლიან-დარიჩინიანი ხსნარის ყელში გამოვლება - ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით თითო ჩაის კოვზი თაფლი და დარიჩინი. ეს ნარევი მეტად ეფექტურია გაციებისა და ქრონიკული ხველის დროსაც. ხველის ძლიერი შეტევისას ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი შეურიეთ ერთ სადილის კოვზ თაფლს და 4-5 დღის განმავლობაში მიიღეთ. შეგიძლიათ, ერთი ჩაის კოვზი სანელებელი გახსნათ ერთ ლიტრ მდუღარე წყალში, დაამატოთ ცოტაოდენი შავი პილპილი, გემოვნებისამებრ თაფლი და 4 საათში ერთხელ სვათ. გამოხატული ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო დარიჩინს რეკომენდაციას უწევენ სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ. დღეს უკვე ექიმებიც აღიარებენ, რომ ეს სანელებელი კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა. გინეკოლოგები მის გამოყენებას გვირჩევენ მენსტრუალური ტკივილის სინდრომის შესამსუბუქებლად. საკვებში დარიჩინის დამატებით არა მხოლოდ კერძს სძენთ საუცხოო გემოს, არამედ კუჭსაც ეხმარებით მიღებული საკვების მონელებაში. დარიჩინი მეტეორიზმთან ბრძოლის შესანიშნავი საშუალებაა. ის აადვილებს მონელებას, აქვეითებს კუჭის მჟავიანობას, ახშობს დილის გულისრევას, ფაღარათს. მეოთხედი ჩაის კოვზი დარიჩინი ყველა კერძს უნდა დაუმატოთ. ეს სანელებელი ეფექტურია თავის ტკივილისა და შაკიკის დროსაც.

უკუჩვენებები

  • მიუხედავად დარიჩინის მრავალმხრივ გამოხატული სამკურნალო თვისებებისა, არ შეიძლება მისი კოვზებით მიღება - კუჭს აღიზიანებს. ვისაც კუჭის წყლული ან ნაწლავთა მომატებული მგრძნობელობა აწუხებს, დარიჩინი ფრთხილად უნდა გამოიყენოს.
  • დარიჩინის ხშირად და დიდი დოზებით მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც მაღალი წნევა ან გულის დაავადება აქვს. სანელებელი გულისცემის გახშირებას და არტერიული წნევის მომატებას იწვევს.
  • დარიჩინის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის. ის საშვილოსნოს შეკუმშვას ასტიმულირებს და შესაძლოა ნაყოფის გამოძევების პროვოცირება მოახდინოს.
  • დარიჩინი შეიცავს ტოქსიკურ კუმარინს, რომლის დიდი დოზებიც ნეგატიურად მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელებზე.
  • არ შეიძლება დარიჩინის მიღება მედიკამენტებით მკურნალობის პერიოდში. ის ერთგვარი ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ცუდად ურთიერთქმედებს ბევრ სამკურნალო პრეპარატთან.
  • დარიჩინი უკუნაჩვენებია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

კომენტარები (3)
მეტი პროფესიონალიზმი
კუმარინს მხოლოდ ჩინური დარიჩინი შეიცავს. ე.წ. კასია. ცეილონის დარიჩინი არ შეიცავს მაგ ნივთიერებას.
თარიღი : 12-03-2022
ნატალია
თაფლი ალერგიას მაძლევს და შეცვლა შეიძლება სხვა რამეთი?
თარიღი : 24-11-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დარიჩინის სამკურნალო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები