/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

წითელი ხიზილალა

წითელი ხიზილალა
წითელი ხიზილალა ჩვენში მუდამ დელიკატესად მიიჩნეოდა. დღეს მისი შეძენა თითქმის ყველა მაღაზიაში შეიძლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ნამდვილად არ არის იაფი და საუკეთესო ხარისხისასაც ყოველთვის ვერ ნახავთ. რა უნდა გავითვალისწინოთ წითელი ხიზილალას შერჩევისას?წითელი ხიზილალას სახეობებიწითელ ხიზილალას ორაგულისებრთა ოჯახის თევზების: ღურკანას, კალმახის, კეტას და სხვების - ქვირითისგან ამზადებენ. შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები ყველა ჩამოთვლილი სახეობის თევზის ხიზილალას ერთნაირი აქვს, ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით, ზომითა და გემოთი განსხვავდება.

მაგალითად, ჩავიჩას ხიზილალა ყველაზე დიდია - მისი მარცვლების დიამეტრი 7 მმ-ს აღწევს, აქვს მკვეთრი წითელი ფერი და მომწარო გემო, თუმცა მისი დაგემოვნება შეუძლებელია, რადგან ჩავიჩა წითელ წიგნშია შეტანილი. სამაგიეროდ, იყიდება კეტას ხიზილალა, რომელიც ზომით მხოლოდ ჩავიჩას ხიზილალას თუ ჩამოუვარდება - მისი მარცვლების დიამეტრი 5-6 მმ-ია. მკვეთრი ქარვისფერია და აქვს სწორი ბურთისებრი ფორმა. წინათ ამ ხიზილალას „სამეფოს“ უწოდებდნენ, თუმცა მისი გემო ბევრს არ მოსწონს და კერძების მოსართავად უფრო იყენებენ. ორაგულისებრთა ოჯახის თევზებიდან უნივერსალურად მიიჩნევა ყველაზე ნაყოფიერი თევზის, ღურკანას, წითელი ხიზილალა. მისი დიამეტრი დაახლოებით 5 მმ-ია, აქვს არც ისე მკვრივი გარსი და ბაცი სტაფილოსფერი შეფერილობა. ნერკას წითელი ხიზილალა ღურკანასას ჰგავს, მაგრამ ოდნავ მომცროა - 4 მმ დიამეტრისა. ის ძალიან ძნელი საშოვნელია ამ სახეობის თევზის მასობრივი განადგურების გამო. კალმახს ყველაზე მცირე ზომის ხიზილალა აქვს, სულ 2-3 მმ დიამეტრისა. ფერი შეიძლება მოყვითალოც იყოს და მკვეთრი სტაფილოსფერიც. უკანასკნელ ხანს სწორედ ეს ხიზილალა ხვდება მასობრივ გაყიდვაში.

წითელი ხიზილალას შემადგენლობა

წითელი ხიზილალა უძვირფასესი საკვებია. მის შემადგენლობაში შედის ცილები, А, D, Е ვიტამინები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ფოლიუმის მჟავა, იოდი, ფოსფორი და კალციუმი. ცილა წითელ ხიზილალაში ძალიან ბევრია - 32% - და გაცილებით უკეთ შეიწოვება, ვიდრე რძისა და ხორცისა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერება ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სასარგებლო თვისებები

წითელი ხიზილალას სასარგებლო თვისებები იოლი ასახსნელია: მისი თითოეული მარცვალი ხომ თევზის “კვერცხია“, რომელშიც ბუნებამ თავი მოუყარა ყველაფერს, რაც კი ჩანასახის სრულფასოვანი განვითარებისთვისაა საჭირო. წითელი ხიზილალა კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის და იმუნიტეტის ასამაღლებლად; ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, უხდება მხედველობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, საგრძნობლად ამცირებს თრომბების წარმოქმნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ქოლესტერინის შემცველობას ზოგი სპეციალისტი ხიზილალას ნაკლად მიიჩნევს. სინამდვილეში ეს ნივთიერება ნერვული ქსოვილისა და უჯრედის მემბრანის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მავნებელია მხოლოდ სიჭარბის დროს. ამასთან, ხიზილალა შეიცავს ლეციტინს, რომელიც ქოლესტერინს ადგილზე აუვნებლებს. წითელი ხიზილალა აღადგენს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც დაბალი ჰემოგლობინი აქვს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

რა შეიძლება გვავნოს წითელმა ხიზილალამ?

მიუხედავად ხიზილალას სასარგებლო თვისებებისა, სიფრთხილე მაინც საჭიროა.

  • იცოდეთ ზომა. უსაფრთხო ოდენობაა დაახლოებით 5 ჩაის კოვზი ან 2-3 ხიზილალიანი ბუტერბროდი ერთ ჯერზე.
  • წითელ ხიზილალაში არსებულმა მარილმა შესაძლოა ორგანიზმში სითხე შეაკავოს და ნივთიერებათა ცვლის მოშლა გამოიწვიოს, ხოლო თეთრ პურსა და ნაღების კარაქთან ერთად ხიზილალა საკმაოდ კალორიული და მძიმე საკვებია.

ხიზილალამ რომ არ გვავნოს, საუკეთესო ხარისხისა უნდა იყოს. სუფრაზე მოხვედრამდე ხიზილალა გაივლის დამუშავების ხანგრძლივ პროცესს, რომელიც სპეციალიზებულ საწარმოში უნდა განხორციელდეს. ბრაკონიერებს საამისოდ საჭირო ტექნოლოგიები არ გააჩნიათ და ხიზილალას ამუშავებენ ანტისანიტარიულ პირობებში საეჭვო მეთოდებით, ამიტომ ამ ძვირფასი პროდუქტის შეძენისას ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ფალსიფიცირებული, ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწარმი არ შეგვრჩეს ხელში. ფალსიფიცირებული წითელი ხიზილალა შესაძლოა შეიცავდეს საშიშ კონსერვანტს უროტროპინს (Е239). ხიზილალას მას შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ამატებენ. თავად უროტროპინი იმდენად მავნე არ არის, რამდენადაც მისი დაშლის პროდუქტი ფორმალდეჰიდი.

ხელოვნური წითელი ხიზილალა

ხელოვნურ ხიზილალას ცილოვანი პროდუქტებისგან - კვერცხისგან, რძისგან, ჟელატინისგან ამზადებენ, ხოლო გემოსა და ფერს საღებავების, არომატიზატორებისა და სხვა დანამატების მეშვეობით აძლევენ. ყურადღებით გაეცანით შეფუთვას, ეტიკეტს და შეადარეთ ფასები. თვალით ხელოვნური ხიზილალის ბუნებრივისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე ნიშანს მაინც ჩამოგითვლით:

  • ხელოვნური ხიზილალა ფერით ნამდვილს ჰგავს, მაგრამ უფრო მაგარი გარსი აქვს და ძნელად სკდება.
  • ნამდვილი ხიზილალა გამჭვირვალეა და მცირე ზეწოლაც კი ხეთქავს. მარცვლის შუაგულში შეიძლება პატარა წერტილებიც დავინახოთ.
  • ხარისხიანი ხიზილალა სუფთაა, ფხვიერი, არ ურევია ლორწო, ნადები, აპკი, კოლტები, აქვს თევზის ზომიერი სუნი. მცენარეული ან დამწვარი ცხიმის სუნი იმაზე მიუთითებს, რომ პროდუქტს საეჭვო მანიპულაციები ჩაუტარდა. მეტი თავდაჯერებისთვის რამდენიმე ბურთულა ცხელ წყალში ჩააგდეთ - ყალბი ხიზილალა მთლიანად გაიხსნება.
  • ეცადეთ, არ შეიძინოთ წითელი ხიზილალა წონით - შესაძლოა ხელში შეგრჩეთ ცუდად დამუშავებული, კონსერვანტებით გადატვირთული ან ვადაგასული პროდუქტი.

უმჯობესია, შეიძინოთ მინის ან ლითონის ქილებში დაფასოებული ხიზილალა. მინის ქილაში შეიძლება თვალითაც შევაფასოთ მისი ხარისხი. ლითონის ქილა კარგად შეანჯღრიეთ - თუ ჭყაპუნობს, ე.ი. მწარმოებელმა ზომაზე მეტი მარილწყალი უყო (მარილწყალი და კონსერვანტები წარმოების აუცილებელი კომპონენტებია - მათ გარეშე ხიზილალას 2 თვეზე მეტხანს შენახვა შეუძლებელი იქნებოდა). ქილაზე დეტალურად შეიძლება გავეცნოთ შემადგენლობას, დამზადებისა თუ დაფასოების თარიღს და შენახვის ვადას. ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ. ხარისხიანი ხიზილალას ქილის სახურავზე დამზადების თარიღი შიგნიდანაა დატანილი. თუ იგი გარედან აწერია, სავარაუდოდ, თქვენ წინაშე ყალბი პროდუქტია. წითელმა ხიზილალამ სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს (და არ გვავნოს), აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ, ოღონდ არ გავყინოთ. გახსნილი ქილა ხუთი დღის განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ.

კომენტარები (1)
ირმა
გამარჯობა,ვადა როცა შიგნიდან არის დატანილი ჩვენ ,როგორ გავიგოთ შეძენისას ვარგისი არის თუ არა პროდუქტი??
თარიღი : 04-01-2025
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

წითელი ხიზილალა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები