როგორ ვიკვებოთ ზაფხულში სხვადასხვა ქრონიკული დაავადების დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

როგორ ვიკვებოთ ზაფხულში სხვადასხვა ქრონიკული დაავადების დროს

როგორ ვიკვებოთ ზაფხულში სხვადასხვა ქრონიკული დაავადების დროს
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. როგორ გამოვიყენოთ ეს საგანძური ჯანმრთელობის სასარგებლოდ?

შევამციროთ ტრიგლიცერიდები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კვება, რაც ზაფხულშიც უნდა გვახსოვდეს. გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, გადატანილი ინფარქტი, სტენოკარდია, მაღალი ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები - ასეთია იმ მდგომარეობათა არასრული ჩამონათვალი, რომელთა დროსაც დიეტა აუცილებელია.

თავი უნდა ვარიდოთ ქოლესტერინით მდიდარ საკვებს და გავზარდოთ რაციონში სასარგებლო პროდუქტების წილი. ქვემოთ მოყვანილი რჩევების დაცვით შევძლებთ, ისე ვისიამოვნოთ ზაფხულის საკვებით, რომ ჯანმრთელობასაც ვარგოთ. ზაფხულში ყველას უყვარს ქალაქგარეთ პიკნიკის გამართვა. ბუნებაში შემწვარი
მწვადის გემო ხომ მთელი წელი გვახსოვს! თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ ღორის მწვადი მდიდარია ცუდი ქოლესტერინით. სპეციალისტები გვირჩევენ:

  • ღორის ნაცვლად შევწვათ ნაკლებცხიმიანი ხორცი. ცხიმის მცირე შემცველობით გამოირჩევა ინდაურისა და ქათმის თეთრი ხორცი, თევზი. განსაკუთრებით კარგია ქაშაყი, კალმახი, ორაგული. ეს თევზეული მდიდარია ომეგა-3 ჯგუფის ცხიმოვანი მჟავებით,
    რომლებიც ქოლესტერინის ცვლის მარეგულირებელი ერთ-ერთი ფაქტორია.
  • მივირთვათ ხილი, ბოსტნეული, მწვანილი.
  • სალათა არ შევკაზმოთ მაიონეზით. ჯერ ერთი, მაიონეზი მდიდარია ქოლესტერინითა და კალორიებით; მეორე - ზაფხულში ის სწრაფად იქცევა ხელსაყრელ ნიადაგად ბაქტერიების გამრავლებისთვის და შესაძლოა, საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია გამოიწვიოს.
  • დაივიწყეთ მარილიანი ჩხირები და ჩიფსები. ლმაშე საკვები ხელს უწყობს წნევის მომატებას, ორგანიზმში სითხის შეკავებას, ამძიმებს გულის უკმარისობას.
  • დესერტად დაბალკალორიული იოგურტი მიირთვით. გახსოვდეთ, ნაყინი საკმაოდ მაღალკალორიულია, მისი ზოგი სახეობა კი მყარი მცენარეული ცხიმითაა მომზადებული, რომელიც არასასურველია ათეროსკლეროზის დროს.

ვაკონტროლოთ არტერიული წნევა
არტერიული წნევის კონტროლისთვის თავი უნდა ვარიდოთ სუფრის მარილის ჭარბ მიღებას და უპირატესობა მივანიჭოთ ჯანსაღ ნახშირწყლებს.

  • თეთრი პურის ნაცვლად მიირთვით ბოჭკოს, ქატოს შემცველი პური.
  • დაკონსერვებული და გაყინული პროდუქტების ნაცვლად - ცოცხალი ბოსტნეულის სალათები. მიზეზი მარტივია - კონსერვები და გაყინული ნახევარფაბრიკატები მარილითაა მდიდარი, რომელიც წნევის მატებას იწვევს.
  • ხორცი და ბოსტნეული მარილის ნაცვლად მწვანილით შეკაზმეთ.
  • მარილზე უარის თქმაში დაგეხმარებათ სასალათე ზეთები, რომლებსაც ანტიათეროსკლეროზული თვისებები აქვს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარიც.

შესაძლოა, არ გესიამოვნოთ, რომ მარილის შემცირებას გირჩევთ, მაგრამ გვერწმუნეთ, უმარილო სალათებითაც შეიძლება იგრძნოთ ზაფხულის არომატი, თანაც ისე, რომ წნევის მომატებისა არ შეგეშინდეთ.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანსაღი კვება ადამიანების სრულფასოვანი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
სიცხე აქვეითებს მადას და ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირად ჭამა საერთოდ არ გვინდება. თუმცა, საკვების მიღებაზე
ხილი და კენკრა, რომელიც ასე უხვად გვაქვს ზაფხულში, საკვები რაციონის უმთავრესი კომპონენტი უნდა იყოს. ორივე მათგანი
როდესაც ხორციან საკვებს მივირთმევთ, ნივთიერებათა ცვლას დაახლოებით 40 %-ით ვზრდით, ვაძლიერებთ. წელიწადის
დიეტოლოგებმა წარმოადგინეს სასრგებლო საუზმის ნუსხა, რომელშიც პირველ ადგილზე აღმოჩნდა
დიეტოლოგების განცხადებით, მწვანილის სასარგებლო თვისებები განპირობებულია ვიტამინების, მინერალური მარილების,
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად