სწორი რაციონი - როგორ იკლებენ წონას იტალიელი ქალები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

სწორი რაციონი - როგორ იკლებენ წონას იტალიელი ქალები

სწორი რაციონი - როგორ იკლებენ წონას იტალიელი ქალები
ტრადიციული რაციონის წყალობით იტალიელი ქალები მთელ ევროპაში საუკეთესო აღნაგობით გამოირჩევიან.

მაგარი ჯიშის ხორბლისგან დამზადებული პასტა (მაკარონი) ანაყრებს, მაგრამ არ ასუქებს. ის შეიცავს ნახშირწყლებს, რომლებიც ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას. სეროტონინი კი ის ჰორმონია, რომელიც სედაციურ (დამამშვიდებელ) გავლენას ახდენს ორგანიზმზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ ფუნქციას არეგულირებს. პასტას გაცილებით დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, ვიდრე ბრინჯს, შვრიას, ბანანს და ბევრ სხვა “დიეტურ” პროდუქტს.


ის არ იწვევს სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მომატებას. მის შემადგენლობაში შემავალი რთული ნახშირწყლები ნელა იხლიჩება და ენერგეტიკული მარაგი ორგანიზმს დიდხანს ჰყოფნის,
ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ წონის კონტროლი გსურთ. იტალიელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 85 გ მშრალი პასტა ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით უზრუნველყოფს. ერთი თეფში პასტა მხოლოდ 300 კილოკალორიას შეიცავს. ვინაიდან მაკარონის დიეტა არ გულისხმობს რაოდენობის მკაცრ შეზღუდვას, ის ადვილი ასატანია. მისი
დაცვა მთელი ცხოვრება შეიძლება. ამასთან, დაკლებული კილოგრამები აღარ დაგიბრუნდებათ. წონის პირველადი დანაკარგი კი საწყის მონაცემებზეა დამოკიდებული. თუ მუდმივად დაიცავთ ასეთ დიეტას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ალბათობა 2-ჯერ დაიკლებს, მომაგრდება იმუნიტეტი, დაქვეითდება ინფექციის რისკი. პასტა სხვადასხვა ფორმისა და ფერისა. ასე რომ, შეგიძლიათ, ყოველდღე ნაირ-ნაირი შესახედაობის კერძი მიირთვათ. ამასთან, ნატურალური საღებავები (ტომატი, ისპანახი, კარი) პასტას ოდნავ შესამჩნევ პიკანტურ გემოსაც ანიჭებს. იტალიური დიეტის წყალობით 1-2 თვეში მოწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა, საჭმლის მონელება, გაჯანსაღდება კანი და გაქრობას დაიწყებს ზედმეტი კილოგრამები. დაიცავით პასტის მომზადების ოქროს წესი: 10:100:1000 (10 გ მარილი, 100 გ პასტა, 1 ლ წყალი). ადუღებულ წყალში ჯერ მარილი ჩაყარეთ, მერე მაკარონი ჩაუშვით. ადუღეთ 5-7 წუთი. მაკარონთან ერთად იტალიური დიეტის საფუძველია ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული, ზეითუნის ზეთი, თევზი, ზღვის პროდუქტები. პური და ხორცი იკრძალება. უარი უნდა თქვათ შაქარსა და ისეთ პროდუქტებზე, რომლებსაც დამატებული აქვს კონსერვანტები (მზა სოუსები, ძეხვეული და სხვ.). საბაზისო საკვები შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერი შემადგენლობით. აკრძალულთა სიაში არ შედის მშრალი წითელი ღვინო. ნებადართულია დღეში ერთი ბოკალი.


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 22-08-2015
g
აზრზე არ ხართ რას წერთ.... ვწუხვარ,რომ სწორი ინფორმაცია არ გაგაჩნიათ
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
ზოგი ადამიანი მეტისმეტად სწრაფად ჭამს, შეიძლება ითქვას 5 წუთში სრულად ამთავრებს ტრაპეზს. ამის მიზეზად ხშირად
ესპანელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევებით აჩვენეს (კონკრეტულად 14 კვლევის მეტაანალიზი ჩაატარეს), რომ დაბალი
შემწვარ კერძებს არც ერთი დიეტოლოგი არ გვირჩევს. როგორ მოვიქცეთ, რომ მავნე ზემოქმედება შევამციროთ. მაღალი ტემპერატურის
საზამთრო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, არომატული და გემრიელი ხილია, რომელიც ხშირად ზამთარშიც გვენატრება.
ჭარბი წონა სიცოცხლისათვის საშიშია. 20-50 წლის ასაკში ჭარბი წონით ცხოვრების თითოეული წელი აქვეითებს მკერდის
როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანები, რომელთათვისაც შოკოლადი ხელმისაწვდომია, 70%-ით უფრო იშვიათად აღნიშნავდნენ
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად