მაკარონი
ამ მაჩვენებლით მაკარონი ბურღულეულსაც სჯობნის. გასაკვირი არ არის, რომ მაკარონი XX საუკუნის ერთ-ერთ ძირითად საკვებ პროდუქტად მიიჩნევა. სასარგებლო თვისებებს მაკარონი დიდხანს (დაახლოებით ერთ წლამდე) ინარჩუნებს.
-
როგორ ავირჩიოთ კარგი პროდუქტი
- დააკვირდით მაკარონის ზედაპირს. იგი უნდა იყოს იდეალურად გლუვი, არ ჰქონდეს არავითარი ჩანართი და წერტილი.
- ფერი ერთგვაროვანი უნდა იყოს: კრემისფერი (მაგარი ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული მაკარონი), სუფთა თეთრი (რბილი ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული) ან მორუხო თეთრი (რბილი ხორბლის ფქვილის მაკარონი), მაგრამ არა კაშკაშა ყვითელი! ეს ფერი მიანიშნებს, რომ მაკარონი დაბალი ხარისხის ფქვილისგან დაამზადეს და ამ ფაქტის დასამალავად დაუმატეს არცთუ უვნებელი ქიმიური საღებავი ტარტრაზინი. მოერიდეთ ასეთ მაკარონს.
- პროდუქტს არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე, ობის, ლპობის სუნი ან გემო.
- მიაქციეთ ყურადღება, ჰერმეტულად შეფუთულ პროდუტში არ იყოს წყლის წვეთები (ნამი) - ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი გამოშრობამდე შეფუთეს და დიდია შანსი, ის ამის გამო ამძაღებული ან დაობებული იყოს.
მაკარონი იხარშება მარილიან მდუღარე წყალში. ხარისხიანი მაკარონის ხარშვისას:
- პროდუქტი, სულ ცოტა, ორჯერ იმატებს მოცულობას;
- ნახარში რჩება გამჭვირვალე;
- მაკარონი ინარჩუნებს ფორმას, არ ეწებება ერთმანეთს, არ სკდება და არ იკოშტება.
თუ თქვენ მიერ შეძენილი მაკარონი ასეთი არ აღმოჩნდა, დაიმახსოვრეთ მწარმოებელი და მომავალში მის ნაწარმს მოერიდეთ.
ეს საინტერესოა - რატომ არ უნდა გადაღვაროთ წყალი, რომელშიც მაკარონი მოიხარშა?
მაკარონის მოხარშვის შემდეგ ნახარშ წყალს, როგორც წესი, ვღვრით, თუმცა იტალიელი დიასახლისები გვარწმუნებენ, რომ ამ ნახარშს სრულიად უნიკალური თვისებები აქვს და შეგვიძლია, საოჯახო მეურნეობაში გამოვიყენოთ.
მაკარონის ნახარში სასარგებლოა ქოთნის ყვავილებისთვის, რადგან ზრდისთვის აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. თვეში ერთხელ მორწყეთ ყვავილები მაკარონის ნახარშით და შედეგს მალე იხილავთ.
იტალიურ სამზარეულოში მაკარონის ნახარშს ხშირად სხვადასხვა კერძის, მაგალითად, უგემრიელესი როზოტოს მოსამზადებლად იყენებენ. დაბოლოს, მაკარონის ნახარში აუმჯობესებს საფუვრიანი, უშაქრო ცომის სტრუქტურას. სცადეთ და თავად დარწმუნდებით.
-
რა ხდება კუჭში, როდესაც კიტრისა და პომიდვრის ან მაკარონისა და ყველის კომბინაციას მიირთმევთ
- მაკარონი კეტჩუპითა და ყველით - პომიდორი მჟავე პროდუქტია და მისი შერევა სახამებლის ნახშირწყლებთან მაკარონის ნაწარმი) ნიშნავს, რომ ზიანი მივაყენოთ საკვების მონელებას. ასევე არაა რეკომენდებული მაკარონი გახეხილ ყველთან ერთად, რადგანაც ასეთი რთული ერთობლიობა იწვევს სიმძიმის გრძნობას.მაკარონი სასარგებლო იქნება, თუ მას ჩაშუშული ბოსტნეულით შეკმაზავთ.
- ყველიანი ბუტერბროდი - არ უნდა მიირთვათ სახამებლის შემცველი პროდუქტები (პური) ყველთან ერთად. რადგანაც ცილა და სახამებელი სხვადასხვა ფერმენტების საშუალებით გადამუშავდება. ანუ ყველიანი ბუტერბროდის მირთმევისას, ორგანიზმი ჯერ ცილის შეწოვაზე მუშაობს, სახამებელი კი ამ დროის მანძილზე განიცდის დუღილსა და დაშლას. ამიტომ უფრო სწორი და სასარგებლოა ყველი დაუმატოთ უხვი მწვანილით შეზავებულ ბოსტნეულის სალათს.
- კიტრი და პომიდორი - ყველაზე გავრცელებული, პოპულარული და საყვარელი სალათი. მაგრამ სამწუხაროდ, ეს ორი პროდუქტი საერთოდ შეუთავსებელია. კიტრი ტუტე პროდუქტია, პომიდოპრი კი მჟავე. ამიტომ მათი ათვისება სხვადასხვანაირად ხდება. კიტრი გადამუშავდება, ხოლო პომიდორი განიცდის დუღილის პროცესს, რაც ხშირად იწვევს მეტეორიზმს.
- ხილი ძირითადი კვების შემდეგ. თუ არ გსურთ საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, დესერტად ნუ მიირთმევთ ხილს. ცხიმებითა და ცილებით გაჯერებული ძირითადი საკვები ხილზე დიდხანს გადამუშავდება, ამიტომ ვიდრე მიდის ძირითადი კერძის ათვისება, ხილი გადაუმუშავებელი რჩება კუჭში და აუცილებლად დაიწყებს დუღილს, რაც მუცლის შებერილობას იწვევს.
- ბანანი და რძე. ამ ორი პროდუქტის ერთობლივად მიღება იწვევს კუჭში სიმძიმის შეგრძნებას და საკვების მონელების შენელებას.
-
შენახვის ვადა და პირობები
მაკარონის ნაწარმის ტენიანობა მხოლოდ 13%-ია, ამიტომ ნორმალურ პირობებში შენახვისას მისი ხარისხი 1-1,5 წლის განმავლობაში არ იცვლება. ნუ შეინახავთ მაკარონს მძაფრსუნიან პროდუქტებთან ან მაღალი ტენიანობის პირობებში.