რა კვლევები უნდა ჩაიტაროთ სიმსუქნის მიზეზის დასადგენად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

რა კვლევები უნდა ჩაიტაროთ სიმსუქნის მიზეზის დასადგენად

რა კვლევები უნდა ჩაიტაროთ სიმსუქნის მიზეზის დასადგენად
წონის დაკლებაზე ვოცნებობ. უკვე ათეულობით ჟურნალი გადავათვალიერე შესაფერისი დიეტის ძიებაში. მეუბნებიან, ნუ იჩქარებ - თავდაპირველად სიმსუქნის მიზეზი უნდა გაარკვიო და მერე იმოქმედოო. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.

მსუქანთა შორის, დიდი-დიდი, 5%-ია ისეთი, ვისი ზედმეტი წონაც ავადმყოფობით არის გამოწვეული. და მაინც, პირველი სპეციალისტი, რომელთან ვიზიტიც აუცილებელია, არც კოსმეტოლოგია და არც პლასტიკური ქირურგი - ეს ენდოკრინოლოგია.


ჩააბარე ანალიზები

წონის მატება საკმაო საფუძველია იმისთვის, რომ ექიმს მიმართოთ. თავდაპირველად აუცილებელია, გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. უნდა ჩატარდეს ამ ორგანოს ულტრაბგერითი გამოკვლევა და სისხლის ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის საბაზისო
ჰორმონებზე. შემდეგ უნდა გამოიკვლიოთ თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია (ულტრაბგერითა და სისხლის ანალიზით) - ცხიმის მომატება მათი ჰიპერფუნქციის შემთხვევაშიც ხშირია. უპირველესად თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევაა საჭიროა, თუ დაგიბოხდათ ხმა, შეამჩნიეთ ჭარბთმიანობა უჩვეულო ადგილებში, გაწელილი კანი (ორსულობის შემდეგ გაჩენილი სტრიები არ ითვლება) ან ცხიმის ჩალაგება მამაკაცური ტიპის მიხედვით
- ზურგსა და მუცელზე.
უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს მთავარი ჯირკვალი - ჰიპოფიზი. უნდა ჩატარდეს ანალიზი ჰიპოფიზის ჰორმონებზე, თავის ქალას რენტგენოგრაფია და გაიზომოს ქალაშიდა წნევა. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად აუცილებელია მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ურიგო არ იქნება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი შაქრიანი დიაბეტისა და ღვიძლის პრობლემების გამოსარიცხად.
შესაძლოა, ექიმმა სასქესო ჰორმონების გამოსაკვლევად სისხლის ჩაბარება გირჩიოთ - მამაკაცური ჰორმონების დეფიციტის შემთხვევაშიც (დიახ, დიახ, ისინი ქალებსაც აქვთ) მოსალოდნელია წონის მატება. ნუ იფიქრებთ, რომ ენდ­ოკრინული დაავადებით გამოწვეული სიმსუქნე საბედისწერო გარდაუვალობაა. სიმსუქნე წარმატებით იკურნება როგორც შაქრიანი დიაბეტის, ისე ფარისებრი თუ თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებების დროს. მაგრამ მხოლოდ მედიკამენტებით აქ ვერაფერს გახდებით - მოგიწევთ ნაკლები ჭამა, მეტი მოძრაობა. შიმშილობა საჭირო არ არის, რაციონის შეზღუდვა კი აუცილებელია.
დიაბეტის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები და ძნელად ასათვისებლით შეიცვალოს, თუმცა აქაც ზომიერება უნდა დაიცვათ. ნუ მიეძალებით ტკბილეულს, რომელიც სამკურნალო კვების განყოფილებაში იყიდება: თუ ისინი შაქარს არ შეიცავს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მათი მირთმევა შეუზღუდავად შეიძლება.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 24-04-2017
eka
ჯერ ერთიც რომ იმდენი ანალიზებია ჩამოთვლილი, მაგის ფული ერთეულებს თუ ექნება. და მეორე უმთავრესი, რომელ ექიმთან უნდა მივიდეთ, აქაურ ექიმებს არ ვენდობით. ასეთი ექიმების წყალობით და არასწორი დიაგნოზებით რატომ დარბიან "ცნობილები" უცხოეთში. ვიქნები ასე ჩემთვის, სანამ სული თავისით არ ამომხდება, ასეთ ექიმებთან ვიზის სურვილი ნამდვილად არ მაქვს
თარიღი : 20-08-2015
ნინო
ერთეულებს აქვთ საშვალება. მე პირადად არ მაქვს ფული ასეთი გამოკვლევების. კიდე საზღვარგარეთ წასული ხალხი არჩენს საქართველოს და იმათი ოჯახის წევრები დადიან საშოპინგოდ .
თარიღი : 27-01-2015
maka
რა გამოკვლევებიც თქვენ ჩამოთვალეთ საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოივს და ვისაც ამის საშუალება არ აქვს მაგან რა უნდა ქნას?
თარიღი : 24-01-2015
ლალ023
ვინცორსულობის დროს მოიმატა და ვეღარ იკლებს,მას როგორი დიეტა სჭირდება???
თარიღი : 22-01-2015
ნანა
ექიმთან მისვლა რომ აუცილებელია, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ გვაძლევს ჩვენი ყოფა ამის საშუალებას? როცა ძალიან გვიჭირს და ვიცით, რაც გვჭირს, მაშინაა შეუძლებელი ბევრისთვის მისვლა ექიმთან ეკონომიური სიდუხჭირის გამო.ნეტა ამას თუ ითვალისწინებს ვინმე, ან თუ დაადგება ქართველ ხალხს საშველი როდისმე ამ მხრივ და თუნდაც უამრავი პრობლემის მხრივ?
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იმ უდიდეს სარგებელთან ერთად, რაც ამ ეტაპზე თვითიზოლაციას მოაქვს ადამიანებისთვის, სახლში ხანგრძლივმა ყოფნამ შეიძლება
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმები ჯანმრთელ ადამიანს დღის მანძილზე საშუალოდ 1,5 ლ სუფთა წყლის მიღებას ურჩევენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოსცა რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია რძის პროდუქტების მიღება,
ინდოელმა სპეციალისტებმა გამოარკვიეს, როგორია ნაბახუსევზე იდეალური საშუალება,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად