მსხალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსხალი

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსხალი ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება, თუმცა შაქარი მასში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაშლში. ხალხური და ოფიციალური მედიცინა გვირჩევს, მსხალი ხშირად მივირთვათ, ოღონდ ვისწავლოთ მისი სწორად მოხმარება. მსხალი არ უნდა ვჭამოთ უზმოზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყოლოთ წყალი. არ არის სასურველი მისი ხორცთან ერთად და მარხვაში მიღება. ახლა ამ საოცარი ხილის სასარგებლო თვისებები გავიცნოთ. მსხლის წვენი ვიტამინებით არის გაჯერებული. მსხლის შემადგენლობაში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც სისხლძარღვთა პრობლემები აქვს. ექიმები მსხლის ჭამას დაბეჯითებით ურჩევენ მათ, ვინც 40 წელს გადააბიჯა. კარგი იქნება, თუ კვირაში ორჯერ მაინც მოიწყობთ “მსხლის დღეს”. ამ დღეებში მხოლოდ 1,5-2 კგ მსხალი მიირთვით. მაგარი ჯიშისა შეგიძლიათ მოხარშოთ. ძველად ექიმბაშები მსხალს სიცხის დასაწევად აჭმევდნენ პაციენტებს. გარდა ამისა, ნაყოფს ჩეჩქვავდნენ, ტილოზე ათავსებდნენ და ჭრილობაზე ადებდნენ - მიაჩნდათ, რომ საუკეთესო შემხორცებელი საშუალება იყო. ძველ არაბულ სამედიცინო ნაშრომებში მსხალი ფილტვების საუკეთესო წამლად იხსენიება. ანტიბიოტიკ არბუტინის წყალობით მსხლის წვენს და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. მსხალი ძალიან უხდება საჭმლის მომნელებელ სისტემას. ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა მის შემადგენლობაში შემავალ უჯრედისს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებაც შეუძლია. საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პრობლემების დროს მსხალს საერთოდ ნუ შეჭამთ. დიდი ხანია ცნობილია, რომ მოხარშული ან შემწვარი მსხალი ხველებას აცხრობს. დამტკიცდა ისიც, რომ მსხალი ნაღვლის დაავადებების შესანიშნავი წამალია. თუ ყოველ დილით, წახემსების შემდეგ, 2 ცალ საშუალო ზომის მსხალს მიირთმევთ, მუცლის ტკივილი დაგიამდებათ და არასასიამოვნო სიმძიმის შეგრძნებაც გაქრება. ახლახან ექიმებმა, დიეტოლოგებმა და ფსიქოლოგებმა ისიც დაამტკიცეს, რომ ეს საოცარი ხილი განწყობილებასაც ამაღლებს. მისი მიღებიდან რამდენიმე წუთში გუნება გამოგიკეთდებათ. დასავლეთში დეპრესიით შეპყრობილ რამდენიმე ადამიანზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ 10-დან 8 მონაწილე 0,5 კგ მსხლის შეჭმის შემდეგ ოპტიმისტურად განეწყო, საწოლიდან წამოდგა, სარკეში ჩაიხედა, გაიღიმა და გასეირნების სურვილი გამოთქვა. მსხალი ძალიან სასარგებლოა არითმიის დროს - მასში ბევრია კალციუმი, რომელიც აუმჯობესებს გულის ფუნქციობას და აღადგენს რიტმს. სხვათა შორის, რაც უფრო არომატულია მსხალი, მით უფრო სასარგებლოა, განსაკუთრებით - გულისათვის.

მსხლის კოსმეტოლოგიური თვისებები

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ის, რისი შინაგანად მიღებაც სასარგებლოა, გარეგანი გამოყენების დროსაც ეფექტიანი უნდა იყოს და ასეც არის! არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს. მსხლის ნიღბის მომზადებას შინაც მოახერხებთ. ის:

  • აუფერულებს ჭორფლს და ლაქებს. მწიფე მსხალი გამოწურეთ, დარჩენილი ნაყოფი სახეზე დაიდეთ და 15-20 წუთით გაიჩერეთ (თუ კანი მშრალი გაქვთ, მასში რძის ფხვნილი შეურიეთ, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ). შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • ატენიანებს მშრალ კანს. თუ მეტისმეტად მშრალი კანი გაქვთ, ზამთარში რაც შეიძლება ხშირად გაიკეთეთ ასეთი ნიღაბი: მოზრდილი მსხალი კანიანად გახეხეთ, დაასხით ერთი სუფრის კოვზი არაჟანი და ამდენივე გრეიპფრუტის წვენი. კარგად აურიეთ და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე. ნახევარი საათის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  • ავსებს ფორებს. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც სახეზე მსხლის წვენს წაისვამთ. ეს სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის კანისთვის - არბილებს, აჯანსაღებს, აქრობს ფორებს. მსხლის წვენი სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, მერე კი ცივი წყლით.
  • მსხალი ნაოჭების მტერია. ორი სუფრის კოვზი რბილობი მოათავსეთ ჭურჭელში, დაამატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი ათქვეფილი კვერცხის ცილა, კარგად მოურიეთ და მიღებული მასა 15-20 წუთით წაისვით სახეზე. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი სასურველია ნორმალური სახის კანისთვის.

ამდენი რამ რომც არ ჩამოგვეთვალა, მსხლის უნიკალურობის საბუთად მისი საოცარი გემოც იკმარებდა. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც მსხალი არ უყვართ. თუ მათ რიცხვს ეკუთვნით, ნუ იდარდებთ - შეგიძლიათ, მსხლის ნამცხვარი იგემოთ. მისი წყალობით თქვენი ორგანიზმი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას მიიღებს.