ზედმეტი წონა, დიეტა, სტრესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზედმეტი წონა, დიეტა, სტრესი

საქმე ბოლომდე ვერასოდეს მიმყავს, ნებისყოფა მღალატობს და მერე ვნერვიულობ. იქნებ მირჩიოთ, როგორ დავიკლო წონა სტრესის გარეშე.

დიეტის დაწყებისას ზედმეტი კილოგრამები თვალსა და ხელს შუა ქრება, მერე კი... სასწორის ისარი ადგილიდან აღარ იძვრის. ამ დროს ქალების უმრავლესობას ნებისყოფა ღალატობს, მოთმინებას კარგავს და ფარ-ხმალს ყრის. გირჩევთ, წინასწარ წარმოიდგინოთ შედეგი, რომლის მიღწევაც ასე გსურთ. მაგალითად, როგორ ირგებთ ვიწრო ჯინსის შარვალს. შეუთავსეთ დიეტა ვარჯიშს - ეფექტი უკეთესი იქნება და ჭამაზე აკვიატებული ფიქრიც გაგეფანტებათ. რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ თქვენი ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება და სხეულის ახალი ფორმები დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

  • რჩევა 1-ელი

გამოიყენეთ ცხარე სანელებლები. წიწაკა ჩილიში არის ნივთიერება კაპსაიცინი, რომელიც წვავს ზედმეტ კალორიებს ჭამიდან 20 წუთის შემდეგ.

პირშუშხა, მდოგვი და ილი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას თერმოგენეზის პროცესის წყალობით, როცა ცხიმების დაშლა სხეულის ტემპერატურის მომატების ხარჯზე ხდება.

  • რჩევა მე-2

დილაობით ყოველთვის ერთსა და იმავე დროს აიწონეთ. დღის განმავლობაში წონის მაჩვენებელები 0,5 კგ-დან 2 კგ-მდე მერყეობს. წონა იმატებს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნთების გადიდების გამო. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ მენსტრუაციამდე 2 დღით ადრე, ორგანიზმში სითხის შეკავების გამო, სხეულის წონა რეალურთან შედარებით 1-2 კგ-ით იმატებს.

  • რჩევა მე-3

გაინებივრეთ თავი. ვინ თქვა, რომ დესერტი და დიეტა შეუთავსებელია? აურიეთ ერთმანეთში ახალი ხილი და კენკრა, მოასხით 1 ჭიქა იოგურტი, მოაყარეთ ცოტაოდენი დარიჩინი და ყელი დაბალკალორიული დესერტით ჩაიკოკლოზინეთ.

ხაჭო და იოგურტი შეიცავს ბევრ ცილას, რომლის დასაშლელად ორგანიზმი უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს, ვიდრე ცხიმებისა და ნახშირწყლების გადასამუშავებლად. თუ ტკბილის მოთხოვნილება გაქვთ, შეგიძლიათ, თავს 1 ბანანის ან 1 ჭიქა თაფლიანი რძის უფლება მისცეთ.

  • რჩევა მე-4

თუ შიმშილის მწვავე შეტევას იგრძნობთ, მოწუწნეთ ყინულის ნატეხი სალბის ექსტრაქტით. სალბი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც მადას აქვეითებს. შიმშილის შეგრძნებას პიტნისგემოიანი კბილის პასტაც ამცირებს.

  • რჩევა მე-5

შემოიღეთ სპეციალური წიგნაკი და ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც დღის განმავლობაში მიირთმევთ. საღამოს გააანალიზეთ თქვენი რაციონი და განსაზღვრეთ, სად გადააჭარბეთ.

ცნობილია, რომ ადამიანი შეჭმული საკვების რაოდენობას 20%-ით ნაკლებად აფასებს. სწორედ ამიტომ გვგონია, რომ თითქმის არაფერი გვიჭამია, კილოგრამებს კი ვაგროვებთ.

  • რჩევა მე-6

ნუ მოიკლავთ თავს შიმშილით. ალბათ, არ მოგწონთ, როცა სამსახურში, გახურებული მუშაობის დროს, კუჭი ყურყურით გახსენებთ თავს. ამის თავიდან ასაცილებლად მიირთვით წყლით მდიდარი პროდუქტები: ბოსტნეული, ხილი, სალათის ფოთლები. სადილი დაიწყეთ ლიმონის წვენით შეზავებული სალათით. დროდადრო წაიხემსეთ ვაშლით - ის მდიდარია პექტინით და იოლად კლავს შიმშილს.

  • რჩევა მე-7

დაისახეთ მიზანი. შეიძინეთ ტანსაცმელი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, მაგრამ... ერთი ზომით ნაკლები. წარმოიდგინეთ, რა თვალისმომჭრელი იქნებით ამ სამოსში, თუ 1-2 კგ-ს დაიკლებთ. ეს საკმარისი მოტივი იქნება, რათა არ შეჩერდეთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ!

  • რჩევა მე-8

შემოიკრიბეთ კომპანია. გახდომა დაქალთან ერთად გაცილებით სახალისოა - შეგიძლიათ, იაროთ საყიდლებზე, გაცვალოთ რეცეპტები და გაუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება. როცა ძალიან გაგიჭირდებათ, დაურეკეთ ერთმანეთს (მაგალითად, ძალიან მოგინდებათ შოკოლადი ან ნამცხვარი) და გაამხნევეთ.

  • რჩევა მე-9

შემოიღეთ ჩაის სმის ცერემონიალი. ადამიანები, რომლებიც სვამენ მწვანე ჩაის, ჩვეულებრივზე 60%-ით ნაკლებს ჭამენ. მწვანე ჩაი აჩენს დანაყრების განცდას, ანელებს ცხიმების შეწოვას და არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს. თუ მას ყოველდღე დალევთ, დამატებით დაწვავთ 80 კკალ-ს მასში შემავალი პოლიფენონის წყალობით, რომელიც შლის ცხიმებს. ჯამში კი წელიწადში 4 კილოგრამს დაიკლებთ.

  • რჩევა მე-10

მიეცით თავს უფლება, კვირაში ერთხელ მიირთვათ რაიმე გემრიელი. მაგრამ ფრთხილად იყავით, ნუ შეიძენთ ერთბაშად კანფეტის მთელ შეკვრას ან შოკოლადის მთელ ნაკრებს. თუ თქვენი მაგიდის უჯრაში იდება ტკბილეულის მთელი გროვა, სავარაუდოდ, ერთ ულუფას არ დასჯერდებით.