არ დაემორჩილოთ სიცივეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არ დაემორჩილოთ სიცივეს

  • უპირველეს ყოვლისა, გაუკეთეთ საჩუქარი საკუთარ თავს და შეიძინეთ კომფორტული,თბილი და ამავე დროს მსუბუქი ტანსაცმელი - ბუმბულის ქურთუკები,შალის სვიტერი, ფაფუკი კაშნე, სასურველია, გრძელი. ისეთი, რომ მათმა შეხედვამაც კი გაგათბოთ. ამასთან, ეცადეთ, სასიამოვნო შეფერილობისა იყოს, რომ განწყობილება გაგიხალისოთ.
  • გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რომ თუ ფეხი თბილად გაქვს, არასოდეს გაიყინები. ექიმებიც აღნიშნავენ, რომ თუ ფეხზე გცივათ,მთელი სხეული ადვილად ცივდება.გაითვალისწინეთ ეს და ჩაიცვით წინდები, რომლებიც სითბოს ინარჩუნებს. შეარჩიეთ ფეხსაცმელი, რომელიც ამოფენილია ბეწვით ან რომელშიც სპეციალური საფენები აწყვია. ასევე უნდა შეირჩეს საშინაო ჩუსტებიც.
  • გაითოშეთ და თავს ცუდად გრძნობთ? შინ დაბრუნებისთანავე მიიღეთ აბაზანა. წყლის ტემპერატურა თავდაპირველად 37 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, მერე კი თანდათან გაზარდეთ. თუ აბაზანაში წოლა არ გიყვართ, შხაპი მიიღეთ.სააბაზანოში დაგროვილი ორთქლი საუნის ეფექტს შექმნის. “საუნის” შემდეგ ფუმფულა ხალათში გაეხვიეთ და დალიეთ ცხელი თაფლიანი ჩაი.
  • ზამთარში მუდამ გვერდით უნდა გქონდეთ ყველაზე საიმედო და ნაცადი საშუალება - სათბურა. თუ რეზინის სათბურას იყენებთ, აუცილებლად შეუკერეთ სპეციალური შალითა, რომ არ დაიწვათ. თუ ელექტრონულს, ფრთხილად იყავით, მასთან ერთად არ ჩაგეძინოთ!
  • გსურთ, გათბეთ და განწყობილებაც გამოიკეთოთ? - მიირთვით ცხელი შოკოლადი. ერთი ფინჯანი ტკბილი სასმელი გაგათბობთ, ძალ-ღონის მოკრებაში, მოდუნებაში, განტვირთვაში დაგეხმარებათ.ცხელი შოკოლადი აუჩქარებლად უნდა დალიოთ. ფინჯანი ერთხანს ხელში დაიჭირეთ, მერე მოსვით. მიირთვით მცირე ყლუპებით. გრძნობთ, როგორ ედება სითბო და სასიამოვნო განცდა მთელ სხეულს? ისიამოვნეთ!
  • რაციონში აუცილებლად ჩართეთ მწარე წიწაკა. ის ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ათბობს და ენერგიით ავსებს ორგანიზმს, თავიდან გვაცილებს აპათიას და მელანქოლიას.

ზამთრის მოთეთრო-მონაცრისფრო პალიტრა, რა თქმა უნდა, ვერავის გაახალისებს. ჩვენ არ შეგვიძლია, ბუნებას ნათელი ფერები შევმატოთ. სამაგიეროდ, შეგვიძლია, საყვარელი ფერებით გავამდიდროთ ინტერიერი. მაგალითად, ატმისფერი პლედი, ცისფერი ლარნაკი, ყვითელი ფარდა გამუდმებით გაგახსენებთზაფხულის ცას და მზიან დღეებს. თავი არიდეთ ადამიანებს, რომლებსაც მუდამ მელანქოლიური განწყობილება აქვთ. ერიდეთ უარყოფით ინფორმაციას. უყურეთ მხოლოდ ისეთ გადაცემებს, რომლებიც დადებითი ემოციებით აგავსებთ. იკითხეთ საყვარელი წიგნები, ნახეთ მხიარული, კეთილი ფილმები და სპექტაკლები. ხშირად გქონდეთ ურთიერთობა მეგობრებთან. ხანდახან შოპინგიც არ გაწყენთ. თავი შეიქციეთ ისეთი საქმიანობით, რომელიც სიამოვნებას მოგგვრით. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ზამთრის ცივ და მოსაწყენ დღეებს უფრო იოლად გადაიტანთ.