მითები წონის დაკლების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მითები წონის დაკლების შესახებ

საყოველთაოდ ცნობილი წარმოდგენები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს ცრურწმენები და მითები, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით სრულიადაც არ შეეფერება სიმართლეს. აი, ზოგიერთი მითი:

1 ნახშირწყლები ასუქებს

ფაქტი: ნახშირწყლები იზიდავს წყალს, ამიტომ თუ უარს იტყვით ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მიღებაზე, წონას ნამდვილად დაიკლებთ, მაგრამ ექიმები, დიეტოლოგები, კვების სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ნახშირწყლების შეზღუდვით ორგანიზმს ენერგიის წყარო მოაკლდება.

2 ვახშმობა არ შეიძლება

ფაქტი: დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ გვიან ჭამა არ აისახება ფიგურაზე, თუ დავიცავთ ზომიერებას, არ გადავაჭარბებთ კალორიების სადღეღამისო ნორმას და ეს ერთადერთი ტრაპეზი არ იქნება დღე-ღამის განმავლობაში. უფრო მნიშვნელოვანია, რას მიირთმევთ და არა როდის.

3 შოკოლადი მავნებელია

ფაქტი: დიეტოლოგები არ გვირჩევენ შოკოლადზე სრულებით უარის თქმას. კაკაოს მარცვლები მდიდარია განსაკუთრებული ნივთიერებებით, რომლებიც აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას. შეგიძლიათ, დღეში ერთხელ მიირთვათ ერთი ფინჯანი თხევადი მწარე შოკოლადი ან მცირე ზომის შოკოლადის ფილა.

4 პური არ შეიძლება

ფაქტი: პურზე სრულიად უარის თქმა არ ღირს, ოღონდ ზომიერებაა საჭირო. 1-2 ნაჭერი ჭვავის ან შერეული მარცვლეულის, ქატოდამატებული პური ნამდვილად არ გავნებთ.

5 საჭიროა მეტი ცილა

ფაქტი: ეს უფრო იმ კომპანიების მოწოდებაა, რომლებიც ცილოვან დანამატებს აწარმოებენ. სინამდვილეში ძალისმიერი ვარჯიშების გარეშე ეს დანამატები ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს მუსკულატურაზე. საკვებიდან ჩვენ საჭირო რაოდენობის ცილას ვიღებთ, დამატებითი ულუფა ზედმეტი დატვირთვაა ორგანიზმისთვის.

6 ბალი და ალუბალი მეტისმეტად კალორიულია

ფაქტი: 100 გრამ ამ ხილში მხოლოდ 52 კკალ-იაა. ამასთან, ის ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, კლავს წყურვილს, აუმჯობესებს მადას, თავიდან გვაცილებს ყაბზობას.

7 მთელ-მთელი ხილი სჯობია წვენს

ფაქტი: წვენები, ისევე როგორც ხილი, უზრუნველყოფს ორგანიზმს მნიშვნელოვანი ვიტამინებით, რომლებიც სწრაფად შეიწოვება სისხლში.

8 გაყინულ ზღვის პროდუქტებს არავითარი სარგებლობა არ მოაქვს

ფაქტი: ცივად შენახული და გაყინული პროდუქტები დიდხანს ინარჩუნებს კვებით ღირებულებას. გაყინვის წყალობით ზღვის ნობათის სასარგებლო თვისებებით დიდხანს ვისიამოვნებთ.

9 ყველაზე სასარგებლო მცენარეული ზეთი ზეითუნის ზეთია

ფაქტი: ბიოლოგიური ფასეულობით საკვებ ზეთებს შორის პირველი ადგილი უკავია არა ზეითუნის, არამედ სელის ზეთს.

10 ცოცხალი ბოსტნეული სჯობია გაყინულს

ფაქტი: თუ ბოსტნეულს არ გაალღობთ და სწორად შეინახავთ, ის თავის საუკეთესო თვისებებს არ დაკარგავს.

გაითვალისწინეთ ეს მითები, იკვებეთ სწორად, დაიცავით ზომიერება, იაქტიურეთ ფიზიკურად, ეცადეთ, თავი არიდოთ უარყოფით ემოციებს, თავს ნუ დაიტანჯავთ მკაცრი აკრძალვებით - ყოველივე ეს სტრესია ორგანიზმისთვის - და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.