/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

თუ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდება ... ნახეთ რას სთავაზობს განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს

თუ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდება ... ნახეთ რას სთავაზობს  განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს
თუ აბიტურიენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, მას დამატებით სესიაზე მოვიწვევთ, სესიების განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება,

- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ჟურნალისტებთან ეროვნულ გამოცდებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, აბიტურიენტებისთვის გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

აბიტურიენტებისთვის გამოცდები 22 ივლისს დასრულდება, თუმცა, ჩვენ გვაქვს დამატებითი სესიებიც. თუ აბიტურიენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, მას ჩვენ დამატებით სესიაზე მოვიწვევთ, ამ სესიების განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება",- აღნიშნავს სოფო გორგოძე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მისივე ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო სივრცეში პირბადის გამოყენების ვალდებულება არ აქვთ. აპლიკანტს შეუძლია პირბადე სურვილისამებრ გამოიყენოს.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

სულ ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე ორმა აბიტურიენტმა დააგვიანა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცილები და მათი მონელება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცილები და მათი მონელება

სპორტსმენთა ყოველდღიური, დღეში ორ- ან სამჯერადი ვარჯიში, მაღალი ნერვული დაძაბულობა შეჯიბრებების დროს, იმუნური სისტემის დაქვეითება, ცუდ კლიმატურ პირობებში გამართული შეჯიბრება ცილების ცვლის ინტენსივობის გაზრდას (ინტენსიფიცირებას) იწვევს. შესაბამისად, ასეთ დროს სპორტსმენთა ორგანიზმის მოთხოვნილება ცილებზე ნორმასთან შედარებით ორჯერ იზრდება (2-2,5 გრამი კილოგრამ წონაზე დღე-ღამეში). თუ სპორტსმენები დაკავებულნი არიან სპორტის ისეთი სახეობებით, რომლებიც მოითხოვს ძალთა კონცენტრირება-მობილიზებას, სწრაფრეაქციას, ფეთქებადი ხასიათის მოძრაობებს (მძლეოსნები, ათლეტები და ა. შ), ცილების გამოყენება კიდევ უფრო უნდა გაზარდონ (3-4 გრამამდე კილოგრამ წონაზე დღე-ღამეში). ამასთან, უნდა მიიღონ აუცილებლად მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე ცილები, ანუ შეუცვლელი ამინმჟავების შემცველი. საერთოდ, რაც უფრო მიახლოვებულია საკვები ცილის ამინმჟავური შედგენილობა ჩვენი ორგანიზმის ცილების შემადგენლობასთან, მით უფრო ფასეულია ის. ამ თვალსაზრისით ცილების უნივერსალური და განსაკუთრებით ფასეული წყაროა კვერცხი, რძე და ხორცი. მცენარეულ ცილებში, ჩვეულებრივ, შეუცვლელი ამინმჟავები, კერძოდ, ლიზინი, მეთიონინი და ტრიპტოფანი, არასაკმარისი რაოდენობითაა. იმისათვის, რომ მივიღოთ ამინმჟავათა ოპტიმალური თანაფარდობა, აუცილებელია საკვები რაციონი გავამდიდროთ როგორც მცენარეული, ისე ცხოველური პროდუქტებით. კერძოდ, უნდა ვჭამოთ მარცვლეული, რძე, ხორცი, თევზი, კვერცხი, კარტოფილი, რძის პროდუქტები, სიმინდი, მიწის თხილი (არაქისი), ბრინჯი, პარკოსნები, ხორბალი და საფუარი.

ხორცი

ხორცი მაღალი ღირებულების საკვები პროდუქტია, სრულფასოვანი ცხოველური ცილების უნივერსალური წყარო. მასში შემავალი ცილები შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინმჟავას, თანაც მნიშვნელოვანი რაოდენობითა და ოპტიმალური თანაფარდობით. ხორცის ბიოლოგიურ ფასეულობაზე მსჯელობენ მასში შემავალი ცილების ხარისხითა და რაოდენობით. ამ თვალსაზრისით ცილებით განსაკუთრებულად მდიდარია საქონლის (20%-მდე), ღორის, კურდღლისა და ფრინველის ხორცი.

თევზი

ხორცის მსგავსად მაღალხარისხიანი ცილების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. თევზის ცილები შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო ყველა შეუცვლელ ამინმჟავას. ხორცისაგან განსხვავებით თევზის ცილებში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი შეუცვლელი ამინმჟავა, როგორიცაა მეთიონინი. თევზის ცილების უპირატესობა კიდევ იმით გამოიხატება, რომ ისინი 93-98%-ით შეითვისება ჩვენი ორგანიზმის მიერ, მაშინ როცა ხორცის ცილების შეთვისება 87-89%-ს აღწევს.

ქათმის კვერცხი

ქათმის კვერცხი, სხვა ცხოველურ პროდუქტებთან შედარებით, შეიცავს ყველაზე სრულფასოვან ცილას. ამ ცილაში წარმოდგენილია ყველა შეუცვლელი ამინმჟავა ოპტიმალური თანაფარდობით. მას ადამიანის ორგანიზმი პრაქტიკულად სრულად ითვისებს.

მცენარეული წარმოშობის პროდუქტები

მცენარეული წარმოშობის პროდუქტებიდან სრულფასოვან ცილებს შეიცავს სოია, ლობიო, ბრინჯი, ბარდა, სიმინდი, პური.

ცილების მონელება

საკვებით მიღებული ცილები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პროტეოლიზური ფერმენტების ან პეპტიდჰიდროლაზების ზემოქმედებით იშლება (მოინელება). პეპტიდჰიდროლაზები ამინმჟავებს შორის არსებული პეპტიდური ბმების გაწყვეტას ემსახურება. ისინი არააქტიური ფორმით გამოიყოფა, რითაც, ფაქტობრივად, საჭმლის მომნელებელი სისტემის კედლები თვითმონელებისაგან დაცულია. პეპტიდჰიდროლაზები აქტიურდება საკვების მოხვედრისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შესაბამის განყოფილებაში, ასევე საკვების დანახვისა და სუნის შეგრძნებისას რეფლექსურად.

საკვებში შემავალი ცილები პირის ღრუში მხოლოდ მექანიკურად ქუცმაცდება, ქიმიურ მონელებას არ განიცდის, რადგანაც ნერწყვი არ შეიცავს პეპტიდჰიდროლაზებს. ცილების ქიმიური გადამუშავება იწყება კუჭში პეპსინისა და მარილმჟავას მონაწილეობით. ამ უკანასკნელის გავლენით ცილები ფუვდება, ხოლო მათი მოლეკულების შიდა ზონები ფერმენტისათვის სამოქმედოდ მისაწვდომი ხდება. პეპსინი აჩქარებს ცილის შიგნით (მოლეკულის ბოლოებიდან მნიშვნელოვნად დაშორებული) არსებული პეპტიდური ბმების ჰიდროლიზს. შედეგად კი, ცილის მოლეკულებისაგან მაღალმოლეკულური პეპტიდები წარმოიქმნება. ეს მაღალმოლეკულური პეპტიდები შემდგომ ნაწლავებში, სუსტ ტუტე გარემოში განიცდის დაშლა-მონელებას ტრიფსინის, ქიმოტრიფსინისა და პეპტიდაზების ზემოქმედებით. ცილების მონელების კვალად წარმოიქმნება ჯერ დიპეპტიდები, რომლებიც საბოლოოდ ჰიდროლიზდება ამინმჟავებამდე. ამინმჟავები და ზოგიერთი დაბალმოლეკულური პეპტიდი ნაწლავების ხაოებით (ბუსუსებით) შეიწოვება. ეს პროცესი ენერგიის ხარჯვით მიმდინარეობს. ამინმჟავების ნაწილი უკვე ნაწლავის კედელშივე ერთვება სპეციფიკური ცილების სინთეზში (წარმოქმნაში), უდიდესი ნაწილი კი სისხლსა (95%) და ლიმფაში გადადის.

საკვების მონელების პროცესში წარმოქმნილი ამინჟავების ნაწილი და მოუნელებელი ცილები ნაწლავის ქვედა განყოფილებებში ნაწლავთა ბაქტერიების ზემოქმედებით ლპობას განიცდის. ზოგიერთი ამინმჟავისაგან მომწამვლელი, შხამიანი პროდუქტები წარმოიქმნება ფენოლების, ამინებისა და სხვათა სახით. ისინი ნაწილობრივ ფეკალური მასით გამოიყოფა ორგანიზმიდან, ნაწილობრივ კი სისხლში შეიწოვება, გადადის ღვიძლში, სადაც მათი გაუვნებელყოფა მიმდინარეობს. ეს პროცესი მოითხოვს ენერგიის ხარჯვას.

საყურადღებოა, რომ სისხლის ამინმჟავების მეტაბოლური ფონდის შევსება ხდება არა მხოლოდ საკვებით მიღებული (ცილების დაშლა-მონელებით წარმოქმნილი) ამინმჟავების საშუალებით, არამედ იმ ამინმჟავებითაც, რომლებიც წარმოიქმნება ქსოვილოვანი ცილების ჰიდროლიზის შედეგად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორგანიზმში საჭიროებისამებრ ერთი ამინმჟავადან მეორე წარმოიქმნება და ამინმჟავების სინთეზი ხდება აგრეთვე არაცილოვანი ბუნების ნივთიერებებისაგან.

მთავარი ის არის, რომ სისხლის მეტაბოლური ფონდიდან სხეულის უკლებლივ ყველა უჯრედი იღებს ამინმჟავებს სპეციფიკური ცილების სინთეზისათვის. დარჩენილი ამინმჟავები კი სხვა კლასის ნაერთებად გარდაიქმნება ან სრულად იშლება ცვლის საბოლოო პროდუქტების წარმოქმნითა და ენერგიის გამოყოფით.