იმკურნალეთ გარგარის ჩირით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმკურნალეთ გარგარის ჩირით

ამ დროს გარგარი ბუნებრივ პირობებში ჩირდება - ნაყოფს ხეზე მანამდე ტოვებენ, სანამ მთლიანად არ დაკარგავს წყალს და არ გამოშრება. ამ მეთოდით დაჩირებისას გარგარი ყველა სასარგებლო კომპონენტს ინარჩუნებს - ვიტამინებს, მინერალებს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს და სხვა. ჩირის პირველი ორი სახეობა მესამესთან შედარებით ნაკლებ სასარგებლო კომპონენტს შეიცავს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დაჩირების პროცესში მას ხესთან კავშირი არ აქვს, მეორე მიზეზი კი ის არის, რომ გამოშრობამდე კურკის ამოცლისას ნაყოფის მთლიანობა ირღვევა. და მაინც, გარგარის ჩირი ყველა შემთხვევაში მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. ის მიჩნეულია ცხიმების ბუნებრივ დამწველად - მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია. შუა აზიის მკვიდრთ, განსაკუთრებით - უზბეკებსა და ტაჯიკებს, სწამთ, რომ მესამე სახეობის ანუ კურკიანი გარგარის ჩირი უნიკალური წამალია. მას ისინი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, სილამაზის, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შესანარჩუნებლად იყენებენ. დანარჩენი ორი სახეობა შუააზიელებისთვის მხოლოდ ნუგბარია. მესამე სახეობის ჩირი მდიდარია კალორიებით - 100 გრამში დაახლოებით 240 კილოკალორიაა, თუმცა სხეულის მასის მომატების თვალსაზრისით საფრთხეს არ ქმნის. გარდა ამისა, ეს ჩირი მდიდარია მცენარეული ცილით, ცხიმებითა და რთული აგებულების, სასარგებლო ნახშირწყლებით. ამ ნახშირწყლებს უნიკალურად ითვისებს ორგანიზმი. ისინი დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას უზრუნველყოფენ და, რაც მთავარია, არ გარდაიქმნებიან ცხიმებად. გარგარის საკვები ბოჭკო აუმჯობესებს ნაწლავთა ფუნქციას, გამოაქვს ორგანიზმიდან წიდა. გარგარის ჩირი მდიდარია ორგანული მჟავებით, მარტივი და რთული შაქრებით, ნაჯერი და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ბეტა-კაროტინით, A, C, E და B ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ნატრიუმით, ფოსფორითა და რკინით. ჩირის კვებითი ღირებულება შაქრების უხვი შემცველობით არის განპირობებული.

გარგარის ჩირის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

გარგარის ჩირი სასარგებლოა ანემიისა და სისხლის მიმოქცევის პროცესთა დარღვევის დროს. სპეციალისტები მის რეგულარულ მიღებას გვირჩევენ მხედველობის დარღვევისას, რეკომენდაციას უწევენ როგორც ზოგადგამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ პროდუქტს. ჩირი, იმის გამო, რომ კალიუმით არის მდიდარი, განსაკუთრებით კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების და საჭმლის მონელების დარღვევის დროს. ჩირში უხვად არის მაგნიუმის მარილები, რაც მას ჰიპერტონიის სამკურნალო თვისებებს ანიჭებს - მისი სისტემატური მიღების შემთხვევაში არტერიული წნევა რეგულირდება. არსებობს სპეციალური მაგნიუმის დიეტა ჩირით, რომელიც რეკომენდებულია ჰიპერტონიისა და ანემიის განსაკუთრებული (არასწორი კვების შედეგად განვითარებული) ფორმების დროს. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა რეგულარულად მიირთმევს გარგარის ჩირს, ძვლების მოტეხილობა მეტად იშვიათია. ეს იმიტომ, რომ ჩირი ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, კანისა და თმების სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. თანამედროვე გამოკვლევებით ისიც დადგენილია, რომ გარგარის ჩირის რეგულარული გამოყენება აფერხებს სიმსივნის განვითარებას. ამისთვის საკმარისია, დღეში 100 გრამი ჩირი მივირთვათ. გარგარის ჩირის ყველა სახეობა შარდმდენია. მისი ნახარში ხსნის შეშუპებას. ნაკლებად ტკბილი სახეობები სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს, ტკბილი - ნერვული დაავადებების შემთხვევაში, შედარებით მჟავე კი შაკიკს უხდება და ხშირად მოავადეთათვისაც ძალიან კარგია. ჩირის კურკებისგან მიღებული „რძე“ ბრონქიტის, ტრაქეიტისა და ხველის უნიკალური წამალია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის მეტად სასარგებლოა ჩირის კურკების ნაყენი. გარგარის კურკიანი ჩირის შეძენა დღეს საკმაოდ ძნელია - გარდა იმისა, რომ შედარებით იშვიათად გვხვდება, ძვირიცაა, ორ დანარჩენ სახეობას კი ბაზარზე უხვად იპოვით. ამ სახეობის ჩირის მისაღებად გარგარს სპეციალურ კამერებში აშრობენ და გოგირდოვან ანჰიდრიდს აპკურებენ. ეს უკანასკნელი არ არის აკრძალული, თუმცა ხშირად ალერგიას იწვევს, ამიტომ ნუ მიეტანებით მაინცდამაინც უნაკლო, ლამაზ და ოქროსფრად მბზინავ ჩირს; უმჯობესია, მომჩვარულ-მოჭმუჭნილი, ოდნავ შეწითლებული და შესახედავად არცთუ მიმზიდველი ჩირი შეიძინოთ. ასეთ შემთხვევაში იმის გარანტია მაინც გექნებათ, რომ ის ქიმიკატებით არ არის დამუშავებული. საინტერესოა კიდევ ერთი რამ: ყველაზე მაღალი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და, შესაბამისად, ძვირად ფასობს ველური გარგარის ჩირი, ველური ჯიშები კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ყაზახეთშია შემორჩენილი. მცირე რაოდენობით გვხვდება უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ჩინეთში. დედამიწის სხვა რეგიონებში ისინი აღარ ხარობს. მათი რაოდენობა სულ უფრო მცირდება. დღეს ველური გარგარი წითელ წიგნშია შეტანილი.

გარგარის ჩირის ნაყენი

ტაჯიკეთში არსებობს დღეგრძელობის რეცეპტი: იღებენ რამდენიმე ცალ მთის ველური გარგარის ჩირს, საღამოს ასხამენ წყალს, დილამდე აჩერებენ, დილით ჩირს მიირთმევენ და ნაყენს აყოლებენ. ამბობენ, რომ ეს რეცეპტი ადამიანს 120 წლამდე აცოცხლებს, მას აღარც დაავადება ეკარება და არც მეხსიერება ღალატობს. ნაყენი სხვაგვარადაც შეგიძლიათ მოამზადოთ: აიღეთ ერთი ჭიქა ჩირი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, მჭიროდ დაახურეთ თავსახური და 15-20 საათი გააჩერეთ. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიირთვით. კარგი იქნება, თუ გაფუჭებულ ნაყოფსაც შეჭამთ. ეს ნაყენი განსაკუთრებით სასარგებლოა შეკრულობისა და მაღალი არტერიული წნევის დროს.