ხურმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხურმა

ხურმა ბარის მცენარეა, ჩვეულებრივ, ხარობს დაბლობში, ტენით უზრუნველყოფილ ადგილებში, ხევებში და ნესტიან ფერდობებზე. საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია სუბტროპიკული (იაპონური) და კავკასიური ხურმა.

ჩვენში ორი სახეობის ხურმა გვხვდება: ჩვეულებრივი ხურმა, რომლის მირთმევაც ძირითადად სრული დამწიფების შემდეგ არის შესაძლებელი და კარალიოკი - მისი ნაყოფის მირთმევა მაშინაც შეიძლება, როდესაც ის ჯერ კიდევ მკვრივია.

ხურმის ტკბილ ჯიშებს ეკუთვნის ჩინეული, ფუიუ და მეოცე საუკუნე. ქართული ხურმის ნაყოფის კვებითი ღირებულება ძალზე დიდია. ხურმის ჩირში ფრუქტოზის შემცველობა 60%-მდე აღწევს. მდიდარია A და C ვიტამინებითაც. ნახშირწყლების შემცველობით ხურმა არ ჩამოუვარდება ყურძენსა და ლეღვს, ხოლო ცილების შემცველობით კვერცხსაც კი უტოლდება.

ხურმასა და კარალიოკში ასევე ბევრია ტანინი. ხურმის ჭამის დროს ზომიერებაა საჭირო, რადგან მისმა ჭარბმა მიღებამ შესაძლოა ყაბზობა ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს.

ხურმას ალერგიული რეაქციებიც ახასიათებს, ამიტომ დღეში ოთხ ცალზე მეტს ნუ მიირთმევთ.

ცივ პერიოდში ადამიანის ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით ხურმა ამარაგებს. ამიტომაც არის, რომ ჩრდილოეთ ქვეყნებში მოსახლეობა ასე მიილტვის ამ ხილისკენ.

ხურმა კოსმეტოლოგიაში

ხურმა შინაურ კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. მისგან ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის შეიძლება ნიღბის მომზადება. შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ რეცეპტს.

დამარბილებელი ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის

გაფცქვენით ერთი საშუალო ზომის ხურმა და მოამზადეთ ფაფა. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ბრინჯის ფქვილი და აურიეთ. წაისვით სახესა და დეკოლტეს მიდამოზე 10-15 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მოშვებული კანისთვის

ერთი ხურმის პიურეს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ათქვეფილი ნაღები ან არაჟანი და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მატონიზებელი ნიღაბი ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის

ხურმის პიურეს შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის გული და კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ნიღაბს მათეთრებელი ეფექტიც აქვს.

მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისთვის

ერთ ჩაის კოვზ ხურმის პიურეს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი სოიის ფქვილი, კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ხურმის ნაყოფი შეიცავს 61 მლ/პროცენტამდე C ვიტამინს. მნიშვნელოვანი რაოდენობით არის მასში კაროტინიც.

  • თირეოტოქსიკოზის დროს იყენებენ აღმოსავლური ხურმის წვენს, რომელიც ამგვარად მზადდება: ახალდაკრეფილი ნაყოფის გამონაწურს ამატებენ სპირტს - ერთ წილს ოთხ წილ გამონაწურზე.
  • ნაყოფისგანვე ამზადებენ შესქელებულ წვენს (ხურმა-დოშაბი), რომელსაც იყენებენ ჰიპერტონიის, სისხლნაკლულობისა და სასუნთქი გზების კატარის დროს.

ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არ კარალიოკი ან შეიძლება თუ არა მისი ღამით ჭამა? ცალკე კარალიოკი არ ასუქებს, მაგრამ თუ ჭარბ წონას უჩივით, ერთი რამ დაიმახსოვრეთ: ხილი არასოდეს მიაყოლოთ სადილს - დანაყრებიდან დესერტამდე არანაკლებ 3 საათი უნდა გავიდეს, ანდა მიირთვით ჭამამდე ნახევარი-ერთი საათით ადრე.

კიდევ ერთი: კარალიოკი არ ასუქებს, მაგრამ ასუქებს ღამით ჭამა, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია.