საზაფხულო ხილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო ხილი

ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, მსხალი მარტო უგემრიელესი ჩაროზი კი არა, შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაც არის.

ბალი და ალუბალი

ალუბლისა და ბლის ქიმიური შემადგენლობა ასეთია: წყალი - 80%, შაქარი - 10%, ნახშირწყლები - 20%, მჟავები - 1%, აზოტოვანი ნივთიერებები - 0,7%, უჯრედისი - 6%.

ბალისა და ალუბლის შემადგენლობაში შემავალი A ვიტამინი საჭიროა მხედველობისთვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის;

B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს; ფოლიუმის მჟავა და რკინა აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას; C ვიტამინი იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციებისგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს.

ბლისა და ალუბლის მთავარი სიმდიდრეა კუმარინები, ეს ნივთიერებები საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. კუმარინებით მდიდარ ხილსა და კენკრას ურჩევენ ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დასუსტებულ ადამიანებს. ამ ნივთიერებათა შემცველობით ეს ხილი მხოლოდ მოცხარს, ჟოლოსა და ბროწეულს თუ ჩამოუვარდება.

ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.

ბალი და ალუბალი შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს. ალუბალს ურჩევენ კუჭის შეკრულობისა და ამით გამოწვეული სნეულებების დროს. ალუბლის წვენში არსებული ბირთვაკი სასარგებლოა კენჭოვანი დაავადებების დროს. ყვავილებისგან გამოხდილი წყლით კარგია გაღიზიანებული თვალების ამობანა.

ატამი

ატამი შეიცავს 7-12% შაქარს, 0,08-1,02% მჟავებს, 0,5-1,2% პექტინებს, ასევე - ვიტამინებს და სხვა.

ატმის ზეთს, რომელსაც მისი თესლისაგან ხდიან, მედიცინაში იმავე დანიშნულებით იყენებენ, რომლითაც ნუშის ზეთს. ატმის თესლი შეიცავს 55%-მდე უშრობ ცხიმს, ცილებს, ფერმენტ ემულსინს, გლიკოზიდ ამიგდალინს, ეთერზეთს, სტეროიდებს, სიტოსტერინს, ესტრონს, ესტრადიოლს და სხვა.

თუ ადვილად ცივდებით, მაშინ ბევრი ატამი უნდა მიირთვათ. დამტკიცებულია, რომ ატამი იმუნიტეტს ამაღლებს. მისი მირთმევა შეგიძლიათ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე, ოღონდ, თუ კუჭი გაწუხებთ, ერიდეთ; თუ ზედმეტ წონას უჩივით, ნურც მაშინ მიეძალებით.

ატამი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას, აადვილებს მძიმე, ნოყიერი საკვების მონელებას. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძრღვთა პათოლოგიების დროს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის და მსუქნებისთვის ატმის კომპოტს უშაქროდ ამზადებენ.

გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ ვარგისია ატმის ფოთლები, ყვავილები და თესლი. ასე, მაგალითად: ფოთლის ახალგამოწურულ წვენს - 3-6 მლ-ს - იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, ენტერიტის, თავის ტკივილისა და სკლეროდერმიის (კანის გამკვრივების) დროს, ახალმოკრეფილ ფოთლებს ჭრილობის შემახორცებელ საშუალებად იყენებენ.

მსხალი

მსხალი გემრიელია, თუმცა ხშირად კამათობენ იმის თაობაზე, არის თუ არა ის სასარგებლო. ბოლოდროინდელი გამოკვლევების შედეგები მოწმობს, რომ მსხალი იმაზე გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ის გაჯერებულია შაქრით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედისით, C, B, P, PP, ვიტამინებით,A პროვიტამინით, მიკროელემენტებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, თუმცაღა მსხალი ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება, სინამდვილეში გაცილებით ნაკლებ შაქარს შეიცავს.

უნდა ვისწავლოთ მსხლის სწორად მიღება: არ უნდა მივირთვათ დილით, უზმოზე, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყოლოთ წყალი. ასევე არ არის სასურველი მისი მიღება ხორცთან ერთად და მარხვის დროს.

გავეცნოთ მსხლის ზოგიერთ თვისებას:

  • მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულობისას, ასევე - სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების პრობლემების დროს; აქვს სიცხის დამწევი მოქმედება, აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას, უხდება ფილტვებს;
  • შეიცავს ანტიბიოტიკ არბუტინს, რის გამოც მსხლის წვენს და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს;
  • ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ამიტომ კარგია მათთვის, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს;
  • აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას;
  • მოხარშული ან შემწვარი აცხრობს ხველას;
  • სასარგებლოა ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს;
  • ძალზე სასარგებლოა არითმიის დროს. ის არეგულირებს გულისცემას, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს;
  • ცნობილია მსხლის კოსმეტოლოგიური თვისებებიც.