წონის მოულოდნელი ცვლილება
შესაძლებელია, რომ ერთ დღეში წონა მართლაც მოიმატოთ? სინამდვილეში, სასწორმა განსხვავებული წონა შეიძლება სულ სხვა მიზეზების გამო გიჩვენოთ და ეს რეალური წონის მატებას სულაც არ ნიშნავდეს. ციფრები, რომელსაც სასწორზე ხედავთ, არ ითვალისწინებს კუნთის მასის ზრდას, ორგანიზმის მიერ სითხის შეკავებას, ჰორმონებსა და მენსტრუალურ ციკლს. ხშირად ამიტომაც, ზოგიერთი დიეტოლოგი ირწმუნება, რომ ყოველდღე სასწორზე დადგომა ცუდი იდეაა. ამან შეიძლება შფოთვა, სტრესი, ობსესია და თვითშეფასების წონაზე დამოკიდებულება გამოიწვიოს. ამის გაკეთება კვირაში ერთხელაც სრულად საკმარისია.
მაშ ასე, რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს მოულოდნელად წონის მატებას (ან კლებას):
1. კუნთის მასა გაიზარდა
თუ თქვენ ვარჯიშობთ და გრძნობთ, რომ იმავე წონის ან უფრო გამხდარი ხართ, სასწორი კი რამდენიმე კილოგრამის მომატებას გაუწყებთ, შესაძლოა, ეს კუნთის მასის მატების ბრალი იყოს. ერთი კილოგრამი კუნთი და ერთი კილოგრამი ცხიმი ერთი და იგივეს იწონის, მაგრამ კუნთი გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე იმავე წონის ცხიმი. ამრიგად, სხეულის განსხვავებული კომპოზიციის გამო, შეიძლება უფრო გამხდარი ჩანდეთ, ვიდრე იმავე წონის სხვა ადამიანი.
თუ თქვენ რეგულარულად ვარჯიშობთ, სასწორმა შესაძლოა არასწორი შთაბეჭდილება შეგიქმნათ.
2. მენსტრუალური ციკლი გაქვთ
ამ დროს, ჰორმონების ცვლილების კვლადაკვალ, ქალის სხეულის წონა მერყეობს. მენსტრუალური ციკლი ორგანიზმში სითხის შეკავებას და შესაბამისად, წონის ზრდას იწვევს, ზოგ შემთხვევაში, მთელი 4 კილოგრამითაც კი. ამრიგად, ამ დროს სასწორის მაჩვენებელი შესაძლოა სულაც არ ასახავდეს თქვენს რეალურ წონას.
3. ეს-ესაა სითხე მიიღეთ ან ჭამეთ
ერთი ლიტრი წყალი დალიეთ? ეს თქვენს წონაზე პირდაპირპროპორციულად აისახება, ისევე, როგორც საჭმელი, რომელიც ახლახან მიიღეთ.
4. მძიმე ტანსაცმელი გაცვიათ
თუ ორი დღის წინ შიშველმა აიწონეთ, ახლა კი ზამთრის ფეხსაცმლით, ეს აუცილებლად აისახება სასწორზე. უმჯობესია დილით, აბაზანაში შესვლის შემდეგ, შიშველმა აიწონოთ.
5. ბევრ მარილს იღებთ
თუ თქვენი რაციონი მარილიანი საკვებისგან შედგება, ამან შეიძლება წყლის შეკავება და შესაბამისად, წონის მაჩვენებლის მატება გამოიწვიოს.
6. ეს-ესაა ივარჯიშეთ და გაოფლიანდით
ამის შემდეგ სასწორმა შესაძლოა რეალურ წონაზე ნაკლები გიჩვენოთ, რაც ოფლის გამოყოფის შედეგად სითხის დაკარგვითაა გამოწვეული და არა უშუალოდ ცხიმის დაწვით.
რა არის იდეალური წონა?
იდეალური წონა არის ის, რომელიც იძლევა ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას, ცხოვრების მაქსიმალურ ხარისხს წლების განმავლობაში. თითოეული ადამიანის იდეალური წონა განისაზღვრება სქესით, ასაკით და სხვა ფაქტორებით, როგორიცაა ზოგადი ჯანმრთელობა. იდეალური წონა არ არსებობს.
იდეალური წონა ნიშნავს, რომ არც ზედმეტად გამხდარი (დაბალწონიანი) და არც ზედმეტად მსუქანი (ჭარბწონიანი) ხართ, არამედ ჯანსაღი, მოვლილი ფიგურა გაქვთ.
რა ახდენს გავლენას იდეალურ წონაზე?
ყველა ადამიანი არ არის ერთნაირი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი იდეალური წონის გამოთვლა დამოკიდებულია როგორც ცხოვრების წესზე, ისე ჩვენს გენეტიკაზე.
გარდა ასაკის, სქესისა და სიმაღლისა, იდეალური წონის გამოთვლა უნდა მოიცავდეს სხვა თანაბრად მნიშვნელოვან ასპექტებს. მაგალითად, ფიზიკურ აქტივობას.
განსხვავებამ დაბალ აქტივობასა და ძალიან მაღალ აქტივობას შორის შეიძლება შეცვალოს ადამიანის წონა. სპორტულად აქტიური ადამიანები განსხვავებულ შედეგს მიიღებენ მჯდომარე ცხოვრების მქონეთაგან განსხვავებით. მაგრამ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ გენეტიკური გავლენაც.
ამიტომ, იდეალური წონის გამოთვლის პროცესში შეგიძლიათ აირჩიოთ სხეულის სხვადასხვა ტიპები, ცხიმის ან კუნთების სხვადასხვა პროცენტით.
როგორ მივაღწიოთ იდეალურ წონას
თუ ჭარბი წონა გაქვთ, დიეტის დაცვა შეიძლება არ იყოს ყველაზე კარგი ალტერნატივა. ეს იმიტომ, რომ ბევრი დიეტა ამცირებს მიღებული კალორიების რაოდენობას ან გულისხმობს გარკვეული საკვების მიტოვებას.
ამ მიდგომამ შეიძლება ცოტა ხანს იმუშაოს, ხშირად დიეტაზე მყოფების უმეტესობა იბრუნებს დაკლებულ წონას, როგორც კი უბრუნდება კვების ძველ ჩვევებს.
* რა უნდა მოიმოქმედოთ?
შექმენით ახალი რუტინა და ფოკუსირდით ჯანსაღ ცხოვრებაზე. შეცვალეთ თქვენი ძველი და არაჯანსაღი ჩვევები ახალი და ბევრად უფრო ჯანსაღი ჩვევებით. აქ არის 5 გზა ამის განსახორციელებლად:
- მოერიდეთ შაქრიან სასმელებს. გაზიან სასმელებს, წვენს, ტკბილ ჩაის/ყავას და ენერგეტიკულ სასმელებს ბევრი კალორია აქვთ, მაგრამ ცოტა კვებითი ღირებულება.
ადამიანები, რომლებიც სვამენ ამ ტიპის სასმელს, აქვთ ჭარბი წონა. უმეტეს შემთხვევაში შეგიძლიათ გადახვიდეთ წყალზე ან უცხიმო რძეზე.
- ვარჯიში. რეგულარული ფიზიკური აქტივობა წვავს კალორიებს და აშენებს კუნთოვან ქსოვილს.
ძაღლის გასეირნება, ველოსიპედით სკოლაში წასვლა გაზრდის თქვენს ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ მეტი კალორიის დაწვა გსურთ, გაზარდეთ ვარჯიშის ინტენსივობა და დაამატეთ სხვადასხვა ძალის ვარჯიშები კუნთების მასის მოსამატებლად.
- შეამცირეთ ეკრანთან გატარებული დრო.
დააწესეთ გონივრული შეზღუდვები ტელევიზორის წინ ჯდომაზე, ვიდეოთამაშებსა და კომპიუტერების, ტელეფონებისა და ტაბლეტების გამოყენებაზე, რაც არ უკავშირდება სასკოლო დავალებას. გამორთეთ ყველა ეკრანი დაძინებამდე ერთი საათით ადრე მაინც.
- აკონტროლეთ კვების რაციონი.
დიდი ულუფა შეიცავს ჭარბ კალორიებს, რამაც შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. იკვებეთ მცირე ულუფებით, განსაკუთრებით მაღალკალორიული საჭმლის მიღებისას. გარეთ ჭამისას გააზიარეთ სტარტერი ან ნახევარი თეფში სახლში წაიღეთ.
- ჭამეთ დღეში 5 ულუფა ხილი და ბოსტნეული.
ხილი და ბოსტნეული ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ვიტამინები და მინერალები. ისინი შეიცავს უამრავ ბოჭკოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაჯერებულნი არიან, ანუ გაგრძნობინებენ სისავსეს. ხილისა და ბოსტნეულის მიღება ჭარბ კვებად არ ჩაგეთვლებათ.
* საზოგადოებაში არსებობს ჭარბი წონის საწინააღმდეგო ფართოდ გავრცელებული არასწორი მეთოდები.
1. ადამიანები ყოველთვის მარტივ და საუკეთესო ხერხს ვეძებთ.
გვსურს, ყველაფერს რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით მივაღწიოთ, ასეთი რამ კი ძალიან იშვიათად არის შესაძლებელი. ბევრი ღიპს პრესის ვარჯიშით ებრძვის, მათ გარჯას კი შედეგი თითქმის არ მოაქვს, რადგან ამ ვარჯიშის მთავარი მიზანი კუნთების განვითარებაა, კუნთი კი, რაც უნდა ძლიერი და გამოკვეთილი იყოს, თუ ცხიმის ფენაშია ჩამალული, ვერავინ დაინახავს.
2. ლიპოსაქციას წონის დაკლებისა და ცელულიტთან ბრძოლის საშუალებად მიიჩნევენ.
სინამდვილეში ლიპოსაქციის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სხეულის ფორმის კორექციაა. ეს ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს სხეულის ყველა იმ უბანზე, სადაც ცხიმი გროვდება: ბარძაყზე, მუცელზე, ნიკაპზე, ზედა კიდურებზე, ზურგზე...
3. არასწორი კვება ფართო ცნებაა.
არ შეიძლება, ყველას ერთი და იმავე კრიტერიუმებით მიუდგეთ. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთათვისაც აუცილებელია კალორიების შემცირება და წონის კლება, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომელთათვისაც ეს ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
რაც შეეხება რეჟიმს, უკიდურესობაში არც ამ შემთხვევაში უნდა გადავარდეთ. შეუძლებელია მთელი ცხოვრება რაღაც რეჟიმით იცხოვრო, მაგრამ შესაძლებელია აიღო ზოგადი პრინციპები, რომლითაც ჩამოაყალიბებ შენს ცხოვრების წესს.
ჭარბ წონის საწინააღმდეგო უამრავი საშუალება არსებობს: დიეტა, ვარჯიში, ქირურგიული ოპერაცია, „გასახდომი“ მედიკამენტები... ამ უკანასკნელთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ არჩევანი ჭირს.
სიმსუქნის დროს კვებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, აუცილებელია სწორი დამოკიდებულება წონის კლებასთან დაკავშირებით. პირველი ნაბიჯი კვების მოწესრიგებაა, რომელიც უნდა გადადგას ჭარბწონიანმა ადამიანმა, მაგრამ აუცილებელია მანამდე სპეციალისტს მივმართოთ.
სიმსუქნე, სამედიცინო თვალსაზრისით, ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც პროგრესირების ტენდენცია და ხშირი რეციდივი ახასიათებს.