ჭარბი წონა ნაყოფიერების სიმბოლო თუ დიაგნოზი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭარბი წონა ნაყოფიერების სიმბოლო თუ დიაგნოზი?

წარმოსადგენია, ოდესღაც გაცხიმოვნება შესაშური, ესთეტური და მოდურიც ყოფილიყო. ჭარბწონიანობა იმდენი ხნისაა, რამდენიც თავად კაცობრიობა, დაავადებად კი ის მხოლოდ 100 წლის წინათ მიიჩნიეს.

საუკუნეები დასჭირდა იმას, რომ ნაყოფიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლო დიაგნოზად ქცეულიყო.

სამყაროში არც ერთი სხვა დაავადებით ისე ხშირად არ ავადობენ, როგორც გაცხიმოვნებით. ჯანმო-ს მონაცემებით დღეს მსოფლიოში 1 მილიარდ ადამიანს გააჩნია ჭარბი წონა.

პრობლემა ერთნაირი აქტუალობით ეხება ნებისმიერ სოციალურ წრესა და პროფესიულ საქმიანობას, საცხოვრებელ ზონას, ასაკსა და სქესს;

ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის 50%-ს ჭარბი წონა აქვს, მათგან 30%-ს გაცხიმოვნება.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ მსუქან ადამიანებს გაცილებით ბევრი დაავადება ეტანება, ვიდრე სხეულის ნორმალური წონის მქონეთ.

სრულად დამტკიცებულია კავშირი გაცხიმოვნებასა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ისეთ დაავადებებს შორის, როგორიცაა – შაქრიანი დიაბეტი ტიპი II, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნე, რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები.

საგულისხმო ფაქტები

  • 2022 წელს გაცხიმოვნება მსოფლიოში ყოველი მე-8 ადამიანის პრობლემად იქცა;
  • 1990 წლის შემდეგ მოზრდილ მოსახლეობაში ციფრები გაორმაგდა, მოზარდებს შორის კი გაოთხმაგდა;
  • 2022 წელს სხეულის ჭარბი წონა 2.5 მილიარდ მოზრდილს გააჩნდა, მათგან 890 მილიონს კი გაცხიმოვნება აღენიშნებოდა;
  • 2022 წელს სხეულის ჭარბი წონა 5 წლამდე ასაკის 37 მილიონ ბავშვს ჰქონდა, იგი განვითარებული ქვეყნების პრობლემად მიიჩნეოდა, დღეს ეს ტენდენცია უკვე დაბალ და საშუალო განვითარების მქონე ქვეყნებშიც იგრძნობა;
  • აფრიკაში 5 წლამდე ასაკის ბავშვების ჭარბწონიანობა 23%-ითაა გაზრდილი. ამასთან 2022 წელს ჭარბი წონისა და გაცხიმოვნების მქონე 5 წლამდე ბავშვების თითქმის 50% აზიის ქვეყნების მოსახლეობაა;
  • 2022 წელს 5-დან 19 წლამდე ასაკის 390 მილიონ ბავშვსა და მოზარდს აღენიშნებოდა სხეულის ჭარბი წონა;
  • გაცხიმოვნების პრობლემა ყველაზე მწვავედ ევროპაშია, სადაც ყოველი მეექვსე პირი გაცხიმოვნებითაა, მათ მოსახლეობის ნახევარს კი ჭარბი წონა აქვს;
  • გაცხიმოვნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზული პრობლემაა, რამდენადაც იგი ზრდის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს;
  • ჭარბი წონა საშუალოდ 3 წლით ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და ყოველწლიურად ევროკავშირის 53 ქვეყანაში 1,2 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს;
  • იგი მეოთხე ადგილს იკავებს სიკვდილიანობის მიზეზთა სტრუქტურაში არტერიული ჰიპერტენზიის, დიაბეტური რისკების, თამბაქოს მოხმარების შემდგომ და ზოგადი სიკვდილიანობის მაჩვენებლის 13%-ს შეადგენს;
  • სხეულის მასის ინდექსი (Bodymassindex, BMI) მოზრდილებისთვის 18 წლის და ზევით, გაცხიმოვნების ძირითადი მაჩვენებელია, როდესაც მხოლოდ წონისა და სიმაღლის მაჩვენებლებია ცნობილი.

რას არის გაცხიმოვნება?

გაცხიმოვნება კომპლექსური, ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც სხეულში დაგროვილი ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ზრდის შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ნეგატიურად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატსა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ზრდის ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების ალბათობას.

ის აუარესებს ცხოვრების ხარისხს, ძილს და ზღუდავს მოძრაობის უნარს.

დიაგნოზები: „სხეულის ჭარბი წონა“ და „გაცხიმოვნება“ სხეულის მასისა და სიმაღლით, სხეულის მასის ინდექსით ისაზღვრება ფორმულის მიხედვით: წონა (კგ)/სიმაღლე (მ2). ეს სიმსუქნის ირიბი მარკერია, ამიტომ დიაგნოსტიკისთვის საჭირო ხდება დამატებითი წელის გარშემოწერილობის დადგენაც.

მაჩვენებელი ისაზღვრება ადამიანის ასაკისა და სქესის მიხედვით.

მოზრდილები

  • სხეულის მასის ინდექსი აჭარბებს ან 25-ს უტოლდება – სხეულის ჭარბი წონა;
  • სხეულის მასის ინდექსი აჭარბებს ან 30-ს უტოლდება – გაცხიმოვნება.

ბავშვები 5 წლამდე

  • ჭარბი წონაა, როდესაც სხეულის მასისა და სიმაღლის შეფარდება აჭარბებს ბავშვის ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებს 2 სტანდარტული მაჩვენებლით;
  • გაცხიმოვნებაა, როდესაც სხეულის მასისა და სიმაღლის შეფარდება აჭარბებს ბავშვის ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებს 3 და მეტი მაჩვენებლით.

ბავშვები 5 წლიდან 19 წლამდე

  • ჭარბი წონაა, როდესაც სხეულის მასისა და სიმაღლის შეფარდება აჭარბებს ამ ასაკისთვის დადგენილ ბავშვის ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებს 1 სტანდარტული მაჩვენებლით;
  • გაცხიმოვნებაა, როდესაც სხეულის მასისა და სიმაღლის შეფარდება აჭარბებს ამ ასაკისთვის დადგენილ ბავშვის ფიზიკური განვითარების მაჩვენებლებს 2 სტანდარტული მაჩვენებლით.

გაცხიმოვნების კლასიფიკაცია და ტიპები

  • როცა სხეულის მასის დეფიციტი ნაკლებია 18,5-ზე – თანმდევი დაავადებების განვითარების რისკი დაბალია, მომატებულია სხვა დაავადებათა განვითარების ალბათობა;
  • ნორმალურია სხეულის მასა, როდესაც მასის ინდექსი 18,5-24.9-ის ფარგლებშია, თანმდევ დაავადებათა განვითარების რისკი ჩვეულებრივია;
  • გაცხიმოვნებისწინა მდგომარეობაა, როცა მასის ინდექსი 25.0-29.9-ზე მაღალია;
  • გაცხიმოვნების I ხარისხი – ინდექსი ნაკლებია 30.0-34,9 და დაავადებათა რისკი მომატებულია;
  • გაცხიმოვნების II ხარისხი – ნაკლებია 35,0-39.9, მაღალია დაავადებათა განვითარების რისკი;
  • გაცხიმოვნების III ხარისხი – აჭარბებს 40-ს, დაავადებათა განვითარების რისკის საკმაოდ მაღალია.

გაცხიმოვნება ვითარდება ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსის დარღვევისას, როდესაც ორგანიზმში საკვებით მიღებული ენერგია აჭარბებს მის ხარჯვას. ჭარბად მიღებული კალორიები ხმარდება ცხიმის სინთეზს, რომელიც ლაგდება ცხიმოვან დეპოებში, თანდათან ცხიმოვანი დეპო იზრდება და სხეულის მასა მატულობს.

უკანასკნელ ათწლეულებში საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გაიზარდა ცხოვრების ხარისხი, შეიცვალა კვების სტრუტურა, გაიზარდა მაღალკალორიული პროდუქტები და შემცირდა დაბალკალორიული უჯრედისის მოხმარება, რამაც ხელი შეუწყო ჭარბი ენერგიის დაგროვებას.

ადამიანებში ცხიმოვანი ქსოვილი სხვადასხვანაირად ლაგდება,შესაბამისად განირჩევა გაცხიმოვნების 3 ტიპი.

1. აბდომინური ან ანდროიდული – მას ზედა ტიპის გაცხიმოვნებას უწოდებენ, როდესაც ცხიმოვანი ქსოვილი ლაგდება მუცლისა და სხეულის ზედა ნაწილებში. სხეული ემსგავსება ვაშლს. ასეთი ტიპის გაცხიმოვნება უპირატესად დამახასიათებელი მამაკაცებისთვის და განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, სწორედ მას ახასიათებს ისეთი დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტონია, ინფარქტი და ინსულტი;

აბდომინური გაცხიმოვნების მარტივი მაჩვენებელია წელის გარშემოწერილობა, მამაკაცების 102 სმ-ზე მეტი, ხოლო ქალების – 88 სმ, ეს უკვე აბდომინური გაცხიმოვნებაა და განგაშის სერიოზულ მიზეზს წარმოადგენს.

მამაკაცების გარშემოწერილობა 94 სმ-ზე მეტი, ხოლო ქალების 82-ზე მეტი, უკვე სერიოზული საბაბია იმისა, რომ გადახედოთ კვების რეჟიმს და ფიზიკური დატვირთვები გაზარდოთ.

2. თეძო-ბარძაყის ან ქვედა ტიპი – დამახასიათებელია ცხიმოვანი ქსოვილის ქვედა სეგმენტში ჩალაგება თეძოებისა და ბარძაყის მიდამოებში, სხეულის ფიგურა ემსგავსება მსხალს, იგი უპირატესად დამახასიათებელია ქალებისთვის, ჩვეულებრივ თან სდევს ხერხემლის დაავადებები, სახსრებისა და ქედა კიდურების ვენების დისფუნქცია;

3. შერეული ან შუალედური ტიპის გაცხიმოვნება – რომელსაც ახასიათებს სხეულზე ცხიმის თანაბარი განაწილება.

ჭარბი წონისა და გაცხიმოვნების მიზეზები

ჭარბი წონა და გაცხიმოვნება ენერგიის მოთხოვნილებასა (კვება) და მის ხარჯვას (ფიზიკურ აქატივობას) შორის დისბალანსის შედეგია.

იგი მულტიფაქტორული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია გარემოს, ფსიქოსოციალური ფაქტორებითა და გენეტიკური წინასწარგანწყობით.

პაციენტთა ნაწილს აღენიშნება წამყვანი ეტიოლოგიური ფაქტორები, როგორებიცაა:

  • წონის მატების ხელშემწყობი მედიკამენტების მიღება;
  • დაქვეითებული ფიზიკური აქტივობა;
  • ზოგიერთი ტიპის სამედიცინო ჩარევა;
  • მონოგენური დაავადებები;
  • გენეტიკური სინდრომი.

მნიშვნელოვანია, ე.წ. სტრუტურული ფაქტორები:

  • ჯანსაღი საკვების ხელმიუწვდომლობა, მათი მაღალი ფასების გამო;
  • ყოველდღიური უვნებელი და მსუბუქი ფიზიკური მობილობის განხორციელების შეუძლებლობა;
  • ნორმატიული სამართლებრივი ბაზის განუვითარებლობა;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში იმ ეფექტურ ღონისძიებათა უკმარისობა ან საერთოდ უქონლობა, რომლებიც ადამიანს წონის მატებისა და ცხიმოვანი ქსოვილების დაგროვების ადრეულ სტადიაზე დაფიქსირების საშუალებას აძლევს.

ყოველივედან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ ყველაფერს განსაზღვრავს ის, თუ როგორ იკვებება ადამიანი, რამდენად აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს.

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ხომ ძირითადად მჯდომარეა, იგი მუდმივად გადაადგილდება ტრანსპორტით, ნაკლებად დადის ფეხით, გამოიყენებს ესკალატორს, ლიფტს იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მათ გარეშეც შესაძლებელია გადაადგილება. ასრულებს სამუშაოს მჯდომარე, დიდ დროს ტელევიზორის და კომპიუტერის ეკრანთან ატარებს და ნაკლებად ღელავს იმაზე, რომ ასე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.