ყველაზე ძლიერი და მკვებავი პროდუქტები დედამიწაზე - ქლორელა და სპირულინა
მათ მწვანე ხორცსაც უწოდებენ. ამ პროდუქტებში ბევრად მეტი ცილაა, ვიდრე ქათამში, ხორცსა და კვერცხში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ცილას 95%-ით შეიწოვს ორგანიზმი.
აღნიშნული პროდუქტები შეიცავს 650-ზე მეტ ვიტამინს, მიკროელემენტსა და ამინმჟავას. ამ ორ, ჩვეულებრივ და მარტივ პროდუქტში წარმოდგენილია ყველა ცნობილი ვიტამინი, მათ შორის, კაროტინი, A, B1, B2, B6, B12, C ჯგუფების ვიტამინები, პროვიტამინი D, K, PP, E, ფოლიუმის მჟავა, ბიოტინი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, თუთია, იოდი და სხვა. ისინი შეიცავენ ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ ყველა ამინმჟავასაც, მათ შორის, შეუცვლელს (ერთიანად 40-ზე მეტი სახის ამინმჟავას). გარდა ამისა, ქლორელა და სპირულინა ცილის (პროტეინის) მთავარი წყაროა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძალიან იშვიათი კომპონენტია ქლოროფილი. სწორედ ქლოროფილი გვეხმარება აქტიურობაში, სისხლისა და ქსოვილების განახლებაში (რეგენერაციაში), სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.
მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწაზე ყველა მცენარე ქლორელას უჯრედიდან წარმოიშვა, სპირულინას უჯრედიდან კი – ის ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ცხოველების საკვებად და მთელი ცხოველური სამყაროს განვითარების ხელშემწყობად იქცა.
უამრავ ქვეყანაში ჩატარებულმა ათასობით კვლევამ დაადასტურა, რომ სპირულინა და ქლორელა ყველაზე მძლავრი საკვები პროდუქტებია დედამიწაზე. სხვათა შორის, ქლორელა კოსმონავტების საკვებია და ის ყოველთვის შედის მათ რაციონში, მით უფრო, კოსმოსური ფრენების დროს.
ქლორელა და სპირულინა დაახლოებით მსგავსი შემადგენლობისაა, მაგრამ ამავდროულად, პრინციპულად განსხვავებულ გავლენას ახდენენ ორგანიზმზე.
მთავარი მსგავსება ორივე მათგანში ცილის ყველაზე დიდი შემცველობაა (50%-ზე მეტი), რომელსაც ორგანიზმი მაქსიმალურად ითვისებს. სწორედ ეს ცილა სჭირდება ჩვენს ორგანიზმს კუნთების ზრდისა და ყველა ქსოვილის აღსადგენად.
სპირულინასა და ქლორელას მეორე უმნიშვნელოვანესი თვისება ისაა, რომ ისინი გაჯერებულია საკვები ნივთიერებებით. ეს ორი პროდუქტი შეიცავს ყველაზე მეტ ვიტამინსა და მიკროელემენტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკვები, ხილი იქნება ეს, ბოსტნეული, მცენარე, ხორცი, თევზი თუ სხვა პროდუქტი.
ძირითადი განსხვავება სპირულინასა და ქლორელას შორის:
1. სპირულინა არის სპირალის ფორმის ლურჯ-მწვანე წყალმცენარე; ცინობაქტერიების ოჯახის წარმომადგენელი, ანუ ბაქტერიაა. მიეკუთვნება როგორც მცენარეთა, ისე ცხოველთა სამყაროს (ნახევრად მცენარეა და ნახევრად ცხოველი). ქლორელა მწვანე ერთუჯრედიანი წყალმცენარეა; მიეკუთვნება მხოლოდ მცენარეთა სამყაროს.
2. ქლორელას აქვს ქლოროფილის ყველაზე დიდი შემცველობა დედამიწის ყველა მცენარეს შორის – 3%. ქლოროფილის შემცველობით მის შემდეგ სპირულინაა (2%). ქლოროფილი აჯერებს სისხლს ჟანგბადით, გარდაიქმნება ჰემოგლობინად და ხელს უწყობს სისხლისა და უჯრედების განახლებას.
3. სპირულინა შეიცავს ადვილად შესათვისებელი ცილის ყველაზე დიდ რაოდენობას ცხოველურ და მცენარეულ სამყაროებს შორის. სპირულინაში 60% ცილაა, ქლორელაში კი – 50%.
4. ქლორელა შეიცავს უნიკალურ ბოჭკოს, რომელსაც გამოაქვს ორგანიზმიდან ყველა არსებული ტოქსინი:
- მძიმე მეტალები;
- ჰერბიციდები;
- პესტიციდები;
- რადიაცია.
5. სპირულინა და ქლორელა ძლიერი ანტიოქსიდანტებია. ისინი საფუძვლიანად ასუფთავებენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან. სწორედ თავისუფალი რადიკალებია მრავალი დაავადების საწყისი სტადია (მაპროვოცირებელი): უბრალო გაციებიდან კიბოს ჩათვლით.
6. ქლორელა შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ ყველა ამინმჟავას: იზოლეიცინს, ლეიცინს, ლიზინს, გლუტამინს, მეთიონინს, ტრეონინს, ტრიპტოფანს, ფენილალანინს, არგინინს, ჰისტიდინს და სხვა. თითოეული ამინმჟავა აუცილებელია ორგანიზმისთვის. მაგალითად, არგინინი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
გლუტამინი – ზრდის ანაბოლური ჰორმონების ბუნებრივ სეკრეციას, აქტიურად მონაწილეობს კუნთოვანი ქსოვილის სინთეზში.
ამიტომ ამინმჟავების მიღებას სპორტსმენებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. მათმა მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება უდიდესი ეფექტი გამოიწვიოს.
7. სპირულინა იმუნური სისტემის უძლიერესი „მშენებელი“, ქლორელა კი – საუკეთესო იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა. ის აღადგენს ორგანიზმის იმუნიტეტს და ბევრად აადვილებს აღდგენით პროცესებს განსაკუთრებით რთული პროცედურების (მაგალითად, ქიმიოთერაპიის) შემდეგ.
8. ადამიანის ორგანიზმზე შესამჩნევად მოქმედებს:
- სპირულინა, რომელიც ორგანიზმის ძლიერი ენერგეტიკული დამმუხტავია და ქლორელა, რომელიც ძლიერი დეტოქსიკაციური საშუალებაა, წმენდს ორგანიზმს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ქლორელას და სპირულინას სარგებელი ორგანიზმისთვის:
- ქლორელას სისხლის ნაკადით ჟანგბადი მიაქვს თითოეულ უჯრედამდე, ასევე ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების, ცილების, ვიტამინებისა და ამინმჟავების ნაკრები;
- სპირულინა და ქლორელა ქლოროფილის, მზის ენერგიის წყაროა, ისინი აღძრავენ აქტიურობის, მოძრაობის, მოქმედების სურვილს. ეხმარებიან ორგანიზმს ფიზიკურად და გონებრივად მუდმივად ტონუსში ყოფნაში, არაორგანული პროდუქტებით კვების დროს, გარემოს დაბინძურებისა და რაციონში საკვები ნივთიერებების ნაკლებობისას; ზრდიან შრომისუნარიანობას; ხელს უწყობენ ვიტამინების, განსაკუთრებით კაროტინის შეწოვას, არეგულირებენ ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს, აუმჯობესებენ სისხლის შემადგენლობას.
- ქლორელა შეიცავს 7-10-ჯერ მეტ კაროტინს, ვიდრე ასკილი ან გარგარის ჩირი; ის ორგანული ანტიბიოტიკია, რომელიც ებრძვის ბაქტერიულ და სხვა ინფექციებს. ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას; სასარგებლოა ყველა სახის ჭრილობის შეხორცების დასაჩქარებლად;
- ქლორელა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ნაწლავებზე: აბალანსებს საჭმლის მონელებას, ასტიმულირებს აერობული ბაქტერიების ზრდას, გამოაქვს სწორი ნაწლავიდან ტოქსინები; აახალგაზრდავებს ორგანიზმს, აცოცხლებს უჯრედებს. უნარჩუნებს კანს სიმკვრივეს, ელასტიკურობას, ანიჭებს მას ბზინვარებას და ამდიდრებს ვიტამინებით;
- ქლორელა აქვეითებს ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების დონეს; ზრდის ბიფიდო- და ლაქტობაქტერიების სიცოცხლისუნარიანობას, მოქმედებს როგორც პრებიოტიკი, ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღდგენას;
- სპირულინა და ქლორელა შეიცავს უჯრედისს, რომელიც იწოვს ყველა ტოქსიკურ ნივთიერებას;
- ქლორელა ასუფთავებს ქსოვილებს მეტაბოლური მინარევებისაგან, შარდმჟავასა და რძემჟავასაგან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ; ცხიმოვან უჯრედებში ზრდის ფერმენტის მოქმედებას, ეხმარება ენერგიის გამომუშავებას და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას;
- ქლორელას ზემოქმედებით უჯრედის გენები აუმჯობესებენ ცხიმების მეტაბოლიზმს, გლუკოზისა და ინსულინის შეწოვას;
- ქლორელა შეიცავს შეუცვლელ პოლიუჯერ მჟავებს: არაქიდონის, ლინოლის, ლინოლენის და სხვა. ისინი არ სინთეზდება ცოცხალ ორგანიზმებში, მაგრამ აუცილებელია ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის და უნდა მიეწოდოს ორგანიზმს საკვებით დაახლოებით 2გ დღე-ღამეში; ქლორელა შეიცავს დიდი რაოდენობით სტეროიდულ ნაერთებს: სტერინებს, კორტიკოსტეროიდებს, სასქესო ჰორმონებს, საკოგენინებს, სტეროიდულ ალკალოიდებს, D ჯგუფის ვიტამინებს და სხვა; ასევე სხვადასხვა კაროტინოიდს, რომლებიც სპორტსმენებს სჭირდებათ სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის. ვარჯიშის პროცესში ეს უჯრედები ნადგურდება და მათ სწრაფად აღდგენა სჭირდება; სხეულის ყველა კუნთი მოჰყავს ტონუსში, აჩქარებს მათ ზრდას; ქლორელა ხელს უწყობს ტრავმებისგან სწრაფგამოჯანმრთელებას, ოპტიმალური სპორტული ფორმის შენარჩუნებას;
- სპირულინა და ქლორელა ზრდიან გარემოს არახელსაყრელი პირობებისადმი წინააღმდეგობას.