/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ქრომი და მოლიბდენი - ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები

ქრომი და მოლიბდენი - ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები
ქრომი და მოლიბდენი ნაკლებად ცნობილი ელემენტებია.

მოლიბდენი რუხი ფერის გარდამავალი ლითონია. მისი ნაერთები გვხვდება: ნიადაგში, ქანებში, ზღვისა და მდინარის წყალში, მცენარეებში, ორგანიზმში ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებშია ჩართული, ამიტომ ორგანიზმის შეუფერხებელი ფუნქციობისთვის მოლიბდენი რეგულარულად უნდა მივიღოთ საკვებიდან.

ადამიანის სხეულში 8-10 მგ-მდე მოლიბდენია. ნახევარზე მეტი ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი, დანარჩენი – ფილტვებში, ღვიძლში, თირკმელებსა და კანში.

ეს ელემენტი როგორც კოფაქტორი სჭირდება უჯრედულ მეტაბოლიზმსა და უჯრედულ ციკლში ჩართულ ფერმენტებს. ფ მათ გარეშე შეუძლებელია ორგანიზმის მრავალი ფუნქციის სრულყოფილად წარმართვა.

მოლიბდენი:

  • მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფერმენტ ქსანთინოქსიდაზას ფუნქციობაში, რომელიც ორგანიზმში შარდმჟავას დონეს აკონტროლებს;
  • როგორც ფერმენტ სულფიტოქსიდაზას კომპონენტი, მონაწილეობს უჯრედების დეტოქსიკაციაში;
  • მონაწილეობს ცხიმისგან ენერგიის წარმოქმნაში, უმნიშვნელოვანესი ამინმჟავების, მეთიონინისა და ცისტეინის, მეტაბოლიზმში;
  • დნმ-სა და რნმ-ს წარმოქმნაში მონაწილე ფერმენტების მნიშვნელოვანი კომპონენტია;
  • ხელს უშლის კარიესის განვითარებას

მოლიბდენის სადღეღამისო ნორმა ზუსტად არ არის განსაზღვრული. გერმანიის კვების საზოგადოება რეკომენდაციას უწევს დღეში 50-100 მიკროგრამის მიღებას საკვების საშუალებით. გამომდინარე იქიდან, რომ წვრილ ნაწლავში საკვებიდან მიღებული მოლიბდენის მხოლოდ 30-40 პროცენტი შეიწოვება, რეკომენდებული ოდენობა რეალურ მოთხოვნასთან შედარებით მაღალია.

სხვადასხვა ასაკში მოლიბდენის ნორმა სხვადასხვა ასაკში განსხვავდება, მაგალითად: 1-დან 4 წლამდე – 25-50 მკგ, 4-დან 7 წლამდე – 30-75 მკგ, 7-დან 10 წლამდე – 40-80 მკგ, 10 წლიდან – 50-100 მკგ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

განსაზღვრულ მდგომარეობაში მოთხოვნილება შესაძლოა გაიზარდოს. მაგალითად, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს (კრონის დაავადება) მოლიბდენის შეწოვა რთულდება.

მოლიბდენზე მოთხოვნა იმატებს მაშინაც, როცა:

  • სისხლში მომატებულია შარდმჟავას დონე;
  • დარღვეულია ნაწლავის ფლორა;
  • ორგანიზმში სპილენძის დეფიციტია;
  • მომატებულია სულფიტებისადმი მგრძნობელობა

საკვების გადამუშავებისას მასში მოლიბდენის შემცველობა მცირდება. მოლიბდენი უმთავრესად მცენარეულ საკვებში გვხვდება. მისი მაღალი შემცველობით გამოირჩევა:

  • წიწიბურა, შვრია, მთლიანი ჭვავისა და ხორბლის ფქვილის ნაწარმი;
  • პარკოსნები – სოია, მწვანე ბარდა;
  • ბოსტნეული – წითელი კომბოსტო, ისპანახი, ლობიო;
  • ძროხის, ღვიძლი

მოლიბდენის დეფიციტი შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძის გადაჭარბებულმა მიღებამაც, რაც გულის არითმიით ვლინდება.

დეფიციტის სიმპტომებია მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, სუნთქვის გაძნელება, შეშუპება და ქავილი. ხანგრძლივმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს კენჭები თირკმელებში, ძილიანობა, განწყობის ცვალებადობა.

ნაკლებად სავარაუდოა მოლიბდენის ჭარბი დოზირება საკვების საშუალებით, თუმცა ამ ელემენტის შემცველი საკვებდანამატების ჭარბმა მიღებამ შესაძლოა მოლიბდენით მოწამვლა გამოიწვიოს.

მწვავე მოწამვლას თან ახლავს მუხლების ტკივილი, სახსრების დეფორმაცია, ღვიძლის ქრონიკული დისფუნქცია, შეშუპება, ტკივილი მტევნებსა და ტერფებში.

მოლიბდენის დიდმა დოზამ (დღეში დაახლოებით 10 მგ) შესაძლოა გამოიწვიოს შარდმჟავას ჭარბი წარმოქმნა, რაც, თავის მხრივ, ზრდის პოდაგრის განვითარების რისკს.

შესაძლოა განვითარდეს სპილენძის დეფიციტი, რადგან ჭარბი მოლიბდენი ზრდის ორგანიზმიდან სპილენძის გამოდევნას.

ქრომი

ისევე როგორც მოლიბდენი, ქრომიც ნიადაგიდან ხვდება საკვებში. ის ძირითადად ნაერთების სახით გვხვდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, არამედ ორგანიზმში მიმდინარე სხვა ბიოქიმიურ პროცესებშიც.

ქრომი ხელს უწყობს სისხლში ლიპიდების დონის რეგულირებას, ზრდის კარგი ქოლესტეროლის დონეს.

ქრომი აუმჯობესებს ინსულინის ფუნქციას და გვეხმარება სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე ადამიანებისთვის.

ქრომი ასევე მონაწილეობს კუნთების შენებაში, ხელს უწყობს ამინომჟავების, პროტეინის საშენი მასალის, ათვისებას და ცილების სინთეზს.

ქრომი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.

რეკომენდებულია დღეში 30-100 მიკროგრამამდე ქრომის მიღებას საკვების საშუალებით.(1-დან 4 წლამდე – 20-60 მკგ, 4-დან 7 წლამდე – 20-80 მკგ, 7-დან 15 წლამდე – 20-100 მკგ, 15 წლიდან – 30-100 მკგ)

ქრომით მდიდარია როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვები. დამუშავებული საკვები, თეთრი ფქვილი და რაფინირებული თეთრი შაქარი გაცილებით ნაკლებ ქრომს შეიცავს, ვიდრე მთლიანი მარცვლეული.

ქრომს შეიცავს:

  • წითელი მოცხარი;
  • მსხალი;
  • ბანანი;
  • თეთრი ლობიო;
  • პომიდორი;
  • ბროკოლი;
  • ბრიუსელის კომბოსტო;
  • ისპანახი;
  • კიტრი;
  • სალათის ფურცელი;
  • სიმინდი;
  • თხილი;
  • არაქისი;
  • ნუში;
  • ყავისფერი ბრინჯი;
  • ღორის ხორცი;
  • ძროხის ღვიძლი;
  • ღორის ღვიძლი;
  • თევზი(კალმახი, სკუმბრია)

ვინაიდან ქრომს მრავალი საკვები შეიცავს, დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვებით რეკომენდებული ოდენობის მიღება ადვილია, თუმცა სადღეღამისო მოთხოვნა ბევრად არის დამოკიდებული ნახშირწყლების მოხმარებაზეც. რაც უფრო მეტ ნახშირწყლებს მოიხმართ, მით მეტი ქრომი სჭირდება ორგანიზმს.

ქრომის შეწოვას ხელს უშლის ფიტატები (მარცვლეული, ბურღულეული, ჩაი, ყავა, კაკაო) თუთია, რკინა, კალციუმის კარბონატის შემცველი პრეპარატები. ქრომისა და ამ ნივთიერებების, ერთროულად მიღებისას დაიცავით რამდენიმე საათი ინტერვალი.

ქრომის შეწოვას ხელს უწყობს B3-სა და C ვიტამინთან ერთად მიღება.

დეფიციტის ნიშნებია:

  • სისხლში ქოლესტეროლისა და გლუკოზის დონის მკვეთრი მატება;
  • ათეროსკლეროზის განვითარების მომატებული რისკი.
  • ხშირი შარდვა;
  • წონის კლება;
  • გადაღლა, კონცენტრაციის დაქვეითება, დაბნეულობა;
  • შფოთვა, გაღიზიანება;
  • კუნთების სისუსტე

საკვებით ქრომის სიჭარბე ნაკლებად სავარაუდოა. ქრომით მოწამვლა ხშირია იმ ადამიანებთან, რომლებსაც ხშირი პროფესიული კონტაქტი აქვთ ქრომის მჟავასა და მის მარილებთან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქრომი და მოლიბდენი - ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები