/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ღვიძლი, როგორც საკვები

ღვიძლი, როგორც საკვები
მისი სასარგებლო თვისებები და სწორად მომზადების წესი

ბუნებაში უამრავი სასარგებლო და გემრიელი საკვები პროდუქტია. თეორიულად უპირატესობა მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს ენიჭებათ, თუმცა ცხოველური პროდუქტები პრაქტიკულად უფრო ინტენსიურად გამოიყენება, რადგანაც ადამიანების გარკვეულ ნაწილს მათი გემო უფრო მოსწონს და კვებითი თვალსაზრისითაც მეტ ღირებულებას ანიჭებს. საერთოდ, საკვებ რაციონში უნდა შედიოდეს ყველა საჭირო პროდუქტი, როგორც ბოსტნეული და ხილი, ასევე თევზეული, რძე და მისი ნაწარმი და რაღა თქმა უნდა – ხორცეული. მთავარია, ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარებამ დაშვებულ ნორმას არ გადააჭარბოს და მათი გამოყენებით კერძები სწორად მომზადდეს. მცენარეული საკვები ნამდვილად უფრო დიდი რაოდენობით უნდა მივირთვათ, ვიდრე ცხოველური, თუმცა ამ უკანასკნელის სრულად გამორიცხვა საკვები რაციონიდან ასევე არასწორია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან ზოგიერთს ადამიანები შედარებით იშვიათად მიირთმევენ. ხშირად არასწორადაც ამზადებენ მათგან კერძებს, აქედან გამომდინარე, სარგებლობის ნაცვლად მხოლოდ კალორიებს იღებენ. გარდა ამისა, კუჭის არეში სიმძიმეს გრძნობენ. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ღვიძლი. ის საოცრად სასარგებლო საკვებია, გემრიელი და მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტი, ბევრ ქვეყანაში დელიკატესად აღიარებული.

ღვიძლი მდიდარია ცილებით. მასში შემავალი მინერალები და ვიტამინები კი ადვილად შესათვისებელ ფორმაშია წარმოდგენილი. სწორედ ამიტომაც მედიკოსები და დიეტოლოგები დაჟინებით ურჩევენ ქრონიკულად მოავადეებს საკვებ რაციონში აუცილებლად ჩართონ ეს პროდუქტი. თუ ღვიძლს სწორად მოამზადებთ და სხვა შეთავსებად პროდუქტებთან ერთად მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი ნორმალური ცხოველმყოფელობისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას მიიღებს. ღვიძლი სასარგებლოა ათეროსკლეროზითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ბავშვებისა და ორსულებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც თრომბოზებისადმი მიდრეკილება და ზოგადად სისხლის შედედების დარღვევები აღენიშნება.

თევზის ღვიძლი

თევზის ღვიძლი მეტად ღირებული საკვები პროდუქტია, განსაკუთრებით – ვირთევზასი. მისი შეძენა ძირითადად დაკონსერვებული სახით შეგვიძლია. ამ სახითაც კი ეს პროდუქტი მეტად კალორიულია (100 გრამი 600-ზე მეტ კილოკალორიას შეიცავს). შესაბამისად, მისი დიდი რაოდენობით გამოყენება არ არის რეკომენდებული. პროდუქტი უხვად შეიცავს თევზის ქონს, კერძოდ, ქოლესტერინსა და ცხიმოვან მჟავებს, აგრეთვე ცილებსა და ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, A, PP, C, D, E და B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებიდან – ნატრიუმს, ფოსფორს, ქლორს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, თუთიას, ქრომს, ფთორს, იოდს, ნიკელსა და მოლიბდენს. გამოკვლევებით დადგენილია, რომ თუ დედა ორსულობის პერიოდში რეგულარულად იკვებება ვირთევზას ღვიძლით, მისი შვილი ნაკლებად ავადმყოფობს და ადვილად გადააქვს ნებისმიერი ინფექცია. ინფექციისაგან ორგანიზმს კარგად იცავს ადვილად შესათვისებელი A ვიტამინი. ეს უკანასკნელი D ვიტამინთან და სხვა ნივთიერებებთან ერთად აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამახვილებს მხედველობას, აჯანსაღებს ძვლოვან ქსოვილს, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას, კბილების, კანისა და თმის სიჯანსაღეს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მაქვს მაღალი ქოლესტერინი,უნდა გადავიდე სიმინდის ზეთით მომზადებულ საკვებზე, რადგან ვერ ავიტანე ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები.მაგრამ ვერავინ ვერ მეუბნება კონკრეტულად რომელი ზეთი შევიძინო.გთხოვთ მითხრათ,რომელი ფირმის და წარმოების ზეთი შეიძლება მივიღო? იქნებ სახელი მიმითითოთ ყველა სხვადასხვას მეუბნება,დავიბენი,არადა სასწრაფოდ უნდა შევცვალო მზესუმზირის ზეთი.მადლობა...</p>

ღორის ღვიძლი

ღორის ღვიძლი ასევე მდიდარია ქოლესტერინით, მინერალებითა და ვიტამინებით. მასში შედის აგრეთვე H ვიტამინი, რომელიც სილამაზის ვიტამინად არის აღიარებული. B ჯგუფის ვიტამინებიდან კი ღორის ღვიძლში რვა ვიტამინია წარმოდგენილი. 100 გრამი პროდუქტი 110 კილოკალორიას შეიცავს.

საქონლის ღვიძლი

საქონლის ღვიძლი ხარისხობრივი შემადგენლობით რამდენადმე წააგავს ღორისას, თუმცა რაოდენობრივი შემადგენლობით უფრო მდიდარია მასზე. თანაც უფრო კალორიული – 130 კილოკალორია 100 გრამ პროდუქტზე. ვიტამინების სრული ნაკრების გარდა, საქონლის ღვიძლში წარმოდგენილია ბეტა-კაროტინი, D და K ვიტამინები, ოცამდე მინერალი, სხვადასხვა ფერმენტი, ამინმჟავა და სხვა ნივთიერებები.

ქათმის ღვიძლი

ქათმის ღვიძლი ღორის ღვიძლზე მეტად კალორიულია (100 გრამი პროდუქტი შეიცავს 140 კილოკალორიას), თუმცა გაცილებით ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ. ქათმის ღვიძლი მდიდარია ადვილად შესათვისებელი ცილებით, ფოლიუმის მჟავათი და A ვიტამინით, ამიტომაც ვირთევზას ღვიძლივით ისიც მეტად სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისათვის.

ღვიძლის სწორად მომზადების წესი

ღვიძლის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ფერსა და ფაქტურას. ახალი ღვიძლი გლუვია, ღია ყავისფერი ან ღია მოწითალო შეფერილობის, გაჭრილ ზედაპირზე კი მოწითალო-ყავისფერი ან ყავისფერი.

ღვიძლს უხშირესად წვავენ, თანაც არასწორად, ამიტომაც ადამიანების უმრავლესობას ის არ უყვარს. სწორად შემწვარი ღვიძლი მეტად გემრიელი, არომატული და ნაზია. კარგად გარეცხილი საქონლის ან ღორის ღვიძლი აპკისაგან უნდა გაათავისუფლოთ, ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად დაჭრათ, დააყაროთ ცოტაოდენი სოდა და ერთ საათს გააჩეროთ. ამის შემდეგ გამდინარე წყალში კარგად გარეცხოთ, გემოვნებით მოაყაროთ მარილი, წიწაკა და სანელებლები, ფქვილში ამოავლოთ, გავარვარებულ ტაფაზე მოათავსოთ და ერბოში შეწვათ დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში თითოეულ მხარეს. ბევრი რეცეპტის მიხედვით შემწვარი ღვიძლის ჭამა სასურველია კარტოფილის პიურესთან, ბრინჯთან ან პომიდვრის სოუსთან ერთად. თუმცა მისი ჭამა ყველაზე მეტად რეკომენდებულია ახალდაჭრილ მწვანილთან და უცხიმო არაჟანთან, ასევე სალათის ფურცლებთან, კიტრთან, ყაბაყთან ან ბროკოლისთან ერთად. თუ შემწვარ ღვიძლს ამ ინგრედიენტებთან ერთად მიიღებთ, ის უფრო გემრიელი იქნება, რაც მთავარია, კუჭისთვის ბევრად უკეთესი და ორგანიზმიც მეტ სარგებლობას მიიღებს ამ პროდუქტისგან. ღვიძლის ჭამა არ არის რეკომენდებული მაკარონთან და ცხიმიან სოუსებთან ერთად. ღუმელში შემწვარი ღვიძლი კიდევ უფრო უკეთ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ვიდრე ტაფაზე შემწვარი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ღვიძლი, როგორც საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები