/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

რითია სასარგებლო თევზის ქონი

რითია სასარგებლო თევზის ქონი

თევზის ქონის სასარგებლო თვისებებზე კერ კიდევ ახალი ერის პირველ საუკუნეებში იცოდნენ: მას იყენებდნენ მცენარეული ცხიმის ნაცვლად. მის შესახებ წერდა არაბი მოგზაური ახმად იბნ ფადლანი, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და შეამჩნია, რომ აქაური ხალხების წარმომადგენლები ძლიერი ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ.

XIX საუკუნეში ნორველგიელი მეცნიერი პეტერ მილერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნორვეგიის მცხოვრებლების ძლიერ ჯანმრთელობას განაპირობებდა მათ ყოველდღიურ რაციონში ვირთევზას ღვიძლის არსებობა. კომერციული ალღოს მქონე მეცნიერმა ააწყო ვირთევზას ქონის წარმოება და მისი აფთიაქებში გაყიდვა შეძლო. ასე გავრცელდა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ თევზის ქონი, როგორც საკვების სასარგებლო დანამატი.

თევზის ქონის სიროფი გამოირჩევა მკვეთრი უსიამოვნო სუნით. XXI საუკუნის მცხოვრებლებს მეტად გაუმართლათ: თევზის ქონი ახლა გამოდის არა მარტო ექსტრაქტის, არამედ კაფსულისა და საღეჭი ტაბლეტების ფორმით.

რა შემადგენლობისაა თევზის ქონი?

თევზის ქონს მოიპოვებენ ცივი წყლების ცხიმიანი თევზის: ვირთევზას, ქაშაყის, სკუმბრიას, ზვიგენის, სკაროსის და სხვების ღვიძლისაგან.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

თევზის ქონი ბევრ სასარგებლო კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან უპირატესია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. ეს უკანასკნელი შედგება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებისაგან – ეიკოზაპენტაენის (EPA) და დეკოზაჰექსაენის (DHA) მჟავებისგან.

DHA-ს დეფიციტი ხშირად აღენიშნებათ ორსულებს, ბავშვებსა და მოზრდილებს მძიმე ფიზიკური დატვირთვის პირობებში. მისი უკმარისობა ვლინდება აზროვნებითი პროცესების დარღვევით, ცუდი განწყობით, ლიბიდოს დაქვეითებით, წნევის მატებით. მის დეფიციტზე ასევე მიუთითებს კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა და თმის ცვენა.

დამტკიცებულია, რომ თევზის ქონი დიდ როლს თამაშობს ორგანიზმის ფუნქციონირებაში. ის აქვეითებს ქსოვილების რღვევის რისკს, აუცილებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის:

ნ თევზის ქონი ახანგრძლივებს სიცოცხლეს. კვლევებით დადასტურებულია, რომ სისხლში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მაღალი დონე ხელს უწყობს სიცოცხლის ხუთი წლით გახანგრძლივებას და ამცირებს სიკვდილის რისკს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდნაციით კვირაში 100 გრამი თევზის ფილე მაინც უნდა მივიღოთ. იდეალური ვარიანტია: ქაშაყი, ორაგული, ტუნეცი, კალმახი, სკუმბრია, ვირთევზა.

  • თევზის ქონი კიბოს მკურნალობის ეფექტურობას ზრდის. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დანამატები ზრდის კიბოს სამკურნალო პრეპარატების თერაპიული მოქმედების უნარს.
  • თევზის ქონი იცავს გულს. აქვეითებს გულის შეტევისა და გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკს.

რაციონში საკმარისი რაოდენობით თევზის ან თევზის ქონის არსებობა აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აწესრიგებს ტრიგლიცერიდების დონეს, რომლის დონის მომატებამ შეიძლება მოახდინოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების პროვოცირება, ასტაბილურებს არტერიულ წნევას.

  • იცავს დეპრესიისგან. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტისას შეიძლება აღინიშნოს გუნება-განწყობის გაუარესება, ფსიქიკური პრობლემები, განვითარდეს დეპრესია. თევზის ქონის საშუალებით ნერვული მოშლილობის სიმპტომების ინტენსიურობა ქვეითდება.
  • ტვინს უნარჩუნებს აქტიურობას. ასაკთან ერთად, როგორც საზოგადოდ, ორგანიზმი, ტვინიც ბერდება და იზრდება ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ხანდაზმულ პაციენტთა შორის, რომლებიც თევზის ქონს იღებენ, ტვინის აქტივობის შემცირება მნიშვნელოვნად ნელა მიმდინარეობს. ხოლო ვისაც ალცჰაიმერის დაავადება უკვე დიაგნოსტირებული აქვს, აღენიშნება სტაბილური შედეგები.
  • თევზის ქონი გვეხმარება გახდომაში. მისი მიღებით მცირდება მუცლის ცხიმის მოცულობა.
  • გვინარჩუნებს მხედველობას. ომეგა-3 იმისთვისაა საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ მხედველობის ორგანოების დაავადებები. თევზის ქონის რეგულარული მიღება აუმჯობესებს თვალების მდგ­ომარეობას, განსაკუთრებით – ხანდაზმული ადა­მიანებისა.
  • თევზის ქონი ორგანიზმში ამცირებს ანთებას.
  • ასუფთავებს ღვიძლს. ღვიძლი გადაამუშავებს ცხიმებისა და მავნე ნივთირებების დიდ ნაწილს. თევზის ქონი აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას და ამცირებს მასში ცხიმის რაოდენობას.
  • აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ორივე კომპონენტი EPA და DHA აუცილებელია კანის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ეს ნივთიერებები აქვეითებს კანის ცხიმოვანი სეკრეტის სისქეს და აწესრიგებს მის იმუნურ თვისებებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანზე გამონაყარის კომპლექსურ მკურნალობაში.
  • თევზის ქონი ააქტიურებს კუნთებში ცილის სინთეზს, ასევე აძლიერებს ძვლებს და აქვეითებს ცხიმოვანი ქსოვილის პროცენტს.

თევზის ქონის მიღებისაგან თავი უნდა შევიკავოთ სისხლის შედედებაზე მოქმედი პრეპარატების მიღებისას, ჰიპოტონიის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებისას. მისმა გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა და გულძმარვა.

კომენტარები (1)
ჯაბა
სად შეიძლება ჩავაბარო ნედლი თევზის ქონი??? დამეხმარეთ თუ იცით ვინმემ რამე!!!! 599 446540
თარიღი : 04-09-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რითია სასარგებლო თევზის ქონი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები