/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

მკურნალობა წვენებით

მკურნალობა წვენებით
ხილისა და ბოსტნეულის წვენები მდიდარია ვიტამინებით, მინერალური მარილებით, შეიცავს მიკროელემენტებს, ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა), აქვს კარგი საგემოვნო თვისებები.

ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

ახალგამოწურული წვენები გამოირჩევა დიეტური და სამკურნალო თვისებებით, ხელს უწყობს ძირითადი ნივთიერებების შეწოვას, აუმჯობესებს მადას, ორგანიზმში მეტაბოლიზმს და კლავს წყურვილს.

წვენების მოსამზადებლად არჩევენ საშუალო ზომის ხილ-ბოსტნეულს, რომელსაც აქვს კარგი გემო, არომატი და დაბალი მჟავიანობა (ვაშლისა და კენკრისთვის).

ბოსტნეულისა და ხილის წვენის მომზადება მიზანშეწონილია უშუალოდ გამოყენებამდე, რადგან წვენი სწრაფად კარგავს საკვებ თვისებას და გემოს.

ახალგაწურული წვენების შენახვის ვადა შეზღუდულია: არა უმეტეს 4 საათისა ზამთარში და 2 საათისა ზაფხულში. აუცილებელია ცივ ადგილას მინის ჭურჭელში შენახვა. უმჯობესია, წვენი გაწურვისთანავე დალიოთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

სტაფილოს წვენი

სტაფილოს წვენის განსაკუთრებული ღირებულება განპირობებულია A, C, B, E, D და K ჯგუფის ვიტამინებისა და ასევე სხვა აქტიური ნივთიერებების შემცველობით. ახალგაწურული სტაფილოს წვენი მდიდარია ტუტე ელემენტებით, როგორებიცაა კალიუმი და ნატრიუმი, ასევე შეიცავს კალციუმს, რკინას, ფოსფორს, გოგირდსა და სილიციუმს. სტაფილოს წვენი ადვილად მოსამზადებელია სახლში და მისი მიღება შესაძლებელია როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა ბუნებრივ მცენარეულ წვენებთან შერევით. კანის წყლულების, გამონაყარის, ლიქენების, აბსცესების დროს მისი გამოყენება შესაძლებელია საფენების სახით გარეგანი მოხმარებისთვის.

სტაფილოს წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს მომატებული დაღლილობა, მადის დაქვეითება, აღენიშნება ხშირი გაციებისადმი მიდრეკილება, კანის სიმშრალე, თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა. უზმოზე დალეული ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი აუმჯობესებს სახის ფერს, მხედველობის სიმახვილეს, ამაგრებს თმას, განსაკუთრებულად ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ავადმყოფობის შემდეგ, მით უფრო, თუ პაციენტს აქვს მიღებული ანტიბიოტიკები.

სტაფილოს წვენის მომზადება და გამოყენება: გაწურვამდე ნაყოფი კარგად უნდა გარეცხოთ. ახალგაწურული წვენი უმჯობესია დაუყოვნებლივ დალიოთ. მკურნალობის მეთოდი გულისხმობს ერთი ჭიქა ახალი სტაფილოს წვენის დალევას დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს), სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, წვენის მიღების სიხშირე და რაოდენობა შეიძლება თანდათან შემცირდეს. მკურნალობის ეს კურსი წელიწადში 2-ჯერ მაინც უნდა განმეორდეს.

უოკერმა, წვენებით მკურნალობის სპეციალისტმა, რეკომენდაცია გაუწია 87 რეცეპტს 154 დაავადებისთვის, მათგან 77 შეიცავს სტაფილოს წვენს.

ჭიებისთვის გამოიყენება ახალი სტაფილოს წვენი უზმოზე ან გახეხილი სტაფილო ზეთით. ბუასილის დროს იყენებენ სტაფილოს წვენის ოყნებს.

სტაფილოს წვენს თაფლით სვამენ გაციების, ხველების, ზედა სასუნთქი გზების კატარის, პნევმონიის, ქოშინის, მოხრჩობის შეგრძნების, ფილტვის ტუბერკულოზის საწყისი სტადიის დროს. პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას სტაფილოს წვენი რეკომენდებულია სავლების სახით. სტაფილოს წვენი სასარგებლოა ორსულებისთვის, როგორც მატონიზებელი და მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.

სტაფილოს აქვს ჭრილობების სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. საფენების სახით გამოიყენება ჭრილობებზე, წყლულებსა და ნახეთქებზე.

კომბოსტოს წვენი

ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით - კომბოსტოში ყველაზე სასარგებლო მისი წვენია. 1 ლიტრი წვენის მისაღებად დაახლოებით 2 კილოგრამი კომბოსტო დაგჭირდებათ. ახალგაწურული წვენის შენახვა სასურველია მაცივარში, მხოლოდ შუშის ან მომინანქრებულ ჭურჭელში.

სამკურნალო თვისებების გამო კომბოსტოს წვენი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. ის აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას და მეტაბოლურ პროცესებს კუჭის ლორწოვან გარსში, აქვს ანტიბაქტერიული თვისებები შტაპჰყლოცოცცუს აურეუს-ისა და Mყცობაცტერიუმ ტუბერცულოსის-ის წინააღმდეგ, გამოაქვს ორგანიზმიდან ქოლესტერინი და ტოქსიკური ნივთიერებები. კომბოსტოს წვენი ეფექტურია დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს. ყელის ტკივილისას რეკომენდებულია სავლების სახით (წყლით განზავებული 1:1 თანაფარდობით), ხოლო ახალგამოწურული კომბოსტოს წვენი თაფლით დაგეხმარებათ ხველის დამარცხებაში.

გახეხილი კომბოსტო და მისი წვენი ეფექტურია ხანგრძლივად შეხორცებადი ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ, დამწვრობის სამკურნალოდ კი კომბოსტოს წვენს თანაბარ ნაწილად ურევენ კვერცხის ცილას.

ახალი კომბოსტოს წვენს აქვს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

გახსოვდეთ, კომბოსტოს წვენი, ისევე როგორც კარტოფილისა, მომზადებისთანავე უნდა დალიოთ, რადგან ის სწრაფად კარგავს სამკურნალო თვისებებს. დასარბილებლად შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

კომბოსტოს ფოთლების წვენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ტუბერკულოზის დროს (თაფლთან შერეული სახით), ღვიძლის დაავადებების, ყაბზობის, გასტრიტისა და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის სამკურნალოდ.

სტაფილოსა და კომბოსტოს წვენების ნარევი C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, განსაკუთრებით რეკომენდებულია ღრძილებისა და პაროდონტის დაავადების დროს.

კომბოსტოს წვენი, C ვიტამინის გარდა, შეიცავს გოგირდს, ქლორიდებს, კალიუმს მაღალი კონცენტრაციით. კომბოსტოს წვენს იყენებენ სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტისა და ენტეროკოლიტის დროს.

საყურადღებოა: კომბოსტოს წვენი ზრდის აირების წარმოქმნას, ამიტომ სასარგებლოა მისი შერწყმა სტაფილოს წვენთან. არსებობს ჩვენებები კომბოსტოს წვენის სასარგებლო ეფექტის შესახებ სიმსივნეებისა და ყაბზობის დროს, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული კანის დაავადებების სამკურნალოდ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მკურნალობა წვენებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები