/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად

ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად
ჰემოგლობინი რკინის შემცველი რთული აგებულების ცილაა. მას სისხლის წითელი უჯრედები – ერითროციტები – შეიცავს. ჰემოგლობინის მთავარი ფუნქცია ჟანგბადის შეკავშირება და ქსოვილებისათვის მისი მიწოდებაა. ფილტვების კაპილარებში შეკავშირებულ ჟანგბადს ჰემოგლობინი ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და უჯრედს აწვდის.

სამაგიეროდ იქიდან ჟანგვითი და სხვა მეტაბოლური პროცესების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი გამოაქვს.

ჰემოგლობინის დონე სისხლში ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანს უსიამოვნო შეგრძნება აქვს. ზოგად სისუსტეს, ადვილად დაღლას, თავბრუსა და თავის ტკივილს უჩივის. სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა რომ აიმაღლოთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოთ მისი დაქვეითების გამომწვევი მიზეზი. ამისათვის გამოცდილ ექიმ-სპეციალისტს უნდა მიმართოთ, ჩაიტაროთ სათანადო გამოკვლევები და დაადგინოთ მიზეზი. თუ ადამიანს სისხლში ჰემოგლობინის დაბალი შემცველობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღენიშნება, მის დასარეგულირებლად მედიკამენტების მიღება დასჭირდება. მაგრამ თუ ჰემოგლობინის დაქვეითება უმნიშვნელოა და პერიოდულად იჩენს თავს, მისი ამაღლება რაციონალური კვებით სავსებით შესაძლებელია. რომელი პროდუქტებია კონკრეტულად ამისათვის მოწოდებული?

ფაფები

ფაფები ადამიანებს, როგორც წესი, არ უყვართ. არადა ისინი მეტად სასარგებლოა და აუცილებელი ჩვენი ორგანიზმისათვის. ჰემოგლობინის ნორმალიზებისათვის განსაკუთრებულად სასარგებლოა წიწიბურასა და ხორბლის სრულმარცვლოვანი ფაფები. ისინი წყალზე მოხარშული, უშაქროდ უნდა ჭამოთ. ასეთი საკვების მიღება ტანჯვად რომ არ გექცეთ, შეგიძლიათ დაუმატოთ, რაც გიყვართ. მაგალითად, ქიშმიში, იგივე ჩამიჩი (ყურძნის ჩირი), გოგრა, კარაქი, თაფლი და სხვა.

ბოსტნეულის სალათები

დაბალი ჰემოგლობინის მქონე პირებმა წლის განმავლობაში რეგულარულად უნდა ჭამონ ცოცხალი ბოსტნეულის სალათები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით სასარგებლოა სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ბულგარული წიწაკა, მწვანილებიდან – ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი. ნუ დაგავიწყდებათ გოგრაც. ეს უკანასკნელიც მეტად სასარგებლოა. მოხარშულ გოგრას შეგიძლიათ ცოტაოდენი თაფლი მოასხათ და ისე მიირთვათ. გოგრისაგან მომზადებულ ფაფას ხშირად თაფლთან ერთად ნიგოზსაც ამატებენ. შეეცადეთ ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული შეიძინოთ და გამოყენების წინ ნაყოფებს მაქსიმალურად მოაცილოთ ის ნაწილები, რომლებშიც ყველაზე ინტენსიურად გროვდება ნიტრატები.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

ახალგაწურული წვენები

ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად რეკომენდებულია ახალგაწურული წვენებიც. კერძოდ, სტაფილოს, ვაშლისა და ჭარხლის. ამ სამივე კომპონენტის წვენი შეგიძლიათ ერთად მიიღოთ, ოღონდ მომზადებულ ნარევში სტაფილოს წვენის შემცველობა ორჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე ჭარხლისა და ვაშლის. ანუ სასურველია დაიცვათ პროპორცია 2:1:1.

ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად სასარგებლოა ასეთი ნარევიც – სტაფილოს წვენს (270 გრამი) პლუს კამის წვენი (30 გრამი). გახსოვდეთ, ბოსტნეულისა თუ ხილისაგან გამოწურული წვენი უმალვე უნდა დალიოთ. საათების გასვლის შემდეგ და მით უფრო – მეორე დღეს ის კარგავს სასარგებლო თვისებებს, ღირებულ კომპონენტთა დაშლის, ჰაერზე დაჟანგვის, რეაქციაში შესვლისა და სხვა ფაქტორთა გამო. სტაფილოს შემცველ წვენებს აუცილებლად დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასში შემავალ კაროტინს ორგანიზმი ვერ შეითვისებს. ზოგჯერ სტაფილოს წვენის მიღების წინ ცხიმიან არაჟანს ჭამენ. არც ეს არის ურიგო. საკმარისია ერთი-ორი კოვზი ცხიმიანი არაჟანი და შემდეგ სტაფილოს ახალგაწურული წვენი.

სხვა პროდუქტები

ჰემოგლობინის ნორმალიზებისთვის მეტად სასარგებლოა მწიფე ქლიავი. დაბალი ჰემოგლობინის მქონე პირებმა ეს ხილი სეზონზე რეგულარულად უნდა მიირთვან. გარდა ამისა, უნდა გაყინონ და ზამთარშიც გამოიყენონ. კარგ ეფექტს იძლევა ნიგვზის, ქიშმიშისა (იგივე ჩამიჩი, ყურძნის ჩირი) და თაფლის ნარევი. ჩამიჩის ნაცვლად, ნიგოზსა და თაფლს ზოგჯერ შტოშს უმატებენ. საკმარისია დღეში 1-2 სადილის კოვზი ნარევის მიღება.

რა უნდა გვახსოვდეს

  • რეგულარულად უნდა მიიღოთ წყალი; დღის განმავლობაში აუცილებლად აკონტროლეთ მისი მიღების ბალანსი (1-1,5 ლიტრი).
  • რკინის შემცველი პროდუქტები – თევზი, კვერცხის გული, შავი პური, პარკოსნები, სოია, კამა, სალათის ფურცლები, ოხრახუში, ატამი, ვაშლი და სხვა – არ უნდა ჭამოთ შეუთავსებელ პროდუქტებთან ერთად. მით უფრო, არ უნდა დააყოლოთ ჩაი, ყავა და ტანინის შემცველი სხვა სასმელები, რადგან ტანინი აფერხებს რკინის შეწოვას.
  • რკინის შეწოვას ხელს უწყობს ჩ ვიტამინი. ამიტომაც ამ ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული თქვენი საკვები რაციონის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.
  • რკინითა და სპილენძით (ეს უკანასკნელი არანაკლებ მნიშვნელოვანია სისხლის წარმოქმნის პროცესისათვის) მდიდარია მარცვლოვნები და პარკოსნები. თუმცა ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტატებსაც – ფოსფორის შემცველ ნაერთებს, რომლებიც ტანინის მსგავსად აფერხებს რკინის შეწოვას (სამაგიეროდ, ფიტატების წყალობით გამოდის ორგანიზმიდან წიდები). ფიტატების შემცველობის შესამცირებლად საჭიროა მარცვლოვნების გაღივება, დაფქვა, პარკოსნების წინასწარ დალბობა.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები